გიორგი გახარია

გახარია: თანამედროვე მსოფლიომ ვერაფერი ახალი ვერ შემოგვთავაზა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

73
(განახლებულია 14:20 05.10.2020)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში მიმდინარე, პანდემიით გამოწვეულ მოვლენებზე საუბრობს.
გახარია: თანამედროვე მსოფლიომ ვერაფერი ახალი ვერ შემოგვთავაზა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში
„ჩვენ არ ვამბობთ არავისთვის, რომ დარჩი სახლში, მაგრამ აჭარაში და განსაკუთრებით ბათუმში, ხანდაზმულ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, დარჩი სახლში, ზუსტად ამის დროა ახლა. დაწესებულებებს ყველას თავისი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ თერმოსკრინინგიდან დაწყებული, ელემენტარული დეზინფექციის საშუალებები - თანამშრომლების კონტროლი, განახორციელონ სრულად. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსიდან რვა თვე გავიდა, თანამედროვე მსოფლიომ ვერაფერი ახალი ვერ შემოგვთავაზე ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ისევ პირბადე, ისევ დისტანცია, ისევ დიდი რაოდენობის არასაჭირო თავშეყრის ადგილების თავის არიდება“, - ამბობს გახარია.

გახარიას განცხადებით, უნდა გაიზარდოს ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა, რათა პროცესები რთული სამართავი არ გახდეს.

 

73
ნათია თურნავა

ნათია თურნავა: ჩვენ შეზღუდვები დავაწესეთ, როდესაც საჭირო იყო

32
(განახლებულია 20:28 27.10.2020)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, თუ რატომ არ აწესებს საქართველოს მთავრობა  შეზღუდვებს COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი ზრდის მიუხედავად.
ნათია თურნავა: ჩვენ შეზღუდვები დავაწესეთ, როდესაც საჭირო იყო
„ჩვენ დავაწესეთ შეზღუდვები აბსოლუტურად სწორ დროს, ეს იყო პანდემიის დასაწყისი, როდესაც არც არავინ საქართველოში და მსოფლიოში არ ვიცოდით სწორი რეაგირება პანდემიაზე, არ იყო ჯერ კიდევ ტესტირება იმ დონეზე, არ იყო კარგად ცნობილი მკურნალობის მეთოდილოგია და ის, თუ როგორ უნდა ემართა მსოფლიოს. იმ დროს თითოეული შემთხვევა იყო გაცილებით დიდი შოკი და დიდი საფრთხე, ვიდრე დღეს 10 შემთხვევაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეზღუდვები დავაწესეთ, როდესაც საჭირო იყო, რომ მოვმზადებულიყავით“, – განაცხადა თურნავამ.

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. 31 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით 110 ადამიანი იყო ინფიცირებული. იმ პერიოდში საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, გაჩერდა ტრანსპორტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ მკვეთრი ზრდა სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა უკვე 32127-ს მიაღწია.

32
თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი: ოპოზიცია არჩევნების დღეს ცრუ ინფორმაციების შექმნას შეეცდება

23
(განახლებულია 19:17 27.10.2020)
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე რეგისტრირებული 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 ან პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, ან მათთან აფილირებულია, განაცხადა „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე.
თეა წულუკიანი: ოპოზიცია არჩევნების დღეს ცრუ ინფორმაციების შექმნას შეეცდება
„არსებობს გარკვეული სქემა, რომლის თანახმად, ოპოზიციური სპექტრი და მათი ზოგიერთი ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან, რომ შექმნან ცრუ ინფორმაციები არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში იმასთან დაკავშირებით, თითქოს იყო საარჩევნო დარღვევები და სხვადასხვა ინსტიტუტებმა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას ვერ გაართვეს თავი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანმა, რომელიც მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია, ამომრჩეველს შეახსენა რამდენიმე დღის წინ „ეუთო/ოდირის“ მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიში, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ „საქართველოში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ პარტიებთან არის აფილირებული".

 

23
ფოთის პორტი

ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნა

0
საერთაშორისო ფლოტილიაში მომუშავე ქართველი მეზღვაურები ქვეყნის ბიუჯეტში ყოველწლიურად დაახლოებით 140 მლნ დოლარს რიცხავენ

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. ქალაქ  ფოთში ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნა.

სასწავლო დაწესებულების გახსნაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყოველწლიურად უმაღლესი ათასი სტუდენტის მომზადებას შეძლებს.

„მინდა, თითოეულ ადამიანს, მშენებელს, ყველას, ვინც ამ ღონისძიებაში მცირედი წვლილი მაინც შეიტანა, უდიდესი მადლობა გადავუხადო, რამეთუ ეს არის ჩვენი მომავლის გარანტი. ეს არის ის, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო და ეს საგანმანათლებლო დაწესებულება არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს ფოთის მომავალი. ყველას კარგად გვესმის, რომ ფოთი ყოველთვის იყო საქართველოს საზღვაო კარიბჭე, ყველას კარგად გვესმის, რომ ფოთის ფუნქცია მომავალშიც იქნება, რომ ეფექტურად გააგრძელოს აღნიშნული მისია, ეს ყველაფერი კი შეუძლებელია მაღალი კვალიფიკაციის კადრების გარეშე“, - განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეუძლებელია გადამეტებით საუბარი იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა ექნება ამ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას რეგიონისთვის და მთლიანად საქართველოსთვის.

„აქ მომზადდებიან უმაღლესი კვალიფიკაციის ჩვენი, ქართველი მეზღვაურები, რომლებიც მინდა გაგახსენოთ, რომ დღესაც, ძალზედ წარმატებულად დაცურავენ მსოფლიოს სხვადასხვა ოკეანეებში და გარდა იმისა, რომ ასახელებენ თავის ქვეყანას, ძალზედ სერიოზული ეკონომიკური წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ყოველწლიურად, საერთაშორისო ფლოტილიაში მომუშავე ქართველი მეზღვაურები ქვეყნის ბიუჯეტში დაახლოებით 140 მლნ დოლარს რიცხავენ“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, ფოთი, როგორც საქართველოს საზვღაო კარიბჭე, ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი და უფრო მნიშვნელოვანი გახდება.

„საქართველოს შავიზღვისპირეთის საპორტო ინფრასტრუქტურა არის ქვეყნის,  მთავრობის პრიორიტეტი და მომავალი წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, განვითარდეს ფოთი, განვითარდეს ასევე ანაკლია და ყველა ის საზღვაო პროექტი, რომელიც ქვეყანას გააჩნია. სხვანაირად შეუძლებელია ქვეყნის, როგორც ლოგისტიკური პლატფორმის, ლოგისტიკური ჰაბის განვითარება და ამ საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ფოთმა, ფოთის პორტმა უაღრესად დიდი მნიშვნელობა უნდა შეიტანონ ამ საქმეში,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მომდევნო ოთხი წელი იქნება ფოთის აღმშენებლობის წლები.

„გარდა იმისა, რომ აქ დაიწყება და დასრულდება ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის და ტერმინალის მშენებლობა, გარდა იმისა, რომ მოეწყობა შემოვლითი გზა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, ფოთელებმა ცოტა უფრო კომფორტულად იცხოვრონ ყოველდღიურად და ეს სატვირთო ტრანსპორტი არ მოძრაობდეს შუა ქალაქში“, - განაცხადა გახარიამ.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც ჯერ პროფესია არ აურჩევია, ყურადღება ფოთის საზღვაო აკადემიას მიაქციოს.

 

0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა