კახა კალაძე

კახა კალაძე: უნდა მივეჩვიოთ საკუთარი მიზნების სამართლებრივი გზებით მიღწევას

30
(განახლებულია 16:41 09.11.2020)
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მოქალაქეებს და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, ნუ აყვებიან ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა და არეულობის ინსპირაციაა.
კახა კალაძე: უნდა მივეჩვიოთ, საკუთარი მიზნების სამართლებრივი გზებით მიღწევას
„თუ ვინმეს მიაჩნია, რომ კონკრეტული საარჩევნო უბნების მონაცემებთან მიმართებით ლეგიტიმური პრეტენზია აქვს, მოვუწოდებთ ყველას, დესტრუქციული ქმედებებით ნუ შეაფერხებენ მათივე საჩივრების საფუძველზე მიმდინარე ხმების გადათვლის პროცესს, არამედ მიყვნენ სამართლებრივ პროცედურებს, ამ გზით შეეცადონ საკუთარი პოზიციის დაცვას და მოემზადონ არჩევნების მეორე ტურისთვის“, – განაცხადა კალაძემ. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია მასობრივ საპროტესტო აქციებს მართავს. გუშინ გამართულ აქციაზე საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, სადაც დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირიდან გადაინაცვლეს, აქციის მონაწილეთა დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.

30
თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე: ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული

28
(განახლებულია 16:35 30.11.2020)
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ COVID-19-სგან გამოჯანმრთელების შემდეგ პანდემიის გამო ქვეყანაში შემოღებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ისაუბრა.
თენგიზ ცერცვაძე: ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული
„ყველა იმ პროცესმა, რომლის დროსაც რეგულაციები ირღვეოდა, ხელი შეუწყო ვირუსის გავრცელებას. სულ ერთია იქნებოდა ეს პოლიტიკური მიტინგი, ქელეხი, ქორწილი, იუბილე თუ სხვა ღონისძიება. რაც შეეხება შეზღუდვების შემოღებას, მოსახლეობას ჰქონდა დაკვეთა, რომ, ერთი მხრივ, შევამციროთ კოვიდ-შემთხვევების რაოდენობა, მეორე – გავაკეთოთ ეს ისე, რომ არ შემოვიღოთ შეზღუდვები. არც ერთი მხრიდან არ დავზარალდეთ – ეს შეუძლებელია... ეს ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა. ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განმარტებით, სწორი იყო, როდესაც სახელმწიფომ არ შემოიღო მკაცრი შეზღუდვები, სანამ არჩევნები არ დამთავრდა.

28
დავით კენჭაძე

დავით კენჭაძე: მზეა? - რა მაგარია, რომ მზეა, ან წვიმს?- მერე რა, ძალიან კარგია, რომ წვიმს!

40
(განახლებულია 20:38 28.11.2020)
დავით კენჭაძე საუბრობს განწყობაზე, იმაზე, თუ რით უნდა შევიქმნათ და როგორ შევინარჩუნოთ ცხოვრებაში პოზიტიური განწყობა.
დავით კენჭაძე: მზეა? - რა მაგარია, რომ მზეა, ან წვიმს?- მერე რა, ძალიან კარგია, რომ წვიმს!
„ადამიანებს უყვართ სხვა ადამიანებზე საუბარი, ეს ერთგვარი ჰობია მათი. როცა სხვებს კრიტიკებენ, ეს მოსწონთ. მეორე მხრივ, ესაა საკუთარი პრობლემების გვერდზე გადადება და სხვებზე ფოსკუსირება. ამის გარდა, არის ბევრი კარგი რამ, რისი დანახვაც შეიძლება, მაგრამ  სამწუხაროდ, ეს არავისთვის არ არის საინტერესო, ხოლო ის ცუდი, რაც სხვას აქვს, უფრო იწვევს ინტერესს“, - ამბობს დავით კენაჭაძე.

კონსულტანტი და ქოუჩი დავით კენჭაძე აღნიშნავს: ადამიანები სიამოვნებით ერთვებიან იმ დისკუსიებში, სადაც სხვების განხილვა და გაკრიტიკება ხდება. ცხოვრებაში პოზიტივი უნდა დაინახო. მაინცდამაინც მაგარი რამ კი არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში რომ დაინახო, არის პატარა პატარა ამბები, რომელზეც შეიძლება ფოკუსირება. მნიშვნელოვანია, რომ ისინი დავინახოთ.

40
თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძე შვილის გაჩენიდან მეორე დღეს საოცარ ფორმაშია - მოდელი ვიდეოს აქვეყნებს

0
(განახლებულია 14:59 30.11.2020)
ცნობილი ფოტომოდელი დედა 28 ნოემბერს გახდა. ნახეთ როგორ გამოიყურება ახალნამშობიარები მოდელი. არანაირი ზედმეტი კილოგრამი - ის შეუდარებელია

თამო ვაშალომიძე, ფაქტობრივად, საიდუმლოს გარეშე ცხოვრობს. ერთადერთი, რაც მოდელმა თაყვანისმცემლებს დღემდე არ გაუმხილა - მისი პირველი პარტნიორის ვინაობაა. მოდელმა რამდენიმე წუთის წინ ახალშობილი ვაჟის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სიტყვებით ვერ გადმოსცემს, როგორი ბედნიერია.

თამომ მოგვიანებით ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც არაჩვეულებრივ ფორმაშია. მოდელს საერთოდ არ ეტყობა, რომ ორი დღის წინ შვილი გააჩინა. ორსულობის ბოლო თვეებში ამბობდა, რომ 10 კილოგრამი ჰქონდა მომატებული, რომელიც როგორც ჩანს, უკვე მოიშორა.

რამდენიმე თვეა თაყვანისმცემლებმა შეამჩნიეს, რომ მის გვერდზე ეროტიკული ხასიათის სურათებმა იკლო, ხოლო ოჯახურმა იდილიამ იმატა. თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი აკა სამხარაძეა. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. ფოტომოდელის განცხადებით, ისინი ერთ წელზე მეტია, რაც ერთმანეთს ხვდებიან. ეს ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავს.

ფოტომოდელის განმარტებით, ბიზნესმენი მას საჩუქრებითა და ულევი ყურადღებით ანებივრებს, რის გამოც მათი ურთიერთობა უფრო და უფრო საინტერესოა. როგორც ჩანს, პატარა სოფია მამინაცვალს გულგრილს არ ტოვებს. თამოს სოციალური ქსელებიდან ირკვევა, რომ მამინაცვალი და თამოს ქალიშვილი ერთად დროს ხშირად ატარებენ.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება