ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: ქვეყანა უღელტეხილზე იმყოფება

49
(განახლებულია 19:44 14.10.2020)
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრობს.
ტიკარაძე: ქვეყანა უღელტეხილზე იმყოფება
„როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა ქვეყნისთვის და, მათ შორის, საქართველოსთვის, შემოდგომის დადგომასთან ერთად ინფექციების რაოდენობა მოიმატებდა. ის რაოდენობა, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, ვთვლით, რომ სრულად შეესაბამება მოლოდინებს. ჩვენ ამ მოვლენას საკმარისად მომზადებულები შევხვდით. ასევე ყოველდღიურად ვახდენთ იმ საჭიროებების იდენტიფიცირებას, რაც ვლინდება სისტემაში. ამ ეტაპზე ქვეყანა უღელტეხილზე იმყოფება“, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

მინისტრის თქმით, ინფიცირებულთა რიცხვი იქნება მზარდი, მაგრამ ეს რიცხვი არ უნდა გახდეს არაკონტროლირებადი.

 

49
ზურაბ მხეიძე

მხეიძე: ბავშვისთვის ფილმი კარგია, მაგრამ მას შეზღუდვა აქვს, წიგნი კი ფანტაზიას ავითარებს

23
(განახლებულია 09:50 25.10.2020)
ზურაბ მხეიძე საუბრობს ადრეული ასაკიდან ბავშვის აღზრდისა და აზროვნების ჩამოყალიბებისთვის გარე სამყაროსთან ცოცხალი ურთიერთობების მნიშვნელობაზე.
ზურაბ მხეიძე: „ბავშვისთვის ფილმი კარგია, მაგრამ მას შეზღუდვა აქვს, წიგნი კი ფანტაზიას ავითარებს“
„დღეს ძალიან მოდაშია სიტყვა აუტისტური  ბავშვი. ამბობენ, რომ ჩემს ბავშვს აუტიზმი აქვს, აუტისტური სპექტრი და ა. შ. პირველი, რაც მინდა ვთქვა, რომ ასეთი ტიპის განვითარების სტადიას ყველა ბავშვი ავტომატურ რეჟიმში გადის. ანუ როცა ის თავის თავს ეთამაშება, ელაპარაკება და გარე სამყაროსთან ნაკლები კონტაქტი აქვს, ეს ბუნებრივია და ამაში საპანიკო არაფერია“, - ამბობს ზურაბ მხეიძე.

ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე აღნიშნავს: „ექვსი თვის ბავშვს ხელში აძლევენ მობილურს და სადღაც, ერთი წლის ასაკში ის უკვე იწყებს მისით სარგებლობას: შედის იუთუბიზე, რაღაცეებს ნახულობს. მშობლებისა და ძიძებისთვის ეს მოსახერხებელია- ოღონდ თავი დაგვანებოს და ითამაშოს. ის ჩვევები, რაც მას სჭირდება, რომ გამოიმუშაოს ურთიერთობებისაგან და შეიმეცნოს გარესამყარო, ჩვენ მიმართული გვაქვს რაღაც ტექნიკურ მოწყობილიბებზე. შესაბამისად ხელს ვუწყობთ, რომ ის გარეთა, ცოცხალი ურთიერთობებით ნაკლებად დაინტერესდეს. როცა ბავშვი რაღაცას სწავლობს მას არა ცოდნითი კომპონენტი, არამედ ქცევითი მოდელი ესაჭიროება.“

 

23
დავით ტურაშვილი

დათო ტურაშვილი: ჩვენთან მოშიმშილეები ორი დღე შიმშლობდნენ, მერე წავიდოდა ქაბაბი და ჩალაღაჯი

55
(განახლებულია 10:15 24.10.2020)
დათო ტურაშვილი ვილნიუსში მომხდარ ამბავს იხსენებს, როდესაც იქაურ სტუდენტებთან აზრების გასაცვლელად ჩავიდა და ერთ კარავში მოულოდნელად ზურაბ ჟვანიას გადააწყდა.
დათო ტურაშვილი: ჩვენთან მოშიმშილეები ორი დღე შიმშლობდნენ, მერე წავიდოდა ქაბაბი და ჩალაღაჯი
„რადგან წინასაარჩევნო პერიოდია, ერთ წინაასაარჩევნო ამბავს მოვყვები. სტუდენტობის დროს აქ რომ იყო დიდი მოძრაობა, ლიტვაშიც იყო და დაგვპატიჟეს იქაურმა სტუდენტებმა და წავედით აზრების გასაცვლელად. წავედით მიტნგზე, საღამოობით ბარებში დავყავდით. ერთი დღე იყო ვილნიუსის მოედანზე დაგვათვალიერებინეს. აქ მთავარი პროცესები ხდებოდა“,- იხსენებს დათო ტურაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

მწერალი დათო ტურაშვილი: იმ დროს ამ მოედანზე შიმშილობდა ერთი ლიტველი პატრიოტი კაცი, რომელიც დამოუკიდებლობას ითხოვდა. ოღონდ ჩვენგან განსხვავებით ის მართლა შიმშილობდა. აქ პერმანენტულ შიმშილს ეძახდნენ, ორ დღეს ერთი შიმშილობდა, მერე მეორე ცვლიდა. ის კაცი მართლა შიმშილობდა, როცა ვნახეთ, 59-ე დღე იყო, კაცი, ფაქტობრივად მართლა წირავდა თავს. მე მინდოდა ნამდვილი მოშიმშილე მენახა და მის მნახველთა რიგში ჩავდექი.

55
ბეჟან გუნავა

ქართული ოპოზიციური პარტიის Facebook-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა

0
პარტიაში ვარაუდობენ, რომ შეტევა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების გამო განახორციელეს

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიცური პარტია „ქართული არჩევანი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ პარტიის ოფიციალურ Facebook-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა.

პარტიის თავმჯდომარე ბეჟან გუნავა აცხადებს, რომ შეტევის მიზანს მათი საარჩევნო კამპანიის ჩაშლა წარმოადგენს.

„პარალიზებულია „ქართული არჩევანის" Facebook-ის ოფიციალური გვერდი. მიგვაჩნია, რომ ეს არის წინასაარჩევნო პროცესში ჩარევა და არის შეგნებულად გაკეთებული. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ეს განხორციელდა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, ვინაიდან ჩვენ რამდენიმე დღის უკან ავტვირთეთ ვიდეო, სადაც ხდება სრული ლუსტრაცია პატრულის საქმიანობის. ამ ვიდეოს აქვს ნახევარ მილიონამდე ნახვა“, - განაცხადა ბეჟან გუნავამ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

შსს-ში განაცხადეს, რომ ინციდენტის გამოძიება დაიწყეს.

საპარლამენტო არჩევნებზე ბიულეტენში ეს პარტია მე-14 ნომრად არის აღნიშნული.

საქართველოს მოქალაქეები დეპუტატებს 31 ოქტომბერს აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 48 პარტია და ორი ბლოკი მიიღებს. ქვეყნის მოსახლეობა აირჩევს 150 დეპუტატს - 120-ს პარტიული სიებით, 30 მაჟორიტარს - ერთმანდატიან ოლქებში. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს, ბლოკებისთვის - იმდენს, რამდენი პარტიაც არის მის შემადგენლობაში.

ბოლო წლებში ბეჟან გუნავა იყო „პატრიოტთა ალიანსის“ აქტივისტი, მონაწილეობდა ბევრ საპროტესტო აქციაში. არაერთხელ არის დაკავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის. ბეჟან გუნავამ 2020 წლის ივნისში ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა და ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნა.

 

 

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში