მარი მალაზონია

მალაზონია: კეტოგენური დიეტის დროს დაახლოებით 70%-მდე ცხიმი უნდა ჩავრთოთ დღიურ მოხმარებაში

113
(განახლებულია 20:14 28.10.2020)
ექიმ-ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია კეტოგენური დიეტის შესახებ საუბრობს.
მალაზონია: კეტოგენური დიეტის დროს სადღაც 70 %-მდე ცხიმი უნდა ჩავრთოთ დღიურ მოხმარებაში
„ჯერ კიდევ 10 წლის წინ ვსაუბრობდი ჩემს გადაცემაში კეტოგენური დიეტის არსებობის და მისი პოტენციური შესაძლებლობების შესახებ. გადის დრო და სულ უფრო მეტი ცნობა ჩნდება. კეტოგენური დიეტა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ სადღაც 70%-მდე ცხიმი უნდა ჩავრთოთ დღიურ მოხმარებაში, 20%-მდე ცილა და მხოლოდ 10% ნახშირწყლები. ეს არის ერთ-ერთი სერიოზული კვების მოდელი თავისი ბიოქომიური სტრესებით“, – ამბობს მარი მალაზონია.

სპეციალისტის ინფორმაციით, ამ დიეტის დაცვა თვითნებურად არ შეიძლება. დიეტის დროს პაციენტს მეთვალყურეობა ექიმმა უნდა გაუწიოს.

113
პარლამენტის დეპუტატი რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი: გიორგი გახარია გუბაზ სანიკიძის გზას დაადგა

15
(განახლებულია 15:35 24.06.2021)
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ვაშინგტონში გიორგი გახარიასა და ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

 

იონათამიშვილი

„სამწუხაროდ,  გიორგი გახარია გუბაზ სანიკიძის გზას დაადგა და ეს გზა საბოლოო ჯამში როგორ მთავრდება კარგად  ვიცით. ვფიქრობ, გახარიამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა საკუთარი თანაგუნდელებიც, რომლებიც ცდილობდნენ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

თავის მხრივ, პარტია „ერთიან ნაციონალური მოძრაობაში“ განმარტავენ,  რომ ექს-პრემიერისა და ყოფილი პრეზიდენტის შეხვედრა შესაძლებელია უბრალო დამთხვევა ან სპეკულაცია ყოფილიყო.

15
მიკროფონი

კახა სიხარულიძე: იუნესკოს ექსპერტები გელათს დიაგნოზს დაუსვამენ

10
(განახლებულია 20:47 23.06.2021)
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის კახა სიხარულიძის განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში რესტავრაციასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯები უცხოელი ექსპერტების დასკვნების საფუძველზე გადაიდგმება.
სიხარულიძე
„საქართველოში იმყოფებიან კედლის მხატვრობის ექსპერტები და არქიტექტორ-რესტავრატორები, ისინი დასვამენ დიაგნოზს, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა, შემდეგ დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში, გაწეული საქმიანობის საფუძველზე მომზადდება ანალიზი და ამის შემდეგ უკვე მივიღებთ რეკომენდაციებს, თუ რა ნაბიჯები გადავდგათ პრობლემის მოსაგვარებლად“, – განაცხადა კახა სიხარულიძემ „პირველი არხის“ ეთერში.

იუნესკოს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში ივნისის ბოლომდე დარჩება.

10
ღვინო

ლონდონში ქართულმა ღვინომ ბრიტანელი ექსპერტების საუკეთესო შეფასება მიიღო

0
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო, რომელიც დიდი ბრიტანეთის ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის Swirl Wine Group ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა დაესწრო.

სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის ადგილობრივმა იმპორტიორებმა დეგუსტაციაზე 50-ზე მეტი ქართული ღვინის სხვადასხვა ბრენდი წარმოადგინეს, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია დიდი ბრიტანეთის ბაზარზე.

„წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინოები, რომლებიც ამ ეტაპზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ცდილობენ ქართული ღვინის სტრატეგიულ, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქართული ღვინის დეგუსტაცია  ლონდონის პრესტიჟულ რესტორან Trivet-ში ჩატარდა, რომლის ღვინის მენიუც შედგენილია ღვინის განსაკუთრებულ ისტორიაზე დაფუძნებით. ამ აღიარებულ რესტორანში საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, შესაბამისი ადგილი უკავია მსოფლიოს სხვა საუკეთესო ღვინოებს შორის.

0