ხათუნა ზახაშვილი

ეპიდემიოლოგი: თუ ადამიანმა კორონავირუსი გადაიტანა, ის სხვისთვის სახიფათო აღარ არის

58
(განახლებულია 21:18 02.11.2020)
ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი საუბრობს, არის თუ არა ინფექციის გადამტანი ის ადამიანი, რომელმაც უკვე გადაიტანა კორონავირუსი.
ეპიდემიოლოგი: თუ ადამიანმა კორონავირუსი გადაიტანა, ის სხვისთვის სახიფათო აღარ არის
„მიჩნეულია, რომ ინფექციის გადატანის შემდეგ ადამიანის სასუნთქ სისტემაში ვირუსის რეპროდუქცია აღარ ხდება. შესაბამისად, ის გარშემო არ აფრქვევს ამ ვირუსს და სხვისთვის ვერ იქნება საფრთხე. ანუ თუ ადამიანმა კორონავირუსი გადაიტანა, ის სხვისთვის სახიფათო აღარ არის“, – ამბობს ხათუნა ზახაშვილი.

ეპიდემიოლოგის განცხადებით, ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის, შესაძლებელია თუ არა ვირუსგადატანილ ადამიანს კვლავ შეხვდეს კორონავირუსი. ამის შესახებ სანდო და დამტკიცებული კვლევები ჯერ კიდევ არ არსებობს.

58
სალომე ეპიტაშვილი

სალომე ეპიტაშვილი: დროებით იზღუდება მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლა

40
(განახლებულია 21:36 30.11.2020)
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სალომე ეპიტაშვილი დაწესებული შეზღუდვების გამო უწყებაში შეცვლილ წესებზე საუბრობს.
სალომე ეპიტაშვილი: დროებით იზღუდება მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლა
„ახალი რეგულაციების თანახმად, მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას, გარდა იმ პირებისა, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა თეორიული გამოცდის დღე ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. მათ საშუალება ეძლევათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით. ასევე ის პირები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი აღდგენის მიზნით გამოცდებზე დაიშვებიან ელექტრონული რიგის დაჯავშნის გარეშე“, – განაცხადა სალომე ეპიტაშვილმა.

სალომე ეპიტაშვილის განცხადებით, დროებით ჩერდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებიც.

40
თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე: ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული

38
(განახლებულია 16:35 30.11.2020)
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ COVID-19-სგან გამოჯანმრთელების შემდეგ პანდემიის გამო ქვეყანაში შემოღებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ისაუბრა.
თენგიზ ცერცვაძე: ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული
„ყველა იმ პროცესმა, რომლის დროსაც რეგულაციები ირღვეოდა, ხელი შეუწყო ვირუსის გავრცელებას. სულ ერთია იქნებოდა ეს პოლიტიკური მიტინგი, ქელეხი, ქორწილი, იუბილე თუ სხვა ღონისძიება. რაც შეეხება შეზღუდვების შემოღებას, მოსახლეობას ჰქონდა დაკვეთა, რომ, ერთი მხრივ, შევამციროთ კოვიდ-შემთხვევების რაოდენობა, მეორე – გავაკეთოთ ეს ისე, რომ არ შემოვიღოთ შეზღუდვები. არც ერთი მხრიდან არ დავზარალდეთ – ეს შეუძლებელია... ეს ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა. ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განმარტებით, სწორი იყო, როდესაც სახელმწიფომ არ შემოიღო მკაცრი შეზღუდვები, სანამ არჩევნები არ დამთავრდა.

38
კერძო ჰოსტელი

საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ალიანსი შეზღუდვების გადახედვას ითხოვს

0
(განახლებულია 09:04 01.12.2020)
სექტორის კომპანიები საბანკო კრედიტების გადავადებას ითხოვენ 2021 წლის ზაფხულამდე როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის, რომლებმაც პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ალიანსის წევრმა ორგანიზაციებმა პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას ამ სექტორის მუშაობასთან დაკავშირებული შეზღუდვების გადახედვის თხოვნით მიმართეს.

რას აცხადებენ საქართველოს ბიზნეს–ასოციაციაში ახალი ლოკდაუნის შესახებ>>

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლის ორთვიანი გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვით ამ პერიოდში ქვეყანაში რიგი შეზღუდვები იმოქმედებს. გეგმა 28 ნოემბერი – 31 იანვრის პერიოდს მოიცავს.

„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი მხარს უჭერს მთავრობის ყველა, დროულ და აუცილებელ ზომას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად და კერძო სექტორის მხარდასაჭერად. ამავე დროს, ალიანსის თითოეული წევრი გამოხატავს სრულ მზაობას, ჩაერთოს ყველა არსებული ადამიანური რესურსით საერთო გამოწვევის დაძლევაში და ერთად შევიმუშაოთ დამატებითი მექანიზმები სექტორის გადასარჩენად“, – ნათქვამია მიმართვაში.

ალიანსის წევრები ითხოვენ „წარიმართოს პრობლემებზე უფრო ღრმად ორიენტირებული და ეფექტური დიალოგი“ ბიზნეს–სექტორსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორის.

ასოციაციის წევრები თავის მიმართვაში ითხოვენ დროებითი აკრძალვის გაუქმებას სარესტორნო სექტორის მუშაობაზე, ზამთრის კურორტების მუშაობის აღდგენას ყველა რეგულაციის სავალდებულო დაცვით. ასევე პრემიერ–მინისტრისადმი წერილში არის თხოვნა, რომ გადავადდე საბანკო კრედიტები 2021 წლის ზაფხულამდე როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც ამ სფეროში იყვნენ დასაქმებული და პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს.

ასოციაციის წევრები პრემიერ–მინისტრს სთხოვენ სამუშაო ჯგუფის შესახებ, რომლის მუშაობაშიც ჩაერთვებიან სექტორის წარმომადგენლები ყველა რეკომენდაციის შესაბამისად.

მემორანდუმს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის შესახებ 2020 წლის 5 მაისს მოეწერა ხელი. მასში 27 ორგანიზაცია შევიდა. ალიანსი შეიქმნა კომუნიკაციისა და იმ გამოწვევების გადასალახავად, რომელთა წინაშე აღმოჩნდნენ ტურისტული სექტორის წარმომადგენლები კორონავირუსის პანდემიის გამო.

პრემიერ–მინისტრისადმი მიმართვას ხელს აწერს 27–ვე ორგანიზაცია, რომელთა შორის არიან საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, სასტუმროების და რესტორნების ფედერაცია, საქართველოს გიდების ასოციაცია, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს–ასოციაცია, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, საქართველოს სომელიეთა ასიციაცია, გუდაურის ტურიზმის ასოციაცია და სხვ.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში