თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე: მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტებს „რემდესივირით“ უმკურნალებენ

64
(განახლებულია 17:14 13.10.2020)
კორონავირუსით ინფიცირებულ მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტებს ოქტომბრის ბოლოდან „რემდესივირითაც“ უმკურნალებენ, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძე: „მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტებს რემდესივირით უმკურნაკებენ“
„რემდესივირი“ ჯერჯერობით ფუფუნებაა, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ეს მედიკამენტი ავადმყოფებისთვის და კიდევ რამდენიმე ქვეყანაა შეძენის პროცესში. აქაც გამოინახა მექანიზმები, რომ სადღაც 10-14 დღეში მოწოდება განხორციელდეს და დაახლოებით 25-30 ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ კორონავირუსის მძიმე ან კრიტიკულად მძიმე ფორმა, ყველა იმ მკურნალობასთან ერთად, რაც აქამდე უტარდებოდათ, დაენიშნებათ დღეისათვის ნომერ პირველი საშუალება "რემდესივირი", – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოცდების პირველ ფაზაში, რომელიც მარტში დაიწყო, ჩართული იყო „რემდესივირი“, „ჰიდროქსილქლოროქინი“, „ლოპინავირი“ და „რიტონავირი“, მათ შორის „ინტერფერონთან“ ერთადაც. ორგანიზაციის „სოლიდარობის ტესტირებაში“ 4,5 ათასზე მეტი პაციენტი იღებდა მონაწილეობას. ოთხი თვის შემდეგ ჯანმოს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ჩამოთვლილ პრეპარატებს შორის ყველაზე მეტი ეფექტურობა „რემდესივირმა“ გამოავლინა. დანარჩენი პრეპარატები კი ტესტირებიდან მოიხსნა.

64
დავით ტურაშვილი

დათო ტურაშვილი: მენშევიკებად და ბოლშევიკებად რომ დაიყო პარტია, ეს კამოს ბრალი იყო

35
(განახლებულია 18:53 22.10.2020)
მწერალი დათო ტურაშვილი საქართველოში დაბადებულ სომეხ რევოლუციონერთან დაკავშირებულ ამბებს და ეპიზოდებს ჰყვება.
დათო ტურაშვილი: მენშევიკებად და ბოლშევიკებად რომ დაიყო პარტია, ეს კამოს ბრალი იყო
„დარწმუნებული ვარ, რომ რესპუბლიკის მოედანზე დადგმული ველოსიპედის ავტორმა, რომელიც ფრანგია, არ იცის, რომ იმ ადგილზე, სადაც ეს ძეგლი დადგეს, ქვემოთ, ელბაქიძის დაღმართზე 1922 წელს ტრაგიკულად დაიღუპა კამო, რომელიც ველოსიპედით იყო და მანქანა დაეჯახა. კამოსთან ბევრი საინტერესო ეპიზოდია დაკავშირებული. კამო, იგივე სიმონ პეტროსიანი, საქართველოში, გორში დაბადებული სომეხი იყო. ძალიან კარგად იცოდა ქართული და თავის ანკეტაში მშობლიური ენის გრაფაში მითითებული აქვს ქართული ენა“, – ამბობს დათო ტურაშვილი.

მწერალი ჰყვება: „კამომ, ნახევარ დედამიწას რომ მოიცავდა, ისეთი პარტიის სიმყარეში შეიტანა განხეთქილება. ეს 1903 წელს მოხდა. მან მოახდინა ტერორისტული აქტი, სხვებთან ერთად, მაგრამ მისი სულისჩამდგმელი კამო იყო. რევოლუციონერებს „ნასედკა“ ჰყავდათ და შეატყობინეს, რომ რკინიგზის სადგურიდან ბანკში ფული გადმოჰქონდათ. ისინი თავს დაესხნენ გზაში და ამ ამბავს სრულიად უდანაშაულო 40 ადამიანი შეეწირა. მოხდა ისე, რომ ამ ტერაქტის შემდეგ მოხდა განხეთქილება, რადგან პარტიის ნაწილმა ჩათვალა – ამდენი ადამიანი თუ კვდება, ეს ბინძური ფულია და მისი გამოყენება არ შეიძლება“.

 

35
კახა კუკავა

კუკავა: ჩვენ არა ვართ ნორმალური ერი, აფრიკელი კანიბალების ტომს დავემსგავსეთ

38
(განახლებულია 16:59 22.10.2020)
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მომხდარ ინციდენტზე საუბრობს.
კუკავა: ჩვენ არა ვართ ნორმალური ერი, აფრიკელი კანიბალების ტომს დავემსგავსეთ
„როდესაც მომხდარზე პირველი ინფორმაცია გავიდა, შინაგანად არ გამჩენია იმის სურვილი, რომ წავიდე და ბრიფინგი და აქცია ჩავატარო, როდესაც მიდის ოპერაცია. როგორ შეიძლება ამ სიტუაციში, როცა ტერორისტს ბანკის შენობა აქვს აღებული და იქ ჩვენი მოქალაქები იმყოფებიან, ან ხელისუფლებამ ილაპარაკოს იმაზე, მძევალი ნაცია თუ ქოცია, ან ოპოზიციიდან რა უნდათ იქ მაჟორიტარებს, რომ მიდიან და ბრიფინგს ატარებენ?!“ – ამბობს კახა კუკავა.

მისი თქმით, როგორც მმართველ გუნდს, ასევე ოპოზოციურ პარტიებს არ აქვთ უნარი, რთულ ვითარებაში რამდენიმე საათით მაინც დაივიწყონ ქიშპი და გაერთიანდნენ.

38
პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე

ხუთი ათასი შემთხვევა დღე-ღამეში? - როდის იქნება კორონავირუსის პიკი საქართველოში

0
საქართველოში მოსალოდნელ გათვლებზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ამიტომ სპეციალისტებს ნოემბრის პროგნოზების ხელახლა გამოთვლა მოუწევთ

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. წინასწარი გათვლებით, საქართველო კორონავირუსის პიკში ნოემბრის შუა რიცხვებიდან შევა, ახალი შემთხვევების რაოდენობამ შეიძლება სამ, ოთხ, ხუთ ათასს მიაღწიოს, განაცხადა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რეკორდულად – 1595-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 22803-ს მიაღწია, გარდაიცვალა - 178 პაციენტი.

გამყრელიძემ განაცხადა, რომ ცენტრი კორონავირუსის გავრცელების ტენდენციების მათემატიკური მოდელირებისთვის სამ ძირითად ინსტრუმენტს იყენებს.

კერძოდ, ეს არის აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ინსტრუმენტი, რომელიც შემუშავებული იყო პანდემიური გრიპის დროს 2009 წელს და ის ასევე გამოიყენება კორონავირუსულ ინფექციაზეც.

კიდევ ერთია ბაზელის უნივერსიტეტის ინსტრუმენტი, ხოლო მესამე ინსტრუმენტია აშშ-ის ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და შეფასებების ინსტიტუტი.

„ეს ინსტრუმენტები გარკვეული მათემატიკური მოდელირების ინსტრუმენტებია, შეჰყავთ ბევრი სხვადასხვა მოცემულობა, რის შემდეგაც ინსტრუმენტები გითვლიან, დაახლოებით როგორი შეიძლება იყოს ინფექციის შემთხვევების მატების ტენდენცია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ჯერჯერობით ქვეყანა მცირე სხვაობით პროგნოზებს მიყვება, თუმცა საქართველოში ფიქსირდება იმაზე მეტი შემთხვევა, ვიდრე ამ გათვლებით იყო მოსალოდნელი, ამიტომ სპეციალისტებს ნოემბრის პროგნოზების ხელახალი გადათვლა მოუწევთ.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში