ირაკლი ხმალაძე

ხმალაძე: მოგვიწევს იმაზე ფიქრი, დავხუროთ თუ არა სკოლები

82
(განახლებულია 10:52 16.10.2020)
ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი ხმალაძე საუბრობს, საჭიროა თუ არა ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არსებული ეპიდსიტუაციის გამო.
მხალაძე: მოგვიწევს იმაზე ფიქრი, დავხუროთ თუ არა სკოლები
„რაოდენობამ იმატა და ეს საგანგაშო თუ არა, საფიქრალი და საყურადღებოა. რაც შეეხება ლოკალურ შეზღუდვებს, იგივე შეზღუდვები უნდა გაგრძელდეს. ეს სრულიად საკმარისია. ერთადერთი, თუ მოიმატა სკოლებში ინფიცირებულთა რაოდენობამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ისევ და ისევ მოგვიწევს იმაზე ფიქრი, დავხუროთ თუ არა სკოლები და გადავიდეთ თუ არა ისევ დისტანციურ სწავლებაზე“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 

დღეს საქართველოში ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა. კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 919-ით გაიზარდა და 14440-ს მიაღწია.

82
დავით ტურაშვილი

დათო ტურაშვილი: ჩვენთან მოშიმშილეები ორი დღე შიმშლობდნენ, მერე წავიდოდა ქაბაბი და ჩალაღაჯი

34
(განახლებულია 10:15 24.10.2020)
დათო ტურაშვილი ვილნიუსში მომხდარ ამბავს იხსენებს, როდესაც იქაურ სტუდენტებთან აზრების გასაცვლელად ჩავიდა და ერთ კარავში მოულოდნელად ზურაბ ჟვანიას გადააწყდა.
დათო ტურაშვილი: ჩვენთან მოშიმშილეები ორი დღე შიმშლობდნენ, მერე წავიდოდა ქაბაბი და ჩალაღაჯი
„რადგან წინასაარჩევნო პერიოდია, ერთ წინაასაარჩევნო ამბავს მოვყვები. სტუდენტობის დროს აქ რომ იყო დიდი მოძრაობა, ლიტვაშიც იყო და დაგვპატიჟეს იქაურმა სტუდენტებმა და წავედით აზრების გასაცვლელად. წავედით მიტნგზე, საღამოობით ბარებში დავყავდით. ერთი დღე იყო ვილნიუსის მოედანზე დაგვათვალიერებინეს. აქ მთავარი პროცესები ხდებოდა“,- იხსენებს დათო ტურაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

მწერალი დათო ტურაშვილი: იმ დროს ამ მოედანზე შიმშილობდა ერთი ლიტველი პატრიოტი კაცი, რომელიც დამოუკიდებლობას ითხოვდა. ოღონდ ჩვენგან განსხვავებით ის მართლა შიმშილობდა. აქ პერმანენტულ შიმშილს ეძახდნენ, ორ დღეს ერთი შიმშილობდა, მერე მეორე ცვლიდა. ის კაცი მართლა შიმშილობდა, როცა ვნახეთ, 59-ე დღე იყო, კაცი, ფაქტობრივად მართლა წირავდა თავს. მე მინდოდა ნამდვილი მოშიმშილე მენახა და მის მნახველთა რიგში ჩავდექი.

34
კახა კალაძე

ავტობუსების როგორი პარკი ეყოლება თბილისს საუბრობს დედაქალაქის მერი

52
(განახლებულია 20:45 23.10.2020)
დედაქალაქში BMC-ს მარკის ავტობუსების და FORD-ის მარკის მიკროავტობუსების პირველი ნაკადი შემოვიდა, ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ ისაუბრა.
კალაძე: ჩვენ მართლაც არ გვაქვს დასაკარგი დღეები, დასაკარგი თვეები
„ძალიან მიხარია, რომ ეს რეფორმა ხორციელდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი, ყველაზე სწრაფი და კომფორტული. ძალიან ხშირად ისმის ბრალდებები, თუ რატომ არ შემოვიდა ჯერ ავტობუსები და მერე არ განხორციელდა სხვადასხვა პროექტი. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი – დრო ძალიან ცოტაა. ჩვენ მართლაც არ გვაქვს დასაკარგი დღეები, დასაკარგი თვეები და ამ პროექტის და რეფორმის ფარგლებში ყველაფერი პარალელურად კეთდება. ეს არის ავტობუსების ჩანაცვლების პროექტი, რომელიც დაწყებულია და ძალიან მალე მთლიანად პარკი იქნება განახლებული“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ავტობუსები გათვლილია 90 მგზავრზე, აქედან 28 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და ავტობუსს აქვს გადმოსაშლელი პანდუსი ეტლით ასვლის უზრუნველსაყოფად. დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. აქვს როგორც საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, ასევე USB-დამტენები და გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება.

 

52
სპეცოპერაცია ზუგდიდში

როგორ გამოისყიდეს ნახევარმილიონის ფასად ზუგდიდელი მძევლები - ვრცელდება ვიდეო

0
კადრებში ჩანს, რომ ადამიანი, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, ავთანდილ გალდავას ჰგავს, აწვდის თანხას და მძევლების ხელშეუხებლობას ითხოვს

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. კადრები, სადაც, სავარაუდოდ, ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელისთვის გამოსასყიდის გადაცემის მომენტია დაფიქსირებული, დღეს აქტიურად ვრცელდება Facebook-ის ქართულ სეგმენტში.

საუბარია გასულ ოთხშაბათს, ზუგდიდში მომხდარ მოვლენებზე. 21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. მძევლების სიცოცხლის გადასარჩენად მისი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს, თავად დამნაშავე კი მძევლების გათავისუფლების შემდეგ ფულთან ერთად მიიმალა.

ვიდეოზე, რომელიც, სავარაუდოდ, მობილური ტელეფონითაა გადაღებული, ადამიანი, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, ავთანდილ გალდავას ჰგავს, თანხას გადასცემს.

თავდამსხმელი კადრებზე მხოლოდ ზურგიდან ჩანს. გალდავა ხსნის ჩანთას, საიდანაც იღებს ფულის შეკვრებს და იატაკზე აწყობს. ამის შემდეგ ისმის დიალოგი, რა დროსაც გალდავა მოუწოდებს თავდამსხმელს არ დახოცოს მძევლები, რაზეც ის პასუხობს, რომ არ გააკეთებს ამას, თუ პოლიციის მხრიდან პროვოკაცია არ მოხდება.

მძარცველი: ვთქვათ გავუშვი ესენი და წავედი მე მარტო, სისულელეა!

გალდავა: მარტო არ გეუბნები-მეთქი. წამიყვანე მე და სადამდეც გინდა იქამდე მიდი, ძმაო.

მძარცველი: სისულელეა!

გალდავა: რა გინდა? რას მთავაზობ?

მძარცველი: არაფერს, შემოიტანე ფული და დადე აქ.

შემდეგ კადრებში ჩანს, თუ როგორ იღებს გალდავა ჩანთიდან ფულის რამდენიმე შეკვრას და იატაკზე ალაგებს.

გალდავა: პროსტა გთხოვ რა, ცოდვას ნუ დაიდებ ჩემი შვილებისას.

მძარცველი: მე გითხარი, მე არაფერს გავაკეთებ, თქვენ თუ არ გააკეთებთ.

გალდავა: მე არ გავაკეთებ-მეთქი არაფერს, ძმაო.

სწორედ გალდავა მოგვიანებით ჩაბარდა მძევლად, მანვე გააშვებინა დამნაშავეს მძევლების უმრავლესობა. ბოლო მომენტამდე ბოროტმოქმედს მძევლად ჰყავდა გალდავა და კიდევ სამი პირი, რომლებსაც ფარად ამოეფარა. გამთენიისას, როდესაც დარწმუნდა, რომ დევნა არ ხორციელდებოდა, მძევლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაათავისუფლა და მიიმალა. პოლიცია სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებს.

შსს-ს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ადრე სამართალდამცავმა ორგანოებმა არაერთხელ მოუწოდეს მედიას, არ გაევრცელებინათ კადრები და ინფორმაცია, რაც გამოძიების მსვლელობას ხელს შეუშლიდა.

0
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა