გაბუნია: ვაქცინა როგორც კი იქნება, საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, რომელიც მას მიიღებს

© photo: Ministry of Health, Labour and Social Affairs of Georgia / FBჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კორონავირუსის ვაქცინაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოს უკვე აქვს დაფიქსირებული შეკვეთა.
გაბუნია: ვაქცინა როგორც კი იქნება, საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, რომელიც მას მიიღებს
„ვაქცინასთან დაკავშირებით საკმაოდ იმედის მომცემი შედეგებია. ბოლო პერიოდში რამდენიმე საკმაოდ კარგი შედეგი გაჟღერდა სხვადასხვა მკვლევარების ჯგუფის მიერ წარმოებულ ვაქცინებთან მიმართებაში. საქართველო უკვე შეუერთდა „კოვაქსის“ გლობალურ ორგანიზაციას, რომელიც არის იმ მიზნით შექმნილი, რომ ქვეყნებმა ვაქცინა მიიღონ, როგორც კი იქნება, და ვაქცინის გადანაწილება ქვეყნებს შორის იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და სამართლიანი“, – ამბობს თამარ გაბუნია.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 20%-ის რაოდენობაზე აქვს შეკვეთა გაკეთებული, რაც პირველ ეტაპზე დოზების ის მაქსიმალური რაოდენობაა, რაც ქვეყანამ შეიძლება მიიღოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0