მიკროფონი

მიქელაძე: კოვიდ-ინფიცირებული პაციენტები არჩევნებში ხმის მიცემას შეძლებენ

71
(განახლებულია 21:10 19.10.2020)
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ჯგუფზე ისაუბრა.
მიქელაძე: კოვიდინფიცირებულ პაციენტებს არჩევნებში ხმის მიცემა შეეძლებათ
„საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფს შესაბამის მომსახურებას სთავაზობს 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით… სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებსა და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებთან საარჩევნო ყუთის მიტანას“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

ანა მიქელაძის განმარტებით, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, ექნებათ შესაძლებლობა საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურების მოთხოვნით.

71
ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

ნანა ჩაჩუა: ყველაფერი რაც სამყაროს აქვს, ადამიანში დაუბადებელი ცონდის სახითაა

70
(განახლებულია 20:19 28.11.2020)
ნანა ჩაჩუა სიზმრის რაობაზე საუბრობს, ახსენებს ე.წ. ლუციდურ სიზმრებს, რომლის მართვაც ადამიანს შეუძლია.
ნანა ჩაჩუა: ყველაფერი რაც სამყაროს აქვს, ადამიანში დაუბადებელი ცონდის სახითაა
„სიზმარი არის ყოველდღიური შთაბეჭდილებები და განცდები. როგორც სამყაროა უწყვეტი, ასევეა ფსიქიკაც. ჩვენ ყველაფერი ფრაგმენტებად გვეძლევა ცნობიერებაში. ასე მოხდა მაშინ როდესაც მენდელეევი პერიოდული სისტემის საქმეებში იყო ჩართული. აქ ყველაფერი დალაგებულია სამყაროს კანონზომიერების მიხედვით და მენდელეევმა სიზმარში იმიტომ ნახა, რომ ამაში იყო მთლიანად ჩართული“, - ამბობს ნანა ჩაჩუა.

ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას აზრით: „ადამიანი მთელი სამყაროა. ყველაფერი რაც შეცნობილი გვაქვს თუ რაც ჯერ არ გვაქვს, სანამდეც ჩვენი შემეცნებითი უნარები ჯერ ვერ მივიდა - ეს ყველაფერი ჩვენშია. ბავშვი თამაშის დროს ყველა იმ სტადიას გაივლის რაც კაცობრიობამ თავისი განვითარების გზაზე უკვე გაიარა. ჩვენ სულ ასე ვმეორდებით, ამიტომ ერთი ადამიანი ამ ყველაფრის მატარებელია თავის თავში.“

 

70
მიკროფონი

გოფოძე: ისინი, ვისაც კოვიდის არსებობა არ სჯერა, ერთხელ მოვიდნენ და ნახონ მძიმე პაციენტები

54
(განახლებულია 20:54 27.11.2020)
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე საუბრობს იმ მიზეზებზე, რამაც კორონავირუსით ინფიცირების საგანგაშო მაჩვენებელი გამოიწვია.
გოფოძე: ისინი, ვისაც კოვიდის არსებობა არ სჯერათ, ერთხელ მოვიდნენ და ნახონ მძიმე პაციენტები
„პრობლემა კომპლექსურია. ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს ამ ვითარებაში. საზოგადოების თვითშეგნებას ამ დაავადების მართვაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებობენ ადამიანები, ვისაც დღესაც არ სჯერა კორონავირუსის არსებობა, არ იცავს წესებს. ამ ადამიანებისთვის არის რეკომენდაცია, რომ იქნებ კლინიკაში ერთხელ მოვიდნენ და ნახონ ინფიცირებული მძიმე პაციენტები, მაშინ დარწმუნდებიან, რომ ეს საკმაოდ საშიში დაავადებაა“, – ამბობს ლევან გოფოძე.

კლინიკის დირექტორის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ აიღებს ყველა – სახელმწიფო, საზოგადოება და თითოეული მოქალაქე, ამ ჯაჭვის გაწყვეტა ძალიან რთული იქნება.

54
მდგომარეობა მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რეკორდი დაფიქსირდა

0
კორონავირუსის მეორე ტალღამ ქვეყნებს გაცილებით დიდი ძალით გადაუარა, ვიდრე პირველმა, და ინფიცირებულთა რაოდენობა გამუდმებით იზრდება

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 24 საათში 747 082-ით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე მოყვანილ მონაცემებში.

ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა 13 296 ადამიანი, რაც ასევე რეკორდული რიცხვია.

COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (405 ათასზე მეტი) და ევროპაში (236 ათასზე მეტი).

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 61,2 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსის აფეთქებას პანდემია უწოდა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში