მიკროფონი

ენდელაძე: კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევიდან 342 აჭარაში, 277 კი თბილისში გამოვლინდა

37
(განახლებულია 17:37 16.10.2020)
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე საუბრობს.
ენდელაძე: კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევიდან 342 აჭარაში, 277 კი თბილისში გამოვლინდა
„დღეისათვის ყველაზე მეტი შემთხვევა – 342 ისევ აჭარაშია. თბილისში ახალი შემთხვევების რაოდენობა დღეს ცოტათი შემცირდა და 277 შეადგინა. იმერეთში დაფიქსირდა 198 შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 22, გურიაში – 11, შიდა ქართლში – 12, ქვემო ქართლში – 3, მცხეთა-მთიანეთში – 10, კახეთში – 7, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძის განმარტებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოში იმყოფება 62 კოვიდ-ინფიცირებული და მათი უმეტესობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.

37
ნათია თურნავა

ნათია თურნავა: ჩვენ შეზღუდვები დავაწესეთ, როდესაც საჭირო იყო

30
(განახლებულია 20:28 27.10.2020)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, თუ რატომ არ აწესებს საქართველოს მთავრობა  შეზღუდვებს COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი ზრდის მიუხედავად.
ნათია თურნავა: ჩვენ შეზღუდვები დავაწესეთ, როდესაც საჭირო იყო
„ჩვენ დავაწესეთ შეზღუდვები აბსოლუტურად სწორ დროს, ეს იყო პანდემიის დასაწყისი, როდესაც არც არავინ საქართველოში და მსოფლიოში არ ვიცოდით სწორი რეაგირება პანდემიაზე, არ იყო ჯერ კიდევ ტესტირება იმ დონეზე, არ იყო კარგად ცნობილი მკურნალობის მეთოდილოგია და ის, თუ როგორ უნდა ემართა მსოფლიოს. იმ დროს თითოეული შემთხვევა იყო გაცილებით დიდი შოკი და დიდი საფრთხე, ვიდრე დღეს 10 შემთხვევაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეზღუდვები დავაწესეთ, როდესაც საჭირო იყო, რომ მოვმზადებულიყავით“, – განაცხადა თურნავამ.

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. 31 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით 110 ადამიანი იყო ინფიცირებული. იმ პერიოდში საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, გაჩერდა ტრანსპორტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ მკვეთრი ზრდა სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა უკვე 32127-ს მიაღწია.

30
თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი: ოპოზიცია არჩევნების დღეს ცრუ ინფორმაციების შექმნას შეეცდება

23
(განახლებულია 19:17 27.10.2020)
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე რეგისტრირებული 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 ან პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, ან მათთან აფილირებულია, განაცხადა „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე.
თეა წულუკიანი: ოპოზიცია არჩევნების დღეს ცრუ ინფორმაციების შექმნას შეეცდება
„არსებობს გარკვეული სქემა, რომლის თანახმად, ოპოზიციური სპექტრი და მათი ზოგიერთი ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან, რომ შექმნან ცრუ ინფორმაციები არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში იმასთან დაკავშირებით, თითქოს იყო საარჩევნო დარღვევები და სხვადასხვა ინსტიტუტებმა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას ვერ გაართვეს თავი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანმა, რომელიც მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია, ამომრჩეველს შეახსენა რამდენიმე დღის წინ „ეუთო/ოდირის“ მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიში, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ „საქართველოში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ პარტიებთან არის აფილირებული".

 

23
საქართველოს პროკურატურა

ზუგდიდში პოლიციელმა მამაკაცს თავში რკინის ხელკეტი ჩაარტყა - დაწყებულია გამოძიება

0
პროკურატურის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. პროკურატურამ ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა ზუგდიდში, წმინდა ნინოს ქუჩაზე დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება ავტომობილის შეკეთების დროს დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტის დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ახალგაზრდა მამაკაცს თავში რკინის ხელკეტი ჩაარტყა.

პროკურატურის ცნობით, დაშავებული გამოძიების მიერ ცნობილია დაზარალებულად. მიღებული დაზიანების ხარისხის დასადგენად  დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვა.

უწყების ინფორმაციით, პოლიციელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.    

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში