ირაკლი კობახიძე

კობახიძე: მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, ნუ შეუშინდებიან არჩევნების მეორე ტურს

30
(განახლებულია 18:38 11.11.2020)
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე 31 ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულობასა და მეორე ტურზე საუბრობს.
კობახიძე: მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, ნუ შეუშინდებიან არჩევნების მეორე ტურს
„განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რაც უკავშირდება არჩევნებს, მათ შორის ჩვენს მეგობრებს მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორ ემზადება „ქართული ოცნება“ მეორე ტურისთვის, რა ზომებია მისაღები, რომ მეორე ტური მაქსიმალურად სათანადო ვითარებაში ჩატარდეს. ასევე ჩვენს მეგობრებს მივაწოდეთ ინფორმაცია სტატისტიკასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება არჩევნების პირველ ტურს და ეს სტატისტიკა არანაირი ფორმით არ განსხვავდება იმ სტატისტიკისგან, რომელიც ჩვენ გვქონდა წინა არჩევნებზე, მათ შორის წინა საპარლამენტო არჩევნებზე... მზად ვართ დიალოგისთვის. ვთვლით, რომ ოპოზიციამ მეორე ტურში მონაწილეობა უნდა მიიღოს. თუ არ მიიღებენ, რა თქმა უნდა, მაინც ჩატარდება. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, ნუ შეუშინდებიან მეორე ტურს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განმარტებით, არსებობს მონაცემები, რაც ადასტურებს, რომ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგები ამომრჩევლის განწყობას ემთხვევა.

30
ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძე: თუ ადამიანი შეცდომას არ უშვებს, გამოდის, რომ ის არ ვითარდება

69
(განახლებულია 20:27 22.11.2020)
ნათია ფანჯიკიძე საუბრობს ისეთ თემაზე, როგორიცაა, გამბედაობა, რაც გამოუცდელი ადამიანისთვის უფრო დამახასიათებელია, ვიდრე გამოცდილისთვის.
ნათია ფანჯიკიძე: თუ ადამიანი შეცდომას არ უშვებს, გამოდის, რომ ის არ ვითარდება

„არც ერთი რეალობა არ არის მათემატიკური სიზუსტის. ის გამბედაობა, და ფრაზა - „ვიცი, გამომივა“ ხანდახან ბევრად უფრო კარგ საქმეს აკეთებს, ვიდრე დაღვინებული პროფესიონალიზმი, რომელიც ყველა დეტალს ითვალისწინებს. ახალგაზრდობას, რომელსაც გამბედაობა უფრო მეტი აქვს, ვიდრე პროფესიონალიზმი, ყველაფერი უკეთ გამოსდის იმიტომ, რომ მას სჯერა თავისი სხეულის, წარმოუდგენია, რომ წინააღმდეგობას გადალახავს“, - ამბობს ნათია ფანჯიკიძე.

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძის აზრით: „ როგორც კი ფრთხილად დავიწყებთ კიბეებზე ასვლა-ჩასვლას, მაშინ უფრო ნაკლები შედეგი გვექნება, მიუხედავად იმისა, რომ სხვებზე ბევრად მეტი გვისწავლია და ყველაფერს ფრთხილად ვეკიდებით. პასუხისმგებლობა ხშირად ბევრად უფრო გამძიმებს და გაფერხებს“.

69
თიკა ფაცაცია

თიკა ფაცაცია: „კოვიდით დაავადების დროს სახლში ყოფნა იმითაა კარგი, რომ შენს სივრცეში ხარ“

3
(განახლებულია 21:01 22.11.2020)
თიკა ფაცაცია, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა, ყვება იმაზე, თუ როგორ გადაიტანა კოვიდი, რა განცდები დაეუფლა და როგორ აჯობა შიშს.
თიკა ფაცაცია: „კოვიდით დაავადების დროს სახლში ყოფნა იმითაა კარგი, რომ შენს სივრცეში ხარ“

„ორშაბათს სახლში რომ წავედი, დილით სიცხიანმა გავიღვიძე. მოკლედ ისე განვითარდა მოვლენები, რომ კოვიდი დამიდასტურდა და სახლში აღმოვჩნდი. ამ 12 დღეს შემიძლია დავარქვა სათაურად „შიში“, იმიტომ, რომ ამ დღეებში ყველაზე დამთრგუნველი სწორედ შიში იყო. ეს შიში შეიძლება სხვადასხვა ეტაპებად დავყო. პირველი სამი დღე იმის შიში მქონდა, რომ ეს კოვიდი ჩემი ახლობლებიდან ვაითუ ვინმეს გადავდე“- ამბობს თიკა ფაცაცია. 

მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია იხსენებს: „კოვიდი საკუთარ თავს სრულად გავიწყებს, ანუ ეგოიზმს გავიწყებს, რაც, ვფიქრობ, არ არის ცუდი თვისება, მაგრამ საშინელი შიში გიჩნდება იმ ადამიანების გამო, ვისთან ერთადაც იყავი. ამიტომ თავიდან მიდის იმ ადამიანების გამოცხრილვა, ვინც იმ პერიოდში შენს გვერდით იყო. ბედნიერებაა ის მომენტი, როცა მახსენდებოდა, რომ მათ წინაშე პირბადით ვიყავი.“

3
გახარიას შეხვედრა კლინიკების ხელმძღვანელებთან

სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება: კლინიკების ხელმძღვანელები გახარიას შეხვდნენ

0
მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში მთავრობის მთავარ გამოწვევად რჩება. მთავრობა პანდემიასთან ბრძოლის ახალ შესაძლებლობებს აქტიურად ეძებს

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ კლინიკების ხელმძღვანელებთან დამატებითი რესურსის მობილიზების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე მორიგი შეხვედრა გამართა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავრობის მეთაური, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, საქართველოს მასშტაბით მოქმედი კოვიდ-კლინიკების წარმომადგენლებს არსებული საწოლფონდის რაოდენობასა და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე ესაუბრა.

პრემიერ-მინისტრი გაეცნო ინფორმაციას კლინიკებში არსებულ საწოლფონდის რაოდენობის შესახებ, ასევე - რა ნაბიჯები გადაიდგა მათი მხრიდან ბოლო შეხვედრის შემდეგ დამატებითი რესურსის მობილიზების მიმართულებით. გარდა ამისა, რა საჭიროებებს ხედავენ კლინიკის ხელმძღვანელები, რათა გაიზარდოს როგორც მოქნილობა, ასევე ეფექტურობა.

„კლინიკების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე გაცხადებული გეგმის შესაბამისად, გამოათავისუფლეს დამატებითი საწოლები, როგორც თერაპიის, ისევე რეანიმაციის მიმართულებით და ამ კუთხით მუშაობას განაგრძობენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, ასევე კონტროლდება ვითარება იმ კოვიდ-სასტუმროებში, რომლებიც კლინიკების თერაპიული მართვის ქვეშ იმყოფება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აქტიურად ხდება ჟანგბადის კონცენტრატებით მომარაგების უზრუნველყოფა და ამ კუთხით შეფერხებები არ არის.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მნიშვნელობას, რათა კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, ხოლო მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა გაგრძელდეს ბინაზე - ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით, ან კოვიდ-სასტუმროებში, სადაც უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ შეხვედრისას განაცხადა, კოვიდ-სასტუმროებში მობილიზებულია საკმაოდ ფართომასშტაბიანი საწოლფონდი, რომელიც აღჭურვილია ჟანგბადის კონცენტრატებით და მათ მართავენ კონკრეტული კლინიკები საკუთარი მედპერსონალის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს პაციენტების უფრო მარტივ წვდომას საჭირო სამედიცინო მომსახურებაზე.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, სიტუაცია მართვადია და კონტროლს ექვემდებარება.

საქართველოში ფიქსირდება კორონავირუსის მეორე ტალღა, რომლის პიკი ნოემბრის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. ყოველდღიურად ვლინდება დაახლოებით ოთხი ათასი ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე 100 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 012 ადამიანი.

ქვეყანაში მოქმედებს შეზღუდვები: პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ და ღია სივრცეებში, ტრანსპორტში, ქუჩებში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, დაკეტილია საბავშვო ბაღები, ღამის საათებში სახლიდან გასვლა აკრძალულია.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში