რეზო კორინთელი

რეზო კორინთელი: მე მეგონა „გაუმარჯოს მეორე ნახევარს“- ასე მარტო ქართველები ვამბობდით

69
(განახლებულია 09:17 07.11.2020)
რეზო კორინთელი საუბრობს სიყვარულის ფენომენზე და მის გამოხატულებას როგორც ქალში, ასევე მამაკაცში იუნგის მიხედვით ხსნის.
რეზო კორინთელი: მე მეგონა „გაუმარჯოს მეორე ნახევარს“- ასე მარტო ქართველები ვამბობდით

„იუნგის მიხედვით სიყვარული გამთლიანების საშუალებაა, ეს საკრალური ქორწინებაა, სადაც მამაკაცური და ქალური საწყისის სინთეზი ხდება, რომლის დროსაც ადამიანი თავს სრულყოფილად გრძნობს“, - აღნიშნავს რეზო კორინთელი.

ფსიქიატრ რეზო კორინთელის აზრით: „მამაკაცში ნაკლებადაა გამოხატული ეროსი, ესაა კავშირების დამყარების უნარი, მას უფრო ლოგოსი აქვს განვითარებული, რომელიც ანაწევრებს და ერთმანეთისგან ანსხვავებს ქალთა სახეებს. ანემის ხატი მამაკაცში ოთხი სახით ვლინდება, ესაა: მიწიერი ქალი - ევა, ელენა, რომელიც მამაკაცს მშვენიერებას აზიარებს, წმინდა ქალი- მარია და ბოლოს, ბრძენი ქალი-სოფია.“

69
მიკროფონი

ლევან გოფოძე: ჰოსპიტალიზაციაზე მოთხოვნა გაიზარდა

6
(განახლებულია 22:44 23.11.2020)
კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში ძალიან ნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა პირველ რიგში პირველადი ჯანდაცვის ექიმებს მიმართონ, მიიჩნევს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე
ლევან გოფოძე: ჰოსპიტალიზაციაზე მოთხოვნა გაიზარდა
„რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად დატვირთულია, მიუხედადად იმისა რომ ბრუნვა მაღალი გავქვს.  ჩვენ ყოველდღიურად ვწერთ გამოჯანმრთელებულ პაციენებს და მომენტალკურად ვიღებთ ახალ ნაკადს, იმიტომ რომ ჰოსპიტალიზაციაზე გაიზარდა მოთხოვნა. შექმნილ სიტუაციაში პირველადი ჯანდაცვის რგოლების მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამაინებმა მიმართონ პირველ რიგში მათ და არა კლინიკებს“, - განაცხადა ლევან გოფოძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გასულ დღე–ღამეში  3958–ით გაიზარდა და 108.690-ს მიაღწია. აქედან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი  89.170 შეადგინა.

6
გიორგი ვოლსკი

გია ვოლსკი ოპოზიციის ბოიკოტზე: ამას ბოიკოტი არ ქვია, ეს არის პირდაპირ მავნებლური პოზიცია

21
(განახლებულია 21:32 23.11.2020)
მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გია ვოლსკი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას გამოეხმაურა.
გია ვოლსკი ოპოზიციის ბოიკოტზე: ამას ბოიკოტი არ ქვია, ეს არის პირდაპირ მავნებლური პოზიცია

„პასუხისმგებლობა ქვეყნის, საზოგადოებრის და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, აიძულებს ჩვენს ოპონენტებს კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ სიღრმისეულად თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამ დესტრუქციას...ამას ბოიკოტი არ ქვია ეს არის პირდაპირ მავნებლური პოზიცია, რომელსაც იმედია ისინი შეიცვლიან, როდესაც კარგად გაანალიზებენ იმ დამოკიდებულებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას გააჩნია საქართველოში შექმნილი ვითარების მიმართ“- განუცხადა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია რუსთავი 2 -ს.

ქართული ოპოზიცია 31 ოქტომბრის შემდეგ საპროტესტო აქციებს არ წყვეტს და ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. სიტუაციის მოგვარებას დასავლელი დიპლომატიური მისიები ცდილობენ, რომლებიც მხარეებს მოლაპარაკებებზე იწვევენ, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ მხარეთა პოზიციები არ შეცვლილა. პარასკევს ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებმა კარლ ჰარცელმა და კელი დეგნანმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრები გამართეს. აღნიშნული შეხვედრები ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის ერთგვარი მომზადება იყო.

21
მატარებელი რკინიგზის სადგურში

„საქართველოს რკინიგზა“ მატარებლების მოძრაობის გრაფიკს ცვლის

0
იმ მგზავრებს, ვისაც ადრე აქვთ მატარებლის ბილეთები შეძენილი და ვერ ახერხებენ ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. „საქართველოს რკინიგზა“ თანხას სრულად დააბრუნებს

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაზიდვების განრიგს ცვლის, ნათქვამია კომპანიის პრესსამსახურის განცხადებაში.

საქალაქთაშორისო მატარებლების მოძრაობის განრიგი

კომპანიაში აცხადებენ, რომ იმ მგზავრებს, რომლებმაც ბილეთები ადრე შეიძინეს და გამგზავრება ახალი განრიგის მიხედვით არ შეუძლიათ, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. „საქართველოს რკინიგზა“ ბილეთის ღირებულებას სრულად დააბრუნებს. 

კომპანიაში მგზავრებს აფრთხილებენ, რომ მატარებელში ყველა მგზავრმა დადგენილი რეგულაციები უნდა შეასრულოს.

„Covid19-ის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ახალი რეგულაციების თანახმად, მატარებლებში აკრძალულია პლედების დარიგება, დროებით გაუქმებულია საბორტო ჟურნალი და ბიბლიოთეკა. მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე და  მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. ყოველდღიურად ოთხი ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 100 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1012 ადამიანი.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, აკრძალულია ღამის 22:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა.

0
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში