მიკროფონი

ბიძინა კულუმბეგოვი ეპიდვითარებაზე: ჩვენს ქვეყანას ულიმიტო რესურსები არ აქვს

54
(განახლებულია 18:45 06.11.2020)
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას საგანგაშოს უწოდებს და წერტილოვანი შეზღუდვების აუცილებლობაზე საუბრობს.
ბიძინა კულუმბეგოვი ეპიდვითარებაზე: ულიმიტო რესურსები ჩვენს ქვეყანას არ აქვს
„ზოგადად, ახლა რომ სიტუაცია საგანგაშოა, ამაზე არ უნდა ვიდაოთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს წონასწორობა სწრაფად არ დაირღვეს. ეს ზრდა რაღაც ეტაპამდე იყო მართვადი, მაგრამ ულიმიტო შესაძლებლობები და რესურსები ჩვენს ქვეყანას არ აქვს. ვფიქრობ, რომ ლოკალური და წერტილოვანი შეზღუდვების აუცილებლობის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და ეს აუცილებლად და დროულად გასაკეთებელია, რათა არ მოხდეს ინფექციის მასიური გავრცელება", – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2775-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 51993-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა უკვე 423-ია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 37019 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3094, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4618 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2438 ადამიანი იმყოფება.

54
მიკროფონი

სოფიო გორგოძე: ერთიან ეროვნულ გამოცდებში ცვლილებაა

38
(განახლებულია 19:29 11.06.2021)
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე საგანში ტესტირების ხანგრძლივობა შემცირდა, ამის შესახებ  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე საუბრობს.
გორგოძე: ერთიან ეროვნულ გამოცდებში ცვლილებაა
„წელს ყველაფერი არის უცვლელი. შეიცვალა მხოლოდ გამოცდის ხანგრძლივობა რამდენიმე საგანში. ეს დრო ნახევარი საათით შემცირდა. ჩვენ ყოველთვის პრეტენზიები გვქონდა მასწავლებლებისა და აბიტურიენტებისგან, რომ საგამოცდო დრო საკმაოდ ხანგრძლივი იყო, თუმცა ამ პერიოდში, ვინაიდან კოვიდპანდემია იყო, ყველა ტესტის შემცირება ვერ მოხერხდა“, – აღნიშნა გორგოძემ.

სოფიო გორგოძის განცხადებით, ცვლილება მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და მასწავლებლებისთვის პრაქტიკულად ყველა ტესტს შეეხო. დროის შემცირება არ შეეხო ქართულის ენის ტესტს.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 38.300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 წელს 1 ივლისს დაიწყება და აბიტურიენტებმა პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში უნდა ჩააბარონ. საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.

 

38
ნათია თურნავა

ნათია თურნავა: ქუთაისის აეროპორტის გასაახლებლად სახელმწიფომ 110 მილიონი გაიღო

39
(განახლებულია 20:48 10.06.2021)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ქუთაისის განახლებული აეროპორტი – ეს არის მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი მთელ რეგიონში.
ნათია თურნავა: ქუთაისის აეროპორტის განსაახლებლად სახელმწიფომ 110 მილიონი გაიღო
„სახელმწიფომ გაიღო 110 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია. სხვადასხვა დროს პროექტის განხორციელებაზე 500-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტში ჩართული იყო 100-ზე მეტი წამყვანი ქართული და უცხოური კომპანია. აქ არის 2 ათას კვადრატულ მეტრამდე კომერციული ფართები, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა მთლიანად საქართველოს ბიზნესისთვის, მათ შორის რეგიონული, მცირე ბიზნესისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მასშტაბური პროექტი 2017 წელს დაიწყო. გუშინ აეროპორტის განახლებული სივრცე გაიხსნა.

 

39
ნინო სამხარაძე

როცა შვილს ექიმის სახელს არქმევენ - მადლიანი ხელების სიკეთე

0
(განახლებულია 05:42 12.06.2021)
„წარმოუდგენელია, მოვეფერო ჩემს პაწაწინას და არ გამახსენდეს, რომ ღვთის წყალობასთან ერთად შენი პროფესიონალიზმის დამსახურებაა ის, რომ დედის სტატუსს ვატარებ.“

„მაკვირვებს, თითქოს ასაკისთვის შეუფერებელი შენი პროფესიული ცოდნა, ადამიანური სიბრძნე, თავშეკავება და თავმდაბლობა, რომელიც მთავარი შტრიხია შენი ხასიათის.“

„ვიცი, ყველას უყვარხარ შენი უშუალობის, სიკეთის, მშვენიერებისა და ჰუმანურობისთვის. ეს ის თვისებებია, რაც აუცილებლად უნდა გააჩნდეს მოწოდებით და მით უფრო, შენი სპეციალობის ექიმს. უფალმა დალოცოს შენი მადლიანი ხელები და ბუნების სიხალასე.“

ამ წერილების ადრესატის სადღეგრძელო დღეს ბევრ ოჯახში ტრადიციად დამკვიდრდა, მისი სახელი ნანატს შვილს, უკვე ბევრმა დაარქვა. საუბარია „იმედის კლინიკის“ მეან-გინეკოლოგ ნინო სამხარაძეზე, რომელიც საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის წევრია. ამ მასალის დაწერა პირველ რიგში, მისი პაციენტების ინიციატივა და ექიმის მიმართ გულწრფელი მადლიერების გამოხატულებაა.

ნინო სამხარაძე
ნინო სამხარაძე

- ქალბატონო ნინო, თავად ჯერ არ ხართ დედა, მაგრამ კარგად იცით როგორ ცვლის ქალს დედობა...

- მე დაოჯახებული არ ვარ, შვილი არ მყავს, მაგრამ იმდენჯერ ვარ დედა-შვილის პირველი შეხვედრის მომსწრე, რომ ზუსტად ვიცი, ეს რა გრძნობაა. დედობა სრულიად ცვლის ქალს, როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად.  იცვლება ადამიანის მიზნები და მისწაფებებიც. დედობის მერე ქალი გრძნობს, რომ შვილისთვის შეუძლებელსაც შეძლებს.

ნინო სამხარაძე იმედის კლინიკის კოლეგებთან ერთად
ნინო სამხარაძე "იმედის კლინიკის" კოლეგებთან ერთად

- ექიმობაზე ოცნება თქვენი იდეა-ფიქსიც იყო?

- ექიმობა ბავშვობის ოცნება იყო, სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. ჩემს ცხოვრებაში იყო პოსტდიპლომური, ხუთ წლიანი პრაქტიკული სწავლების პერიოდი, რასაც რეზიდენტურა ჰქვია. ექიმობა სიცოცხლის სამსახურია, მეან-გინეკოლოგობა კი ერთდროულად ორ ან მეტ სიცოცხლეს ემსახურება. ამაზე მადლიანი პროფესია არ არსებობს. დღეს მეან-გინეკოლოგი ვარ, ვამშობიარებ, საკეისრო და გინეკოლიგიურ ოპერაციებს ვაკეთებ. ასევე ამბულატორიულად მყავს ორსულები და გინეკოლიგიური პაციენტები.

ნინო სამხარაძე  კოლეგებთან ერთად
ნინო სამხარაძე კოლეგებთან ერთად

- თქვენ კარგად იცნობთ მედიცინის ამ სფეროს, თუ შეგიძლიათ იმის თქმა, ხშირ შემთხვევაში რა ხდება საქართველოში უნაყოფობის მიზეზი?

- მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, უნაყოფობის წილი 10-15% -ია. მცდარია შეხედულება, როდესაც უშვილობას მხოლოდ ქალის პრობლემად განიხილავენ, ეს წყვილის პრობლემაა. უნაყოფობა შეიძლება იყოს ორგანული, ფუნქციური, იმუნური, გენეტიკური ან უცნობი გენეზისის. დედობას ყველა ქალი იმსახურებს და დამხმარე რეპროდუქტიულმა საშუალებებმა შვილის ყოლის ბედნიერება ბევრ წყვილს მიანიჭა.

ნინო სამხარაძე
ნინო სამხარაძე

- ფსიქოლოგიურ განწყობას თუ აქვს მნიშვნელობა?

- არც თუ იშვიათია ფსიქოგენური უნაყოფობა. როდესაც ქალის ფიქრები მხოლოდ ორსულობაზე კონცენტრირდება და არ დგება ის ეტაპი, რომელიც ყველაზე სასურველია. ამ შემთხვევაში, ფსიქოთერაპევრის როლი უმნიშვნელოვანესია.

ნინო სამხარაძე ახალშობილთან ერთად
ნინო სამხარაძე ახალშობილთან ერთად

- ვიცი, რომ ბევრი პაციენტი გემადლიერებათ...

- ექიმისთვის მადლიერების გამოხატველი სიტყვები ძალიან დიდი სტიმულია, გავიწყებს დაღლას და გაძლევს იმის ენერგიას, რომ მუშაობა შემართებით გავაგრძელოთ. როცა ქალი მისთვის ძვირფასს არსებას ექიმის სახელს არქმევს, ეს პატივისცემის ყველაზე დიდი გამოვლენაა. ჩემს შემთხვევაში, ასეთი ფაქტი რამდენჯერმე იყო და იმის გარანტია, რომ ყოველთვის ემახსოვრება ექიმის წვლილი მის ბედნიერებაში.

ნინო სამხარაძე
ნინო სამხარაძე

- საქართველოში დღესაც ბიჭს უფრო თვლიან სასურველ შვილად თუ შეიცვალა ამ თემისადმი დამოკიდებულება?

- ჩვენში მართლა იყო პერიოდი, როდესაც ვაჟის დაბადებას მეტი სიხარულით ხვდებოდა ოჯახი, განსაკუთრებით თუ ის პირველი შვილი იყო. საბედნიეროდ ეს დამოკიდებულება დღეისთვის შეცვლილია. წყვილების უმრავლესობა ამბობს, რომ მათთვის შვილის სქესს მნიშვნელობა არ აქვს. ასეც უნდა იყოს... დედობა უმთავრესი სტატუსია, რასაც ქალი ატარებს, დედობრივი სიყვარული ყველაზე ძლიერი გრძნობაა. როდესაც ქალისთვის ამ სტატუსის მინიჭებაში წვლილი შეგაქვს, ეს სიამაყის და სახარულის საოცარი განცდაა. ამ დროს მისი ბედნიერების თანაზიარი ხდები და სურვილი გიჩნდება, რაც შეიძლება მეტი ქალი გააბედნიერო...

 

 

0