ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძე: პირველი კოცნა ისევე კარგია, როგორც მეორე, მესამე და საერთოდ კოცნა

84
(განახლებულია 22:05 16.10.2020)
ნათია ფანჯიკიძე საუბრობს საკუთარ თავზე და სხვადასხვა საკითხების მიმართ თავის, პიროვნულ დამოკიდებულებაზე.
ნათია ფანჯიკიძე: პირველი კოცნა ისევე კარგია, როგორც მეორე, მესამე და საერთოდ კოცნა
„ჩემი კუმირები ისეთი მეცნიერები არიან, რომლებსაც შეუძლიათ, რომ ცხოვრება უკეთესი გახადონ. სპორტს არ მივსდევ, მაგრამ უდიდეს პატივს ვცემ, ესაა აგრესიაგადატანილი თამაში, ქცეული მხიარულ ასპარეზობად, თავისი წესებითა და მორალური კრიტერიუმებით.“- ამბპბს ნათია ფანჯიკიძე სატელევიზიო გადაცემაში.

ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის აზრით: „ ცხოვრებაში არ შეიძლება, რომ სინანული გქონდეს საკუთარ შეცდომებზე და მარცხზე, რადგან ისინი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პიროვნების ფორმირების საქმეში. რაღაცეების ახსნა ყოველთვის ძნელია, შეგრძნება და გამოხატვა უფრო იოლია ხოლმე.“

84
ყარაჯაანთ ეკლესია სოფელ გავაზში

საეკლესიო კალენდარი: 29 ოქტომბერი

57
(განახლებულია 19:33 28.10.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 ოქტომბერს ღირსი ზენონ იყალთოელის და მოწამე ლონგინოზ ასისთავისა ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

ღირსი ზენონ იყალთოელი

ზენონ იყალთოელი, ერთ-ერთი ასურელი მამა იყო ,  რომელიც VI საუკუნის შუა წლებში ჩამოვიდა ქ. ანტიოქიიდან საქართველოში თავის მასწავლებელ იოანე ზედაზნელთან ერთად.

ზენონ იყალთოელი ცხოვრობდა ჯერ ზედაზნის, შემდეგ კი თავისსავე დაარსებულ იყალთოს მონასტერში.

დასაფლავებულია იქვე. ზენონ იყალთოელის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო კახეთში ქრისტიანული ეკლესიის განმტკიცებას. მისი ცხოვრების აღმწერელი თხზულება შემონახული არ არის.

მოწამე ლონგინოზ ასისთავი

წმინდა ლონგინოზ ასისთავი წარმოშობით კაპადოკიიდან, დაბა არდალესიდან გახლდათ. პროკურატორ პილატე პონტოელის დროს იგი იუდეაში მსახურობდა რომაულ ჯარში. ლონგინოზი იყო უმცროსი ოფიცერი, ცენტურიონი. მისი ასეული იდგა გოლგოთის დასაცავად მაცხოვრის ჯვარცმის დროს. თავად ლონგინოზი, როგორც რაზმის მეთაური, მოქმედების ცენტრში იყო, ჯვარცმას ესწრებოდა. ლონგინოზმა და მისმა ჯარისკაცებმა იხილეს მაცხოვრის ჯვარცმა და წამება. გადმოცემის მიხედვით, ლონგინოზია სწორედ ის ჯარისკაცი, რომელმაც ხელშუბი (შუბი) უგმირა იესუს. 

ლონგინოზ ასისთავს თვალები სტკიოდა, მაცხოვრის მკერდიდან გადმოსულმა სისხლმა და წყალმა მისი სნეულება განკურნა.
წმინდა ლონგინოზმა და მისმა ჯარისკაცებმა იხილეს მაცხოვრის გარდაცვალების შემდეგ აღსრულებული სასწაულები, როცა იძრა მიწა და გასკდა კლდეები. ლონგინოზი დარწმუნდა, რომ ჯვარცმული მართლაც ღმერთი იყო.
შემდეგ ლონგინოზი და მისი რაზმი უფლის საფლავს იცავდნენ. ისინი მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის მოწმეებად იქცნენ. იუდეველებმა ვერ შეძლეს ლონგინოზისა და მისი ორი ჯარისკაცის მოსყიდვა, სხვები კი მოისყიდეს და ათქმევინეს, ქრისტეს ცხედარი მისმა მოწაფეებმა მოიპარესო.
ლონგინოზი და მისი ორი ჯარისკაცი ქრისტეს მოწაფეთა მიერ მოინათლნენ. მათ მიატოვეს სამხედრო სამსახური და სახარების ქადაგება დაიწყეს. წმინდა ლონგინოზი მეგობრებთან ერთად თავის მშობლიურ კაპადოკიაში გაემგზავრა. მათ უამრავი ადამიანი აზიარეს ჭეშმარიტებას.
იუდეველების რჩევით პილატემ დამსჯელი რაზმი გაგზავნა წმინდა ლონგინოზისა და მისი მეგობრების დასახოცად. წმინდა ლონგინოზი და მისი მეგობრები არც ცდილან წინააღმდეგობა გაეწიათ, ან დამალულიყვნენ. პილატეს წარგზავნილებს არ უნდოდათ მათი სიკვდილი, სურდათ გაეთავისუფლებინათ ლონგინოზი და მისი მეგობრები, მაგრამ ქრისტესთვის სიკვდილი წმინდანთათვის სასურველი იყო. მათ სთხოვეს სამხედროებს შეესრულებინათ ბრძანება...
წმინდა ლონგინოზისა და მისი ორი მეგობრის სხეულები კაპადოკიაში დაკრძალეს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრფნობით

57
მარი მალაზონია

მალაზონია: კეტოგენური დიეტის დროს დაახლოებით 70%-მდე ცხიმი უნდა ჩავრთოთ დღიურ მოხმარებაში

52
(განახლებულია 20:14 28.10.2020)
ექიმ-ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია კეტოგენური დიეტის შესახებ საუბრობს.
მალაზონია: კეტოგენური დიეტის დროს სადღაც 70 %-მდე ცხიმი უნდა ჩავრთოთ დღიურ მოხმარებაში
„ჯერ კიდევ 10 წლის წინ ვსაუბრობდი ჩემს გადაცემაში კეტოგენური დიეტის არსებობის და მისი პოტენციური შესაძლებლობების შესახებ. გადის დრო და სულ უფრო მეტი ცნობა ჩნდება. კეტოგენური დიეტა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ სადღაც 70%-მდე ცხიმი უნდა ჩავრთოთ დღიურ მოხმარებაში, 20%-მდე ცილა და მხოლოდ 10% ნახშირწყლები. ეს არის ერთ-ერთი სერიოზული კვების მოდელი თავისი ბიოქომიური სტრესებით“, – ამბობს მარი მალაზონია.

სპეციალისტის ინფორმაციით, ამ დიეტის დაცვა თვითნებურად არ შეიძლება. დიეტის დროს პაციენტს მეთვალყურეობა ექიმმა უნდა გაუწიოს.

52
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 29 ოქტომბერს

0
(განახლებულია 09:04 29.10.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0103 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2345 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0103 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 29 ოქტომბერს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს