ანრი ოხანაშვილი

ოხანაშვილი: თუ ეს გასცდა კანონის ფარგლებს, სახელმწიფოს მხრიდან იქნება ადეკვატური რეაგირება

65
(განახლებულია 17:31 02.11.2020)
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებზე საუბრობს.
ოხანაშვილი: თუ ეს გაცდა კანონის ფარგლებს, სახელმწიფოს მხრიდან იქნება ადექვატური რეაგირება
„ჩვენ ბევრად ადრე ვაანონსებდით, რომ ეს ადამიანები ემზადებოდნენ არა არჩევნების დღისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი სცენარებისთვის. ჩვენ პატივს ვცემთ ყველას გამოხატვის თავისუფლებას. კონსტიტუციურ ფარგლებში ეს არის ნებადართული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის განმარტებით, თუ ეს ყველაფერი გასცდება კანონის ფარგლებს, სახელმწიფოს მხრიდან იქნება ადეკვატური რეაგირება.

65
კახა კალაძე წითელი ჯვრის მოხალისეებთან ერთად

კალაძე: „საახალწლო სოფლისთვის“ გამოყოფილი თანხა შეჭირვებულ ოჯახებს მოხმარდება

52
(განახლებულია 21:52 02.12.2020)
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განმარტა, საით მიმართავს თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის განკუთვნილ თანხებს.
კალაძე: „საახალწლო სოფლისთვის“ გამოყოფილი თანხა შეჭირვებულ ოჯახებს მოხმარდება
„საახალწლო სოფლის გაკეთება ჩვენ დაახლოებით 700-800 ათასი ლარი გვიჯდებოდა. ეს თანხა მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში. ჩვენ დავეხმარებით იმ ოჯახებს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. წინასაახალწლო დღეებში მათ საკვები პროდუქტებით უზრუნველვყოფთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ახალი წლის დღეებში თბილისში „საახალწლო სოფელი“ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო არ იქნება, რათა არ მოხდეს ბევრი ადამიანის ერთად თავშეყრა და ამით არ შეეწყოს ხელი ვირუსის გავრცელებას.

52
ლევან სილაგავა

ლევან სილაგავა: ნამცხვრები, ხაჭაპური და თონის პური შეიძლება გაძვირდეს

29
(განახლებულია 20:44 02.12.2020)
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ლევან სილაგავამ  განმარტა, როგორ იმუშავებს სახელმწიფოს მიერ ფქვილის სუბსიდირების სქემა.
ლევან სილაგავა: ნამცხვრები ხაჭაპური და თონის პური შესაძლოა გაძვირდეს
„დღეს პირველი ხარისხის ფქვილის ფასი დაახლოებით 62-63 ლარია, 63 ლარს რომ 10 ლარის სუბსიდიას გამოაკლებ, 53 ლარია. ამ ფიქსირებულ ფასში წისქვილკომბინატები პროდუქციას იმ პურის ქარხნებს მიაწვდიან, რომლების სიასაც პურის მრეწველთა კავშირი წარმოადგენს. ხოლო სხვა შემთხვევაში ბაზარზე ყველა სახის ფქვილი თავისუფალ ფასში იქნება  წარმოდგენილი“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.

საქართველო წელიწადში 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ლევან სილაგავას თქმით, ფქვილზე ფასის ზრდის მიზეზი მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასის ზრდაა, რომელსაც ბოლო დროს დოლარის მიმართ ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურებაც ემატება. თუ იმპორტიორმა ჯერ კიდევ ზაფხულში რუსეთიდან შემოტანილ ტონა ხორბალში 200 დოლარი გადაიხადა, ახლა მას უკვე იგივე რაოდენობა 25%-ით მეტი უჯდება.

29
ნოე სულაბერიძე და ნინი ბადურაშვილი

„მაგას ნინი ბადურაშვილიც ვერ შვება 40 წლის ასაკში“ - ნოე სულაბერიძის მოულოდნელი განცხადება

0
(განახლებულია 14:30 03.12.2020)
პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ სოციალურ ქსელში უცნაური განცხადება გააკეთა. ნახეთ რას ვერ აკეთებს მისი აზრით ნინი ბადურაშვილი

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე საჯაროდ ხშირად ეხუმრება კოლეგას, „პრაიმშოუს“ წამყვანსა და მომღერალს ნინი ბადურაშვილს. ამჯერად ნოემ სოციალურ ქსელში „ინსტაგრამის“ „ფოლოუერს“ კითხვაზე, როგორ დაამარცხოს 19 წლის ასაკში უნდობლობა, ასე უპასუხა: „მაგას ნინი ბადურაშვილიც ვერ სვება 40 წლის ასაკში“. უცნობია, რა რეაქცია ჰქონდა ამაზე თავად ნინის, რადგან მან აღნიშნული კომენტარი დააიგნორა.

რამდენიმე თვის წინ „პრაიმ შოუს“ გამორჩეული სახეები სოციალურ ქსელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ნინი ბადურაშვილმა ცნობილი პროდიუსერის „სთორი“ დაიწუნა და საპასუხო პოსტი გამოაქვეყნა. საქმე ისაა, რომ ნოე სულაბერიძემ საკუთარ გვერდზე გამოკითხვა ჩაატარა. „საღამო მშვიდობისა, გისმენთ...“ დაწერა ნოემ Instagram-ზე. შეკითხვების ფუნქციის გამოყენებით პროდიუსერს უამრავი თაყვანისმცემელი გამოეხმაურა. მათ შორის ერთ-ერთმა დაწერა, რომ საკუთარი ხელით მოყვანილი ბოლოკი პირველად მიირთვა.

ტელეწამყვანმა ნინი ბადურაშვილი მონიშნა და დაწერა: „დღეს ნინი ბადურაშვილმაც ბოლოკის დესერტი მოამზადა“. ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთმა გამოჩენილმა მომღერალმა კოლეგის ხუმრობას წარუმატებელი უწოდა. „რა წარუმატებელი ხუმრობა იყო“, - დაწერა ნინიმ.

პროდუსერი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილთან გადაღებულ ფოტოებს ხშირად  აქვეყნებდა. მათი რომანის შესახებ დიდი ხნის მანძილზე საუბრობდნენ.

My Number One - წერდა ნოე ნინისთან გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხმები მათი რომანის შესახებ 2018 წლის ზაფხულში გავრცელდა. თუმცა „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობმა მარიშკა ჯავახაძემ გავრცელებული ხმები გაფანტა, როცა ქართულ ჟურნალ OK-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნოე სულაბერიძესთან რომანი ჰქონდა, რომელიც 2018 წლის აგვისტოში დასრულდა.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება