გიორგი გახარია

გახარია: უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 1000-ს გადააბიჯებს

67
(განახლებულია 19:34 15.10.2020)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობს.
გახარია: უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 1 000-ს გადააბიჯებს
„გვქონდა მთავრობის სხდომა, სადაც, მთავრობის წევრების გარდა, მოწვეული გვყავდა ეპიდემიოლოგები, ქალაქის მერი, რათა მიგვეღო გარკვეული გადაწყვეტილებები ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, დღეს და ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოში დაფიქსირდა ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები. მაგალითად, გუშინ იყო 381 ათასი. დღეს საქართველოში გვაქვს რეკორდული მაჩვენებლი – 919 ინფიცირებული პირი, რაც, რა თქმა უნდა, სერიოზული რიცხვია და, როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში 1000-ს გადავაბიჯებთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიოში არ არსებობს არანაირი გზა ეპიდემიის სწრაფი შეჩერებისა, გარდა მკაცრი შეზღუდვების და ლოკდაუნების“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, მთავრობის მთავარი მიზანია – ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს ისე, რომ ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, ამავე დროს არ დაზიანდეს ეკონომიკა.

67
დავით ტურაშვილი

დათო ტურაშვილი: მენშევიკებად და ბოლშევიკებად რომ დაიყო პარტია, ეს კამოს ბრალი იყო

37
(განახლებულია 18:53 22.10.2020)
მწერალი დათო ტურაშვილი საქართველოში დაბადებულ სომეხ რევოლუციონერთან დაკავშირებულ ამბებს და ეპიზოდებს ჰყვება.
დათო ტურაშვილი: მენშევიკებად და ბოლშევიკებად რომ დაიყო პარტია, ეს კამოს ბრალი იყო
„დარწმუნებული ვარ, რომ რესპუბლიკის მოედანზე დადგმული ველოსიპედის ავტორმა, რომელიც ფრანგია, არ იცის, რომ იმ ადგილზე, სადაც ეს ძეგლი დადგეს, ქვემოთ, ელბაქიძის დაღმართზე 1922 წელს ტრაგიკულად დაიღუპა კამო, რომელიც ველოსიპედით იყო და მანქანა დაეჯახა. კამოსთან ბევრი საინტერესო ეპიზოდია დაკავშირებული. კამო, იგივე სიმონ პეტროსიანი, საქართველოში, გორში დაბადებული სომეხი იყო. ძალიან კარგად იცოდა ქართული და თავის ანკეტაში მშობლიური ენის გრაფაში მითითებული აქვს ქართული ენა“, – ამბობს დათო ტურაშვილი.

მწერალი ჰყვება: „კამომ, ნახევარ დედამიწას რომ მოიცავდა, ისეთი პარტიის სიმყარეში შეიტანა განხეთქილება. ეს 1903 წელს მოხდა. მან მოახდინა ტერორისტული აქტი, სხვებთან ერთად, მაგრამ მისი სულისჩამდგმელი კამო იყო. რევოლუციონერებს „ნასედკა“ ჰყავდათ და შეატყობინეს, რომ რკინიგზის სადგურიდან ბანკში ფული გადმოჰქონდათ. ისინი თავს დაესხნენ გზაში და ამ ამბავს სრულიად უდანაშაულო 40 ადამიანი შეეწირა. მოხდა ისე, რომ ამ ტერაქტის შემდეგ მოხდა განხეთქილება, რადგან პარტიის ნაწილმა ჩათვალა – ამდენი ადამიანი თუ კვდება, ეს ბინძური ფულია და მისი გამოყენება არ შეიძლება“.

 

37
კახა კუკავა

კუკავა: ჩვენ არა ვართ ნორმალური ერი, აფრიკელი კანიბალების ტომს დავემსგავსეთ

41
(განახლებულია 16:59 22.10.2020)
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მომხდარ ინციდენტზე საუბრობს.
კუკავა: ჩვენ არა ვართ ნორმალური ერი, აფრიკელი კანიბალების ტომს დავემსგავსეთ
„როდესაც მომხდარზე პირველი ინფორმაცია გავიდა, შინაგანად არ გამჩენია იმის სურვილი, რომ წავიდე და ბრიფინგი და აქცია ჩავატარო, როდესაც მიდის ოპერაცია. როგორ შეიძლება ამ სიტუაციში, როცა ტერორისტს ბანკის შენობა აქვს აღებული და იქ ჩვენი მოქალაქები იმყოფებიან, ან ხელისუფლებამ ილაპარაკოს იმაზე, მძევალი ნაცია თუ ქოცია, ან ოპოზიციიდან რა უნდათ იქ მაჟორიტარებს, რომ მიდიან და ბრიფინგს ატარებენ?!“ – ამბობს კახა კუკავა.

მისი თქმით, როგორც მმართველ გუნდს, ასევე ოპოზოციურ პარტიებს არ აქვთ უნარი, რთულ ვითარებაში რამდენიმე საათით მაინც დაივიწყონ ქიშპი და გაერთიანდნენ.

41
საპატრულო პოლიცია ქარელში

ქარელში „ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატი 63 წლის მამაკაცმა დააყაჩაღა

0
ბოროტმოქმედი საავტომობილო გზაზე ყაჩაღურად თავს დაესხა 37 წლის ზურაბ ახმედოვს და ძალადობის გამოყენებით მას კუთვნილი ავტომობილი წაართვა

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატზე ზურაბ ახმედოვზე თავდასხმა განხორციელდა. პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თანამზრახველებთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეთეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ საავტომობილო გზაზე ყაჩაღურად თავს დაესხა 37 წლის ზურაბ ახმედოვს და „ბასრი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ყაჩაღურად გასტაცა“ კუთვნილი Toyota Land Cruiser-is მარკის ავტომობილი, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ხოლო წარსულში მრავალჯერ, მათ შორის ყაჩაღობისთვის, ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი 63 წლის მამაკაცი კი საკრებულოს დეპუტატის დაყაჩაღებისთვის ცხელ კვალზე, ქარელში დააკავეს.

სროლა „ქართული ოცნების“ ოფისთან: არიან დაჭრილები >>

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში