ხოჯევანიშვილი

ხოჯევანიშვილი: კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 632-ის მდგომარეობა მძიმეა

71
(განახლებულია 21:47 11.11.2020)
უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებზე საუბრობს.
ხოჯევანიშვილი: კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 632-ის მდგომარეობა მძიმეა
„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 158. 4 878 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 373, აჭარაში – 787. მძიმე პაციენტი გვყავს 632, მათ შორის, თბილისში – 306, აჭარაში – 111. 3 181 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 569 – აჭარაში, ხოლო 1 088 – თბილისში. 8 099 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში გვყავს 2 656 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 508, აჭარაში - 1 328“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მისი განმარტებით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 308 პირი – მათ შორის, თბილისში – 146, აჭარაში – 105.

71
მიკროფონი

გოფოძე: ისინი, ვისაც კოვიდის არსებობა არ სჯერა, ერთხელ მოვიდნენ და ნახონ მძიმე პაციენტები

40
(განახლებულია 20:54 27.11.2020)
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე საუბრობს იმ მიზეზებზე, რამაც კორონავირუსით ინფიცირების საგანგაშო მაჩვენებელი გამოიწვია.
გოფოძე: ისინი, ვისაც კოვიდის არსებობა არ სჯერათ, ერთხელ მოვიდნენ და ნახონ მძიმე პაციენტები
„პრობლემა კომპლექსურია. ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს ამ ვითარებაში. საზოგადოების თვითშეგნებას ამ დაავადების მართვაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებობენ ადამიანები, ვისაც დღესაც არ სჯერა კორონავირუსის არსებობა, არ იცავს წესებს. ამ ადამიანებისთვის არის რეკომენდაცია, რომ იქნებ კლინიკაში ერთხელ მოვიდნენ და ნახონ ინფიცირებული მძიმე პაციენტები, მაშინ დარწმუნდებიან, რომ ეს საკმაოდ საშიში დაავადებაა“, – ამბობს ლევან გოფოძე.

კლინიკის დირექტორის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ აიღებს ყველა – სახელმწიფო, საზოგადოება და თითოეული მოქალაქე, ამ ჯაჭვის გაწყვეტა ძალიან რთული იქნება.

40
ჯაბა კილაძე

ჯაბა კილაძე: „ეს ბეწვის ხიდზე გასავლელი ურთიერთობაა“

41
(განახლებულია 15:53 27.11.2020)
მსახიობი ჯაბა კილაძე საუბრობს ასაკით უმცროს ადამიანებთან ურთიერთობაზე და ამ საკითხს საკუთარი მოზარდი შვილის მაგალითზე განიხილავს.
ჯაბა კილაძე: „ ეს ბეწვის ხიდზე გასავლელი ურთიერთობაა“
„ალბათ უნდა გაიხსენო საკუთარი თავი, როცა პატარა იყავი. როგორ გექცეოდნენ, როგორ გარიგებდნენ ჭკუას, რა მოსწონდათ. შენ რა მოგწონდა, რა გამოგადგა და რა არ გამოგადგა. დაფიქრება გმართებს, როცა შენზე უმცროს ადამიანს ეხები ან რაიმეს ეუბნები, იმიტომ რომ ის სრულფასოვანი ადამიანია“, – ამბობს ჯაბა კილაძე.

მსახიობის აზრით, „არ არის აუცილებელი, რომ ადამიანი 18 წლის იყოს და მაშინ უთხრა, შენი თავი გეკუთვნისო. მანამდეც მას ეუთვნის. მე მშობლებში ძალიან გამიმართლა, რადგან მათმა ჩემდამი დამოკიდებულებამ თავიდანვე გაამართლა. თავისუფლებას ისინი ყოველთვის მაძლევდენ და პირველი ნაბიჯი ყოველთვის მე უნდა გადამედგა“.

41

საბავშვო ევროვიზია 2020: ფინალამდე რჩება ორი დღე - ვიდეო

0
წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone

საერთაშორისო სიმღერის კონკურს „საბავშვო ევროვიზია 2020“-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მაყურებლის ონლაინ–კენჭისყრამ სტარტი პარასკევს, 27 ნოემბერს, 23:00 საათიდან აიღო.

ხმის მიცემა შესაძლებელია ვებ-გვერდზე junioreurovision.tv. მაყურებელს ყველა კონკურსანტის გამოსვლის ნახვის შემდეგ შესაძლებლობა ექნება ხმა მისცეს სამ კონკურსანტს, მათ შორის – საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელს.

წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone. გადელიას საკონკურსო სიმღერაზე იმუშავა კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ, ტექსტი კი თემო საჯაიას ეკუთვნის. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მეშვიდე ნომრად გამოვა.

კონკურსის ფინალს ქართველი მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ კვირას, 29 ნოემბერს, 20:00 საათიდან იხილავს.

 

0