თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი: ოპოზიცია არჩევნების დღეს ცრუ ინფორმაციების შექმნას შეეცდება

33
(განახლებულია 19:17 27.10.2020)
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე რეგისტრირებული 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 ან პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, ან მათთან აფილირებულია, განაცხადა „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე.
თეა წულუკიანი: ოპოზიცია არჩევნების დღეს ცრუ ინფორმაციების შექმნას შეეცდება
„არსებობს გარკვეული სქემა, რომლის თანახმად, ოპოზიციური სპექტრი და მათი ზოგიერთი ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან, რომ შექმნან ცრუ ინფორმაციები არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში იმასთან დაკავშირებით, თითქოს იყო საარჩევნო დარღვევები და სხვადასხვა ინსტიტუტებმა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას ვერ გაართვეს თავი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანმა, რომელიც მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია, ამომრჩეველს შეახსენა რამდენიმე დღის წინ „ეუთო/ოდირის“ მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიში, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ „საქართველოში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ პარტიებთან არის აფილირებული".

 

33
კახა კალაძე

კალაძე: კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრების უკანონოდ მითვისება

28
(განახლებულია 19:32 25.11.2020)
თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს ლევან ჯღარკავას დაავალა დედაქალაქში უკანონოდ მითვისებულ მიწის ნაკვეთებზე აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი დროულად განახორცილონ.
კალაძე: კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრების უკანონოდ მითვისება
„ვიცი, რომ რამდენიმე კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გაფრთხილება გაქვთ მოსახლეობისთვის მიცემული, რომ იმ პატარა შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, რომელსაც ისინი აშენებენ, თავადვე განახორციელონ. თუ ეს ვერ მოხდება, შეგიძლიათ მიხვიდეთ და ამ ყველაფერს დემონტაჟი თქვენვე გაუკეთოთ. კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრების უკანონოდ მითვისება. ეს არც ჩემია, არც თქვენი, ეს სახელმწიფოს საკუთრებაა და არავის უნდა მივცეთ იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი მიიტაცოს“, – განაცხადა მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კალაძის თქმით, ძალიან ბევრი შემთხვევაა უკვე, როცა მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების უკანონოდ დატაცების ფაქტები ხდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია და ამას მუნიციპალიტეტის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვება.

 

28
ლევან რატიანი

ლევან რატიანმა განმარტა, რა მოხდება, თუ ჯანდაცვის პოლიტიკა არ შეიცვალა

46
(განახლებულია 18:40 25.11.2020)
რადგან ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი და ლეტალობის ინდექსი  პროგრესულად იზრდება, ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო სტრატეგია უნდა შეიცვალოს, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ლევან რატიანმა განმარტა, რა მოხდება, თუ ჯანდაცვის პოლიტიკა არ შეიცვალა
„თუ ადამიანებმა არ შეიცვალეს ფსიქოლოგიური განწყობა და ისეთივე კონსერვატორიული მიდგომა არ აირჩია სახელმწიფომ, როგორც ამას ვაკეთებდით წინა პერიოდში, ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა აუცილებლად ძალიან მალე ჩამოინგრევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მკურნალობა წავა არჩევითად. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ საავადმყოფოში მკურნალობა, მათ ამ სერვისს სამედიცინი დაწესებულებები ვერ გაუწევენ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 115 ათასს მიაღწია. კორონავირუსის დიაგნოზით ჯამში გარდაიცვალა 1.085 ადამიანი, ამ დროისათვის კოვიდ–კლინიკებში მოთავსებულია 6.145 ადამიანი.

46
სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილმა გაეროს უამბო, რა კეთდება საქართველოში ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით

0
ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ოჯახში ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გაეროს ოფიციალურ ონლაინ-ღონისძიებაზე.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ თარიღს 1981 წლიდან აღნიშნავენ. ამ დღეს 1960 წელს დომინიკას რესპუბლიკის ლიდერის, რაფაელ ტრუხილიოს ბრძანებით სასტიკად მოკლეს სამი და მირაბალები, რომლებიც რესპუბლიკის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ. 1999 წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

„ოჯახში ძალადობის პრევენცია და რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მიუხედავად COVID-19-ს მდგომაროებისა, არანაირი შეფერხება არ არის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სერვისების მიწოდებაში (თავშესაფრები, კრიზისის ცენტრები, ცხელი ხაზები); სახელმწიფომ ძლიერი მესიჯი გაუგზავნა ქალებსა და გოგონებს, რათა ძალადობის შემთხვევაში მათ მოიძიონ დახმარება და დაუკავშირდნენ სამართალდამცავებსა და სხვა მხარდამჭერ ორგანიზაციებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ოჯახურ ტირანებზე ელექტრონული მეთვალყურეობაზე, რომელიც საქართველოში წელს შემოიღეს.

„შემაკავებელ ორდერთან ერთად, ეს მექანიზმი დამნაშავის რეალურ დროში მონიტორინგისა და მსხვერპლთან, მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან თუ სხვა სივრცეებში მიახლოების აკრძალვის საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში ზურაბიშვილმა გამოხატა მადლიერება გენერალური მდივნის მიმართ განსაკუთრებული მოწოდებისთვის – „მშვიდობა შინ“ და აღნიშნა, რომ ამ საკითხში ყველა ქვეყნის თანამშრომლობა პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა.

ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის. 2020 წლის ცხრა თვეში საქართველოში ოჯახური ძალადობის 4 138 შემთხვევა მოხდა. ძალადობის მსხვერპლთა ძირითადი ნაწილია 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალებია. წლის დაწყებიდან ოჯახში ძალადობას 19 ქალი ემსხვერპლა.

0
თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში