ლელა წურწუმია

ლელა წურწუმია: „მამულიჩას ჯერ მე შევუყვარდი და მერე“..

67
(განახლებულია 21:56 16.10.2020)
ლელა წურწუმია საკუთარ თავზე ყვება, იხსენებს მისი ცხოვრების ფრაგმენტებს და შვილსა და მეუღლესთან დამოკიდებულებაზე ყვება.
ლელა წურწუმია: „მამულიჩას ჯერ მე შევუყვარდი და მერე“..
„როგორც კი მერყეობ და როგორც კი გაქვს კითხვები შენს თავთან ეს ძალიან ცუდია. მე ვარ ადამიანი, რომელიც ითხოვს, რომ ყველაფერი იყოს დაზუსტებული, მე ყველაფერი უნდა ვიცოდე.“- ამბობს ლელა წურწუმია სატელევიზიო გადაცემაში.

მომღერალი ლელა წურწუმია ამბობს: „სულ მინდა, რომ ვიყო მოვლენების ეპიცენტრში, უნდა ვიცოდე რა ხდება. ეს მეხმარება იმაში, რომ ლავირება მოვახდინო და ყველაფერი კარგად გავაკეთო. მე მახსოვს, 2011 წელს, როცა ფილარმონიის ორკესტრთან ერთად გაიმართა ჩემი კონცერტი, წყალიც არ დავლიე, რადგან ეს შეიძლება ეთერში ჭუჭყი ყოფილიყო.“

67
ზურაბ მხეიძე

მხეიძე: ბავშვისთვის ფილმი კარგია, მაგრამ მას შეზღუდვა აქვს, წიგნი კი ფანტაზიას ავითარებს

37
(განახლებულია 09:50 25.10.2020)
ზურაბ მხეიძე საუბრობს ადრეული ასაკიდან ბავშვის აღზრდისა და აზროვნების ჩამოყალიბებისთვის გარე სამყაროსთან ცოცხალი ურთიერთობების მნიშვნელობაზე.
ზურაბ მხეიძე: „ბავშვისთვის ფილმი კარგია, მაგრამ მას შეზღუდვა აქვს, წიგნი კი ფანტაზიას ავითარებს“
„დღეს ძალიან მოდაშია სიტყვა აუტისტური  ბავშვი. ამბობენ, რომ ჩემს ბავშვს აუტიზმი აქვს, აუტისტური სპექტრი და ა. შ. პირველი, რაც მინდა ვთქვა, რომ ასეთი ტიპის განვითარების სტადიას ყველა ბავშვი ავტომატურ რეჟიმში გადის. ანუ როცა ის თავის თავს ეთამაშება, ელაპარაკება და გარე სამყაროსთან ნაკლები კონტაქტი აქვს, ეს ბუნებრივია და ამაში საპანიკო არაფერია“, - ამბობს ზურაბ მხეიძე.

ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე აღნიშნავს: „ექვსი თვის ბავშვს ხელში აძლევენ მობილურს და სადღაც, ერთი წლის ასაკში ის უკვე იწყებს მისით სარგებლობას: შედის იუთუბიზე, რაღაცეებს ნახულობს. მშობლებისა და ძიძებისთვის ეს მოსახერხებელია- ოღონდ თავი დაგვანებოს და ითამაშოს. ის ჩვევები, რაც მას სჭირდება, რომ გამოიმუშაოს ურთიერთობებისაგან და შეიმეცნოს გარესამყარო, ჩვენ მიმართული გვაქვს რაღაც ტექნიკურ მოწყობილიბებზე. შესაბამისად ხელს ვუწყობთ, რომ ის გარეთა, ცოცხალი ურთიერთობებით ნაკლებად დაინტერესდეს. როცა ბავშვი რაღაცას სწავლობს მას არა ცოდნითი კომპონენტი, არამედ ქცევითი მოდელი ესაჭიროება.“

 

37
დავით ტურაშვილი

დათო ტურაშვილი: ჩვენთან მოშიმშილეები ორი დღე შიმშლობდნენ, მერე წავიდოდა ქაბაბი და ჩალაღაჯი

58
(განახლებულია 10:15 24.10.2020)
დათო ტურაშვილი ვილნიუსში მომხდარ ამბავს იხსენებს, როდესაც იქაურ სტუდენტებთან აზრების გასაცვლელად ჩავიდა და ერთ კარავში მოულოდნელად ზურაბ ჟვანიას გადააწყდა.
დათო ტურაშვილი: ჩვენთან მოშიმშილეები ორი დღე შიმშლობდნენ, მერე წავიდოდა ქაბაბი და ჩალაღაჯი
„რადგან წინასაარჩევნო პერიოდია, ერთ წინაასაარჩევნო ამბავს მოვყვები. სტუდენტობის დროს აქ რომ იყო დიდი მოძრაობა, ლიტვაშიც იყო და დაგვპატიჟეს იქაურმა სტუდენტებმა და წავედით აზრების გასაცვლელად. წავედით მიტნგზე, საღამოობით ბარებში დავყავდით. ერთი დღე იყო ვილნიუსის მოედანზე დაგვათვალიერებინეს. აქ მთავარი პროცესები ხდებოდა“,- იხსენებს დათო ტურაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

მწერალი დათო ტურაშვილი: იმ დროს ამ მოედანზე შიმშილობდა ერთი ლიტველი პატრიოტი კაცი, რომელიც დამოუკიდებლობას ითხოვდა. ოღონდ ჩვენგან განსხვავებით ის მართლა შიმშილობდა. აქ პერმანენტულ შიმშილს ეძახდნენ, ორ დღეს ერთი შიმშილობდა, მერე მეორე ცვლიდა. ის კაცი მართლა შიმშილობდა, როცა ვნახეთ, 59-ე დღე იყო, კაცი, ფაქტობრივად მართლა წირავდა თავს. მე მინდოდა ნამდვილი მოშიმშილე მენახა და მის მნახველთა რიგში ჩავდექი.

58
არჩევნები

31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვა დღეს დასრულდება

0
(განახლებულია 11:37 26.10.2020)
ბიულეტენების ბეჭდვა უსაფრთხოების ნორმების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. პროცესს ადგილობრივი ორგანიზაციების 16 დამკვირვებელი აკვირდება.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისის შვიდ სტამბაში საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა ორშაბათს დასრულდება. 

ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს, რომელიც სამი დღეა გრძელდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან. არჩევნებისთვის სულ 7 102 600 ბიულეტენი დაიბეჭდება.

საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო, საკრებულოების შუალედური, მერების რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 032 ადამიანია რეგისტრირებული.

3 160,9 ათასი ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის (პარტიული სიები და ბლოკები), 3 097,8 ათასი კი მაჟორიტარულისთვის, 584 ათასი აჭარის უმაღლესი საბჭოს, 40,1 ათასი საკრებულოს შუალედური, 219,8 ათასი კი მერების არჩევნებისთვის.

საარჩევნო ბიულეტენები თანმიმდევრობით დაინომრება და 50-50 ცალად აიკინძება ბლოკნოტების სახით.

ბიულეტენები 3 725 საარჩევნო უბანზე განაწილდება. აღსანიშნავია, რომ ბიულეტენები ასევე იბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე: აქედან ქართულ-აზერბაიჯანული ბიულეტენები მიეწოდება 213 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხური - 135 საარჩევნო უბანს. საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენ ბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის. 

ამასთან, თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების 39 საარჩევნო უბანზე, მოქალაქეები მიიღებენ 3 ბიულეტენს: პროპორციული, მაჟორიტარული არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (საკრებულო) არჩევნებისთვის.
კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 255 საარჩევნო უბანზე, სადაც მერების არჩევნები იმართება, ამომრჩეველი სამი სახის ბიულეტენს მიიღებს.

რაც შეეხება აჭარას, სადაც საპარლამენტო არჩევნების პარალელურად აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება, ამომრჩეველი ოთხი სახის ბიულეტენს მიიღებს.

ბიულეტენების ბეჭდვა უსაფრთხოების ნორმების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. პროცესს ადგილობრივი ორგანიზაციების 16 დამკვირვებელი აკვირდება.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020