თამარ ჟვანია

თამარ ჟვანია: არჩევნები არ დასრულებულა

87
(განახლებულია 19:44 03.11.2020)
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საუბრობს არჩევნებზე და ამბობს, რომ გაყალბებულ ოქმებზე სოციალურ ქსელში და მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია მიზანმიმართული კამპანიაა.
ჟვანია: არჩევნები არ დასრულებულა
„რა თქმა უნდა, არჩევნები არ დასრულებულა, ახლა მიმდინარეობს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროცესი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და, პირველ რიგში, საოლქო კომისიებში. ეს გახლავთ შედეგების შეყვანა და დამუშავება. ახლა მხოლოდ და მხოლოდ წინაწარი მონაცემებია გამოქვეყნებული, რომელიც რაღაც სურათს იძლევა, მაგრამ ეს არ არის ოფიციალური მონაცემები“, – ამბობს ჟვანია.

მისი განცხადებით, ის ოქმები, რომლებიც სოციალურ ქსელში ტრიალებს, თითქოს ისინი გაყალბებულია, არასწორი კამპანიური ხასიათის არის. 

 

87
თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე: ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული

21
(განახლებულია 12:36 30.11.2020)
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, პანდემიის გამო ქვეყანაში შემოღებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ისაუბრა
თენგიზ ცერცვაძე: ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული
„ყველა იმ პროცესმა, რომლის დროსაც რეგულაციები ირღვეოდა, ხელი შეუწყო ვირუსის გავრცელებას. სულ ერთია იქნებოდა ეს პოლიტიკური მიტინგი, ქელეხი, ქორწილი, იუბილე თუ სხვა ღონისძიება. რაც შეეხება შეზღუდვების შემოღებას, მოსახლეობას ჰქონდა დაკვეთა, რომ ერთი მხრივ შევამციროთ კოვიდშემთხვევების რაოდენობა, მეორე - გავაკეთოთ ეს ისე, რომ არ შემოვიღოთ შეზღუდვები. არც ერთი მხრიდან არ დავზარალდეთ, ეს შეუძლებელია... ეს ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა. ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული“,- განაცხადა ერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, სწორი იყო, როდესაც სახელმწიფომ არ შემოიღო მკაცრი შეზღუდვები, სანამ არჩევნები არ დამთავრდა.

21
დავით კენჭაძე

დავით კენჭაძე: მზეა? - რა მაგარია, რომ მზეა, ან წვიმს?- მერე რა, ძალიან კარგია, რომ წვიმს!

40
(განახლებულია 20:38 28.11.2020)
დავით კენჭაძე საუბრობს განწყობაზე, იმაზე, თუ რით უნდა შევიქმნათ და როგორ შევინარჩუნოთ ცხოვრებაში პოზიტიური განწყობა.
დავით კენჭაძე: მზეა? - რა მაგარია, რომ მზეა, ან წვიმს?- მერე რა, ძალიან კარგია, რომ წვიმს!
„ადამიანებს უყვართ სხვა ადამიანებზე საუბარი, ეს ერთგვარი ჰობია მათი. როცა სხვებს კრიტიკებენ, ეს მოსწონთ. მეორე მხრივ, ესაა საკუთარი პრობლემების გვერდზე გადადება და სხვებზე ფოსკუსირება. ამის გარდა, არის ბევრი კარგი რამ, რისი დანახვაც შეიძლება, მაგრამ  სამწუხაროდ, ეს არავისთვის არ არის საინტერესო, ხოლო ის ცუდი, რაც სხვას აქვს, უფრო იწვევს ინტერესს“, - ამბობს დავით კენაჭაძე.

კონსულტანტი და ქოუჩი დავით კენჭაძე აღნიშნავს: ადამიანები სიამოვნებით ერთვებიან იმ დისკუსიებში, სადაც სხვების განხილვა და გაკრიტიკება ხდება. ცხოვრებაში პოზიტივი უნდა დაინახო. მაინცდამაინც მაგარი რამ კი არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში რომ დაინახო, არის პატარა პატარა ამბები, რომელზეც შეიძლება ფოკუსირება. მნიშვნელოვანია, რომ ისინი დავინახოთ.

40
გიორგი სუხიტაშვილი

„შემოსავალი ბევრად ნაკლებია იმაზე, რასაც ბანკში ვიხდი“ - მომღერალმა შესაძლოა ბინა დაკარგოს

0
(განახლებულია 13:37 30.11.2020)
გიორგი სუხიტაშვილი მაყურებელმა კონკურსიდან „ჯეოსტარი“ გაიცნო, სადაც გიორგიმ გაიმარჯვა კიდეც. მას შემდეგ გიორგი არაერთ პროექტში მონაწილეობდა

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ავტომობილს ყიდის, რათა ბანკში ბინის გამო აღებული სესხი გადაფაროს. ამის შესახებ მომღერალმა „ფორტუნასთან“ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ მატერიალური პრობლემის წინაშე დგას და ბინის სესხის გადახდა უჭირს.

 

მომღერლის თქმით, მისი ბოლო კონცერტი წინა წლის 30 ნოემბერს გაიმართა და მისმდგომარეობაში ბევრი ხელოვანია, დღევანდელი თვიური ანაზღაურება კი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბანკში შესატანი თანხის ოდენობა. თითქმის ერთწლიანი წყვეტა მაქვს პროფესიული, თუკი არ ჩავთვლით წინა ახალ წელს პატარ-პატარა კონცერტებს.

34 წლის გიორგი სუხიტაშვილი მაყურებელმა კონკურსიდან „ჯეოსტარი“ გაიცნო, სადაც გიორგიმ გაიმარჯვა კიდეც. მას შემდეგ გიორგი არაერთ პროექტში მონაწილეობდა.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება