ზურაბ მხეიძე

მხეიძე: ქალები პარტნიორს სექსუალური გარეგნობის მიხედვით კი არა, იმის მიხედვით ირჩევენ...

133
ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე ქალებსა და მამაკაცებს შორის ფსიქოლოგიურ განსხვავებაზე საუბრობს.
ზურაბ მხეიძე: ქალები პარტნიორს სექსუალური გარეგნობის მიხედვით კი არა, იმის მიხედვით ირჩევენ...
„სქესთა შორის განსხვავება ყოველთვის იყო და იქნება კიდეც. აქ არაფერ შუაშია უფლებების საკითხები, ანუ ის, თუ რამდენად თანაბარუფლებიანი არიან. აქ საუბარია ფსიქოლოგიურ სხვაობაზე, რომელიც ბიოლოგიურ სხვაობაზეა დაფუძნებული.“- ამბობს ზურაბ მხეიძე.

ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე აცხადებს: „სხვადასხვა სექსის ადამიანებს სხვადასხვა რეაქციები აქვთ ამა თუ იმ საკითხებზე.  ქალი ნატურით კონსერვატორია და ეს მისი ბიოლოგიური ბუნებითაა განპირობებული. მან ბავშვი უნდა გააჩინოს, ამიტომ სტაბილურობის განცდა მას ინსტიქტში აქვს.“

 

133
დავით ტურაშვილი

დათო ტურაშვილი: ჩვენთან მოშიმშილეები ორი დღე შიმშლობდნენ, მერე წავიდოდა ქაბაბი და ჩალაღაჯი

36
(განახლებულია 10:15 24.10.2020)
დათო ტურაშვილი ვილნიუსში მომხდარ ამბავს იხსენებს, როდესაც იქაურ სტუდენტებთან აზრების გასაცვლელად ჩავიდა და ერთ კარავში მოულოდნელად ზურაბ ჟვანიას გადააწყდა.
დათო ტურაშვილი: ჩვენთან მოშიმშილეები ორი დღე შიმშლობდნენ, მერე წავიდოდა ქაბაბი და ჩალაღაჯი
„რადგან წინასაარჩევნო პერიოდია, ერთ წინაასაარჩევნო ამბავს მოვყვები. სტუდენტობის დროს აქ რომ იყო დიდი მოძრაობა, ლიტვაშიც იყო და დაგვპატიჟეს იქაურმა სტუდენტებმა და წავედით აზრების გასაცვლელად. წავედით მიტნგზე, საღამოობით ბარებში დავყავდით. ერთი დღე იყო ვილნიუსის მოედანზე დაგვათვალიერებინეს. აქ მთავარი პროცესები ხდებოდა“,- იხსენებს დათო ტურაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

მწერალი დათო ტურაშვილი: იმ დროს ამ მოედანზე შიმშილობდა ერთი ლიტველი პატრიოტი კაცი, რომელიც დამოუკიდებლობას ითხოვდა. ოღონდ ჩვენგან განსხვავებით ის მართლა შიმშილობდა. აქ პერმანენტულ შიმშილს ეძახდნენ, ორ დღეს ერთი შიმშილობდა, მერე მეორე ცვლიდა. ის კაცი მართლა შიმშილობდა, როცა ვნახეთ, 59-ე დღე იყო, კაცი, ფაქტობრივად მართლა წირავდა თავს. მე მინდოდა ნამდვილი მოშიმშილე მენახა და მის მნახველთა რიგში ჩავდექი.

36
კახა კალაძე

ავტობუსების როგორი პარკი ეყოლება თბილისს საუბრობს დედაქალაქის მერი

53
(განახლებულია 20:45 23.10.2020)
დედაქალაქში BMC-ს მარკის ავტობუსების და FORD-ის მარკის მიკროავტობუსების პირველი ნაკადი შემოვიდა, ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ ისაუბრა.
კალაძე: ჩვენ მართლაც არ გვაქვს დასაკარგი დღეები, დასაკარგი თვეები
„ძალიან მიხარია, რომ ეს რეფორმა ხორციელდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი, ყველაზე სწრაფი და კომფორტული. ძალიან ხშირად ისმის ბრალდებები, თუ რატომ არ შემოვიდა ჯერ ავტობუსები და მერე არ განხორციელდა სხვადასხვა პროექტი. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი – დრო ძალიან ცოტაა. ჩვენ მართლაც არ გვაქვს დასაკარგი დღეები, დასაკარგი თვეები და ამ პროექტის და რეფორმის ფარგლებში ყველაფერი პარალელურად კეთდება. ეს არის ავტობუსების ჩანაცვლების პროექტი, რომელიც დაწყებულია და ძალიან მალე მთლიანად პარკი იქნება განახლებული“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ავტობუსები გათვლილია 90 მგზავრზე, აქედან 28 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და ავტობუსს აქვს გადმოსაშლელი პანდუსი ეტლით ასვლის უზრუნველსაყოფად. დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. აქვს როგორც საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, ასევე USB-დამტენები და გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება.

 

53
ცარიელი რესტორნები

შესაძლოა რესტორნებმა ღამის საათებში კვლავ განაგრძონ ფუნქციონირება

0
რესტორნების 22:00 საათზე დახურვის გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გადახედავს. საკითხის ხელახლა განხილვასთან დაკავშირებით პირობა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა მთავრობის მეთაურისგან მიიღო.

თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ პირობა, რომ რესტორნების 22:00 საათზე დახურვის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გადაიხედება. ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა და ვიცე-პრეზიდენტმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. ინფორმაციას „საქართველოს პირველი არხი“ იუწყება.

ბურჯანაძის თქმით, საუბარია რესტორნების დივერსიფიკაციაზე, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, იმუშაონ 22:00 საათის შემდეგ ისე, რომ ვირუსის გადაცემის რისკი მაქსიმალურად შემცირდეს.

 „კონკრეტული დაპირება მიღებულია შეთავაზებიდან გამომდინარე. ბოლო რეგულაცია, რომელიც 22:00 საათზე რესტორნების დახურვას ეხება, გადაიხედება და ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ იმ სიტუაციას, რითაც შეიძლება მდგომარეობის გაუმჯობესება და ამაზე შეპირება კონკრეტული მიღებულია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

შოთა ბურჯანაძის თქმით პრემიერთან შეხვედრაზე მთავრობის მეთაურს ბიზნესის სფეროში არსებული პრობლემები გააცნეს.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი აცხადებს, რომ პანდემიის გამო სამასპინძლო ბიზნესზე დიდი დარტყმაა, რის გამოც 300 000 ადამიანზე მეტს სამსახურის დაკარგვა ემუქრება.

 „ჩვენი ასოციაციის სახელით მოთხოვნა იყო პრემიერთან შეხვედრა იმ პრობლემებთან დაკავშირებით სასაუბროდ, რომელიც დღეს აღნიშნულ სფეროში არსებობს. პრემიერმა აღნიშნა, რომ პრობლემა ძალიან დიდია და აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა ბიზნესის დახმარების კუთხით“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, აუცილებელია ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების გადარჩენა, აღნიშნული საკითხი კი პრემიერის მხრიდან სრულად და ადეკვატურად იქნა გაზიარებული.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს დღგ-ს გადასახადზე და ბანკებთან ურთიერთობებზე.

ბურჯანაძის განცხადებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც არსებული სიტუაციის გაუმჯობესებაზე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რესტორნები თბილისსა და იმერეთის რეგიონში, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით, 16 ოქტომბრიდან მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდნენ – მათ სტუმრების მომსახურება მხოლოდ 22:00 საათამდე შეუძლიათ.

20 ოქტომბერს კი რესტორნების სამუშაო გრაფიკი მცხეთის მუნიციპალიტეტშიც შეიზღუდა.

საქართველოში ბოლო დროს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ძალიან გაიზარდა. ქვეყანა ფაქტობრივად უკვე გადავიდა ისეთ რეჟიმში, როდესაც ინფიცირებულთა ყოველი მომდევნო სტატისტიკა რეკორდულია.

ბოლო დღეებში საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რიცხვმა 1941-ით იმატა და საერთო რაოდენობა 26503-ს შეადგენს. მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge დღის პირველ ნახევარში განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში