მიკროფონი

ეპიდემიოლოგი: დღეს ნაკლები ადამიანი ავადდება მძიმედ და ნაკლები კვდება კორონავირუსით

151
(განახლებულია 09:53 05.10.2020)
ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი საუბრობს იმაზ, თუ რა ცვლილება განიცადა კორონავირუსმა და რამდენად საშიშია იგი კაცობრიობისათვის.
ეპიდემიოლოგი: დღეს ნაკლები ადამიანი ავადდება მძიმედ და ნაკლები კვდება კორონავირუსით
„21-ე საუკუნეში იყო კორონავირუსები, რომელსაც კაცობრიობა მოერია, მაგრამ ეს კორონავირუსი განსხვავებული ხასიათის აღმოჩნდა. დღეს, როგორც ამ ვიწრო დარგის სპეციალისტები ამბობენ, მართლაც აქვს მას რაღაც ცვლილებები - მან შეიძინა უნარი უფრო იოლად მიემაგროს ადამიანურ რეცეპტორებს, შესაბამისად უფრო სწრაფი გავრცელების ხასიათი მიიღო. მეორე მხრივ ვუყურებთ ჩვენ მსოფლიოს სტატისტიკას, რომელიც აჩვენებს, რომ მძიმე შემთხვევების ხვედრითმა წილმა, მათ შორის ლეტალური გამოსავლით დასრულებულმა შემთხვევებმა იკლო და შეიცვალა კაცობრიობის სასარგებლოდ. ანუ დღეს ნაკლები ადამიანი ავადდება მძიმედ და ნაკლები ადამიანი კვდება კორონავირუსით“, - ამბობს ზახაშვილი.

თუმცა, ეპიდემიოლოგის განცხადებით, კორონავირუსი კვლავ რჩება დიდ გამოწვევად და პანდემიის დასასრულამდე ძალიან დიდი გზაა გასავლელი.

151
დავით ტურაშვილი

დათო ტურაშვილი: ჩვენთან მოშიმშილეები ორი დღე შიმშლობდნენ, მერე წავიდოდა ქაბაბი და ჩალაღაჯი

42
(განახლებულია 10:15 24.10.2020)
დათო ტურაშვილი ვილნიუსში მომხდარ ამბავს იხსენებს, როდესაც იქაურ სტუდენტებთან აზრების გასაცვლელად ჩავიდა და ერთ კარავში მოულოდნელად ზურაბ ჟვანიას გადააწყდა.
დათო ტურაშვილი: ჩვენთან მოშიმშილეები ორი დღე შიმშლობდნენ, მერე წავიდოდა ქაბაბი და ჩალაღაჯი
„რადგან წინასაარჩევნო პერიოდია, ერთ წინაასაარჩევნო ამბავს მოვყვები. სტუდენტობის დროს აქ რომ იყო დიდი მოძრაობა, ლიტვაშიც იყო და დაგვპატიჟეს იქაურმა სტუდენტებმა და წავედით აზრების გასაცვლელად. წავედით მიტნგზე, საღამოობით ბარებში დავყავდით. ერთი დღე იყო ვილნიუსის მოედანზე დაგვათვალიერებინეს. აქ მთავარი პროცესები ხდებოდა“,- იხსენებს დათო ტურაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

მწერალი დათო ტურაშვილი: იმ დროს ამ მოედანზე შიმშილობდა ერთი ლიტველი პატრიოტი კაცი, რომელიც დამოუკიდებლობას ითხოვდა. ოღონდ ჩვენგან განსხვავებით ის მართლა შიმშილობდა. აქ პერმანენტულ შიმშილს ეძახდნენ, ორ დღეს ერთი შიმშილობდა, მერე მეორე ცვლიდა. ის კაცი მართლა შიმშილობდა, როცა ვნახეთ, 59-ე დღე იყო, კაცი, ფაქტობრივად მართლა წირავდა თავს. მე მინდოდა ნამდვილი მოშიმშილე მენახა და მის მნახველთა რიგში ჩავდექი.

42
კახა კალაძე

ავტობუსების როგორი პარკი ეყოლება თბილისს საუბრობს დედაქალაქის მერი

55
(განახლებულია 20:45 23.10.2020)
დედაქალაქში BMC-ს მარკის ავტობუსების და FORD-ის მარკის მიკროავტობუსების პირველი ნაკადი შემოვიდა, ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ ისაუბრა.
კალაძე: ჩვენ მართლაც არ გვაქვს დასაკარგი დღეები, დასაკარგი თვეები
„ძალიან მიხარია, რომ ეს რეფორმა ხორციელდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი, ყველაზე სწრაფი და კომფორტული. ძალიან ხშირად ისმის ბრალდებები, თუ რატომ არ შემოვიდა ჯერ ავტობუსები და მერე არ განხორციელდა სხვადასხვა პროექტი. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი – დრო ძალიან ცოტაა. ჩვენ მართლაც არ გვაქვს დასაკარგი დღეები, დასაკარგი თვეები და ამ პროექტის და რეფორმის ფარგლებში ყველაფერი პარალელურად კეთდება. ეს არის ავტობუსების ჩანაცვლების პროექტი, რომელიც დაწყებულია და ძალიან მალე მთლიანად პარკი იქნება განახლებული“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ავტობუსები გათვლილია 90 მგზავრზე, აქედან 28 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და ავტობუსს აქვს გადმოსაშლელი პანდუსი ეტლით ასვლის უზრუნველსაყოფად. დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. აქვს როგორც საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, ასევე USB-დამტენები და გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება.

 

55
ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე

ჯანეტ ქერდიყოშვილის გლამურული იმიჯი და ტრენდული ლუქი - როგორ გამოიყურება ვარსკვლავი?

0
(განახლებულია 19:08 24.10.2020)
„სტილი და კომფორტი ერთ კაფსულაში“- ჯანეტ ქერდიყოშვილის ჩაცმულობის საიდუმლო. მუდამ მოდის ეპიცენტრში მყოფი მოდელის უახლესი ფოტოები და ტრენდული სტილი. როგორ გამოიყურება და რით ჩაანაცვლა კლასიკური ტანსაცმელი მშობიარობის შემდეგ მოდელმა?

„მისს საქართველო 2011“ თვალწარმტაცი გარეგნობითა და დახვეწილი მანერებით გამოირჩევა. ახალგაზრდა მოდელი და ახალბედა დედა განსაკუთრებულად საინტერესოდ ფეხმძიმობის პერიოდში გამოიყურებოდა. ჯანეტს უყვარს ფერთა გამებით თამაში. სწორედ ამიტომ, ორსულობისას საკუთარი ატელიე დააარსა, სადაც ქალბატონებს დახვეწილ სამოსს სთავაზობს. იტალიაში ერთ-ერთ წამყვან დიზაინერების სკოლაში ჭრა-კერვის გარდა, სტილის შეგრძნებაც შეისწავლა. საქართველოში დაბრუნებულ მოდელს ახალი შესაძლებლობები მეორე ნახევარმა ჩაუგდო ხელთ.

View this post on Instagram

A post shared by Janeta Ker (@janet__kerdikoshvili) on

ულამაზესი მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი თავისი გარეგნობით საზოგადოებას დიდი ხანია აღაფრთოვანებს. ამჟამად, მოდელი ტელეწამყვან ნოე სულაბერიძეზეა დაოჯახებული.

ჩვენ ჯანეტის „ინსტაგრამიდან" შევარჩიეთ მისი საინტერესო "ლუქები". მოდით, ვნახოთ, როგორია მოდელის ჩაცმის სტილი.

View this post on Instagram

𝘚𝘵𝘺𝘭𝘦 𝘢𝘯𝘥 𝘤𝘰𝘮𝘧𝘰𝘳𝘵 𝘪𝘯 𝘰𝘯𝘦 𝘸𝘰𝘳𝘥 #refind #WeekendMaxMaraFW20

A post shared by Janeta Ker (@janet__kerdikoshvili) on

ალბათ, შენიშნავდით, რომ მშვენიერი ქალბატონი ყოველთვის სადად და ორიგინალურად იცვამს. ფეხმძიმობის პერიოდში მისი ჩაცმის სტილი ოდნავ შეიცვალა. ჯანეტი ახლა თავისუფალი სტილის მოსაცმელებს ანიჭებს უპირატესობას. ზოგჯერ მისი მაისურიც, მოსაცმელიც და ჩანთაც ერთ ფერშია გადაწყვეტილი, რის გამოც მისი სტილი მეტად მოდური ჩანს.

View this post on Instagram

A post shared by Janeta Ker (@janet__kerdikoshvili) on

ჯანეტი და ნოე ერთობლივად და ცალ-ცალკე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ცნობილი პროდიუსერი და რეიტინგული გადაცემის ავტორი, უმშვენიერესი მოდელი და დიზაინერი ჯანეტ ქერდიყოშვილი შეუდარებლად გამოიყურებიან. მათი სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება