ირაკლი კუპრაძე

კუპრაძე: ჩვენი მიზანია შევქმნათ ოპოზიციური ერთობა, რომელიც არ იქნება ბელადებზე დამყარებული

33
(განახლებულია 19:31 16.11.2020)
პოლიტიკური მოძრაობის „ლელო საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე ისაუბრა, თუ რატომ დატოვა პარტიამ ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია.
კუპრაძე: ჩვენი მიზანია შევქმნათ ოპოზიციური ერთობა, რომელიც არ იქნება ბელადებზე დამყარებული
„ლელო საქართველოსთვის“ გუნდი აფიქსირებს ცალსახა პოზიციას, რომ „ლელო“ დგას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში... ჩვენ ამ ბრძოლაში ვიქნებით უპრეცედენტოდ პრინციპულები და ცალსახად გავაგრძელებთ ბრძოლას ოპოზიციურ ერთობასთან ერთად. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვხედავთ, რომ რიგი გუნდები არღვევენ ოპოზიციური ფორმატის შეთანხმებებს. ამ შეთანხმების დარღვევა არის მიუღებელი და ეწინააღმდეგება მთავარ მიზანს... ერთი პარტია ვერ იქნება ის გუნდი, რომელიც ხელის გადაგრეხვის პოლიტიკით დაგველაპარაკება ჩვენ, დამოუკიდებელ პოლიტიკურ გუნდებს“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ირაკლი კუპრაძის განცხადებით, უნდა შეიქმნას ისეთი ოპოზიციური ერთობა, რომელიც არ იქნება ბელადებზე დამყარებული.

33
დავით უსუფაშვილი

უსუფაშვილი: ეს პარლამენტი არ იქნება სრულფასოვანი

58
(განახლებულია 20:04 24.11.2020)
პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით უსუფაშვილი საპარლამენტო არჩევნებზე და ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ სიტუაციაზე საუბრობს.
უსუფაშვილი: ეს პარლამენტი არ იქნება სრულფასოვანი
„ხელისუფლებას ჩვენ კონსტიტუციურ გზას ვთავაზობთ გამოსავლისთვის. ამ უმძიმეს მდგომარეობას თავი უნდა დავაღწიოთ. არჩევნების თემა უნდა გადავწიოთ უკვე ოთახებში და პარლამენტში. მათ იციან რა სერიოზულ პრობლემებს წააწყდებიან, თუ 60 ოპოზიციური მანდატი იქნება პარლამენტში თავისუფალი და ამის შევსების შანსი არ იქნება შემდეგი ოთხი წელი. ეს არის სერიოზული სამართლებლივ-კონსტიტუციური კრიზისი. ეს არ არის „ქართული ოცნების" პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა“, – ამბობს დავით უსუფაშვილი.

ქართული ოპოზიცია 31 ოქტომბრის შემდეგ საპროტესტო აქციებს არ წყვეტს და ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. სიტუაციის მოგვარებას დასავლელი დიპლომატიური მისიები ცდილობენ, რომლებიც მხარეებს მოლაპარაკებებზე იწვევენ, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ მხარეთა პოზიციები არ შეცვლილა.

58
ლევან გოგიჩაიშვილი

გოგიჩაიშვილი: ნაადრევად დავიწყეთ ზეიმი და გაგვიტანეს გოლი

40
(განახლებულია 19:12 24.11.2020)
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ზეიმი ნაადრევი იყო.
გოგიჩაიშვილი: ნაადრევად დავიწყეთ ზეიმი და გაგვიტანეს გოლი
„თქვენ ხომ გახსოვთ, როგორი ზეიმი იყო, სწორი და კარგიც იყო, სწორი ნაბიჯები გადაიდგა და შედეგიც იყო. მაგრამ არ დაამთავრეს და არ იფიქრეს ხვალინდელ დღეზე. როგორც წესი, უპასუხისმგებლობა, ნაადრევი ზეიმები და ტრაბახი ასე მთავრდება. ნაადრევად დავიწყეთ ზეიმი და გაგვიტანეს გოლი. შეგვეძლო, რომ აქამდე არ მივსულიყავით. ამიტომ ვამბობდით, რომ არჩევნები გადაგვედო ექვსი თვით, სანამ სიტუაცია არ ჩაწყნარდებოდა. არავინ არავინ არ დაინდო არჩევნების გამო“, – ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სექტემბრიდან მკვეთრად გაუარესდა. ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა თითქმის 4 ათასს აღწევს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ კი უკვე 111 ათასს გადააჭარბა.

40
უკანონო მიშენების დემონტაჟი

თბილისში უკანონოდ დაკავებულ მიწებზე შენობების დემონტაჟი განხორციელდება

0
(განახლებულია 11:03 25.11.2020)
თბილისის მერის  განცხადებით, დღეიდანვე უნდა დაიწყოს უკანონოდ დაკავებულ მიწებზე შენობების დემონტაჟი, საჭიროების შემთხვევაში კი მუნიციპალურ ინსპექციას შინაგან საქმეთა სამინისტროც დაეხმარება

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. ძალიან ბევრი შემთხვევაა დედაქალაქში, როდესაც მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების დატაცება უკანონოდ ხდება, რაც კატეგორიულად მიუღებელი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მიწის დატაცებამ უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო. მან  მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა, დღეიდანვე დაიწყოს მოქმედება.

„ვიცი, რომ რამდენიმე ლოკაციაზე გაფრთხილებებიც გაქვთ მიცემული, იმ პატარა შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მოახდინონ. თუ ასე არ მოხდება, შეგიძლიათ, თქვენ გაუკეთოთ დემონტაჟი. კატეგორიულად მიუღებელია ეს უკანონო ქმედება. იმ ადამიანებს რას ვპასუხობთ, ვინც კეთილსინდისიერად იქცევა და კანონს ემორჩილება?! შეგიძლიათ, დაიხმაროთ შინაგან საქმეთა სამინისტროც“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ეს მიწების სახელმწიფოს საკუთრებაა და არავის აქვს უფლება, მიიტაცოს.

0
თემები:
თბილისი დღეს