გიორგი მარგველაშვილი ნატოს სამიტზე

მარგველაშვილი: ამომრჩევლის ხმა უნდა დააფასო, კოვიდის დროს მოვიდა და მოგცა ხმა

96
(განახლებულია 18:59 03.11.2020)
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩევნებზე საუბრობს და ოპოზიციას მოუწოდებს, პატივი სცენ ამომრჩევლის ხმებს.
მარგველაშვილი: ამომრჩევლის ხმა უნდა დააფასო, კოვიდის დროს მოვიდა და მოგცა ხმა
„ყველა კონსტიტუციური მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული – როგორც სარჩელების შეტანა ცესკოში, სასამართლოში, ჩვენს პარტნიორებთან, ასევე პოლიტიკური ბრძოლა, პოლიტიკური განცხადებები. როდესაც იცი, რომ ამომრჩეველმა შენ მოგცა ხმა, ამოსავალი არის ერთი: შენ ამ ამომრჩევლის ხმა უნდა დააფასო და უნდა დაიცვა. და დღეს ორჯერ უფრო მეტად უნდა დაიცვა შენი ამომრჩევლის ხმა, იმიტომ რომ ის მოვიდა კოვიდის დროს და მოგცა ხმა. არ გაქვს უფლება, ეს ხმა გაყიდო“, – ამბობს მარგველაშვილი.

31 ოქტომბერს საქართველოში მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ოპოზიცია არ ეთანხმება არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომელთა თანახმად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა, და ამტკიცებს, რომ კენჭისყრის შედეგები გაყალბებულია.

 

96
სალომე ეპიტაშვილი

სალომე ეპიტაშვილი: დროებით იზღუდება მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლა

29
(განახლებულია 17:54 30.11.2020)
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სალომე ეპიტაშვილი საუბრობს დაწესებული შეზღუდვების გამო უწყებაში შეცვლილ წესებზე
სალომე ეპიტაშვილი: დროებით იზღუდება მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლა
„ახალი რეგულაციების თანახმად, მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას, გარდა იმ პირებისა, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის დღე ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. მათ საშუალება ეძლევათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით. ასევე, ის პირები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი აღდგენის მიზნით, გამოცდებზე დაიშვებიან ელექტრონული რიგის დაჯავშნის გარეშე“ - განაცხადა სალომე ეპიტაშვილმა.

სალომე ეპიტაშვილის განცხადებით, დროებით ჩერდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებიც.

29
თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე: ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული

33
(განახლებულია 16:35 30.11.2020)
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ COVID-19-სგან გამოჯანმრთელების შემდეგ პანდემიის გამო ქვეყანაში შემოღებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ისაუბრა.
თენგიზ ცერცვაძე: ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული
„ყველა იმ პროცესმა, რომლის დროსაც რეგულაციები ირღვეოდა, ხელი შეუწყო ვირუსის გავრცელებას. სულ ერთია იქნებოდა ეს პოლიტიკური მიტინგი, ქელეხი, ქორწილი, იუბილე თუ სხვა ღონისძიება. რაც შეეხება შეზღუდვების შემოღებას, მოსახლეობას ჰქონდა დაკვეთა, რომ, ერთი მხრივ, შევამციროთ კოვიდ-შემთხვევების რაოდენობა, მეორე – გავაკეთოთ ეს ისე, რომ არ შემოვიღოთ შეზღუდვები. არც ერთი მხრიდან არ დავზარალდეთ – ეს შეუძლებელია... ეს ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა. ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განმარტებით, სწორი იყო, როდესაც სახელმწიფომ არ შემოიღო მკაცრი შეზღუდვები, სანამ არჩევნები არ დამთავრდა.

33
რუსული ვაქცინა  Спутник V

ევროპაში განმარტეს, რა შემთხვევაში გამოიყენებენ COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას

0
ევროკომისიაში მიაჩნიათ, რომ ყველა ვაქცინა, რომელსაც ევროპის მოქალაქეებს სთავაზობენ, ევროპის წამლის სააგენტოს მიერ უნდა იყოს დამტკიცებული

თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უნგრეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, გამოიყენოს COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა, მთელ ევროკავშირზე არ გავრცელდება. იუწყება РИА Новости.

რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა დენის მანტუროვმა 13 ნოემბერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოსთან რუსული ვაქცინის უნგრეთში წარმოების საკითხი განიხილა. სიიარტომ 27 ნოემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში „სპუტნიკ  V“-ის მცირე პარტიების მიწოდება დეკემბერში დაიწყებოდა, უფრო მსხვილი პარტიებისა კი - იანვარში.

„ევროკომისიაში მიაჩნიათ, რომ ყველა ვაქცინა, რომელსაც ევროპის მოქალაქეებს სთავაზობენ, უმჯობესია ევროპის წამლის სააგენტოს მიერ იყოს დამტკიცებული. თუმცა სასწრაფო პროცედურის ფარგლებში, სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ვაქცინის გამოყენება და თავის მოქალაქეთა შორის მისი გავრცელება დაუშვას. მაგრამ ჩვენ ვაქცინის საკითხებში მაქსიმალური გამჭვირვალობის მომხრე ვართ“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

ევროკომისიაში განმარტეს, რომ სახელმწიფო თავადაა პასუხისმგებელი სასწრაფო წესით მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

„თუ ვაქცინის გამოყენება ნებადართულია უნგრეთის ხელისუფლების მიერ, მაშინ საუბარია მის გამოყენებაზე მხოლოდ უნგრეთის ტერიტორიაზე“, - დაასკვნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

ევროპის წამლის სააგენტომ (ЕМА) 26 ნოემბერს დაადასტურა კონტაქტები „სპუტნიკ  V“-ის მწარმოებელთან და აღნიშნა, რომ რთულია წინასწარ იმის გათვლა, რამდენ ხანში იქნება დამტკიცებული ასეთი პრეპარატები. ამავდროულად სააგენტოში განაცხადეს, რომ ევროკომისიაში აგროვებენ რესურსს ამ პროცესების დასაჩქარებლად და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესწავლისა და ნებართვის გაცემის ვადების შესამცირებლად.

ევროკომისიის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა ასევე, რომ სააგენტოს ჯერ არ მიუღია განაცხადი ევროპულ ბაზარზე რუსული ვაქცინის გაყიდვის ნებართვის მიღებაზე. მანასევე დასძინა, რომ  მონაცემებს აღნიშნულ პრეპარატზე ჯერ არც ევროკომისია არ ფლობს.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში