სერგი კაპანაძე

სერგი კაპანაძე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაპატიმრებას გამოეხმაურა

35
(განახლებულია 19:41 09.10.2020)
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრებისთვის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე გამოეხმაურა.
სერგი კაპანაძე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაპატიმრებას გამოეხმაურა
„ეს არის ძალიან დიდი დარტყმა არა მარტო ამ ადამიანების პრესტიჟზე და მათ მიერ გაკეთებულ საქმეებზე, ეს არის ძალიან დიდი დარტყმა საგარეო საქმეთა სამინისტროს რეპუტაციაზე, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის პოზიციებზე დავით–გარეჯთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესში, და ეს არის ძალიან დიდი დარტყმა ასევე ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის ყოფილ წევრებს პროკურატურა ქართული ტერიტორიის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემას ედავება. ორივე მათგანს გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.  

35
თემები:
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე (24)
მიკროფონი

ფსიქოლოგი: იგნორი რთულია ბავშვისთვის, ამიტომ ნებისმიერი ფორმით ცდილობს ყურადღება დაიბრუნოს

26
(განახლებულია 19:26 29.10.2020)
ნინო ბუაძე ბავშვების რთულ ქცევაზე და მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს, განიხილავს ცალკეულ შემთხვევაში ამგვარი ქცევის შედეგებს.
ნინო ბუაძე: იგნორი რთულია ბავშვისთვის, ამიტომ ნებისმიერი ფორმით ცდილობს ყურადღება დაიბრუნოს
„ბავშვების რთული ქცევა, რა თქმა უნდა, მის აღზრდასთან პირდაპირ კავშირშია. როდესაც ის გარკვეულ მარწუხებშია მოქცეული, უნდა რომ სადღაც გამოუშვას დაგროვილი ენერგია. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ისეთ შემთხვევებში, როდესაც ოთხი წელი ერთი მკაცრი პედაგოგი ჰყავს და როცა მეხუთე კლასში გადადის, მასთან სხვადასხვა პედაგოგები შემოდიან. მათგან ზოგი მკაცრია, ზოგი ნაკლებად მკაცრი. აი, იქ უკვე გამოუშვებენ ხოლმე ბავშვები თავის დაგროვილ ენერგიას, რომელიც იმ მკაცრ პედაგოგს კარგად ეჭირა, რის ფასად, ეს უკვე სხვა საკითხია“, – ამბობს ნინო ბუაძე.

ფსიქოლოგის აზრით: „ხშირ შემთხვევაში ბავშვების ამგვარი დაგრვილი ენერგია აგრესიული და დესტრუქციულია. ამას ასაკობრივი კრიზისებიც მოჰყვება ხოლმე. საიდან მოდის ე.წ. რთული ქცევა? - ჯერ ერთი, დაგროვილი ენერგიიდან, მეორე, დასწავლა–მიბაძვიდან, ანუ ვიღაცეები იქცევიან ასე და მეც უნდა მოვიქცე. მომწონს ის ბავშვი, რომელიც ჩემთვის ავტორიტეტია“.

26
გიორგი გახარია

გახარია: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყურძნის რეკორდული მოსავალი მოვიდა

25
(განახლებულია 14:48 29.10.2020)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საუბრობს რთველის შესახებ და ამბობს, რომ ეს იყო ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო რთველი.
გახარია: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყურძნის რეკორდული მოსავალი მოვიდა
„30 წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს იყო რეკორდული მოსავალი – 277 ათასი ტონა ყურძენი ჩაიბარეს ჩვენმა მეღვინეებმა მთავრობასთან და სახელმწიფოსთან ერთად. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო რთველი, ასევე გამოწვევებით სავსე რთველი პანდემიის პირობებში, როცა ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენს მევენახეებს, ჩვენს გლეხებს დავდგომოდით გვერდით“, – ამბობს გიორგი გახარია.

პრემიერის თქმით, ეფექტურად ჩაიარა რთველმა რაჭა-ლეჩხუმშიც, სადაც ასევე რეკორდული მოსავალი – 1400 ტონამდე  სხვადასხვა ჯიშის ყურძენი ჩააბარეს.

 

25
სასწრაფო დახმარება

სისხლიანი ავტოავარია გორთან: დაიღუპა 5 დაშავდა 11 ადამიანი

0
(განახლებულია 08:16 30.10.2020)
ავტოკატასტროფა გვიან ღამით მოხდა. დაშვებულები კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ერთი დაშვებული თბილისში გადაჰყავთ.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. დასავლეთი–აღმოსავლეთის ავტომაგისტრალზე, გორთან ახლოს მომხდარი ავტოავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა, ნათქვამია შსს–ს განცხადებაში. 

 „2020 წლის  30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა“, – ნათქვამია განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით, მიკროავტობუსის ხუთი მგზავრი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ხოლო 11 ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

მომხდარ ფაქტზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.

პირველი არხის ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები დედაქალაქში გამართული აქციის შემდეგ სამეგრელოში მიჰყავდა, თბილისიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა.

ავტოკატასტროფა გორში გვიან ღამით მოხდა. დაშვებულები კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ერთი დაშვებული თბილისში გადაჰყავთ.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში