გამყრელიძე: პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, შეხვედრები ღია სივრცეშიც პირბადის გამოყენებით გამართონ

© Facebook / Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საქართველოში წინასაარჩევნო შეხვედრებსა და კორონავირუსზე საუბრობს.
გამყრელიძე: პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, შეხვედრები ღია სივრცეში პირბადის გამოყენებით გამართონ
„რეკომენდებულია და სასურველია, მასმედიის საშუალებებით ხშირად ჟღერდეს, რომ გარდა დახურული შენობებისა, სადაც ვერ ვიცავთ დისტანციას, ვატაროთ პირბადე. პირბადეზე უკეთესი დამცავი საშუალება ამ პანდემიის პერიოდში კორონავირუსის წინააღმდეგ ჯერ არ აღმოჩენილა. ამიტომ პირბადე, დისტანცია, ხელების დამუშავება – ეს არის მთავარი. ეს არის გზავნილები, რომელიც მუდმივად უნდა იგზავნებოდეს მოსახლეობასთან და მოსახლეობა ამას უნდა მიჰყვებოდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შემზღუდველი ღონისძიებების დაწესება არ იგეგმება, არამედ საუბარია ე.წ. წერტილოვან შეზღუდვებზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0