ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძე: საპენსიო ასაკი მაშინ მოდის როცა სექსუალური ფანტაზია და ენერგია უკან იხევს

126
(განახლებულია 10:14 04.10.2020)
ფსიქოლოგი ნათია ფაბჯიკიძე საუბრობს ადამიანის სექსუალურ ენერგიასა და ფანტაზიაზე, რომელიც ასაკთან ერთად ქრება.
ნათია ფანჯიკიძე: საპენსიო ასაკი მაშინ მოდის როცა სექსუალური ფანტაზია და ენერგია უკან იხევს
„სექსუალურ ენერგიას ალმაცერად არ შეხედოთ. დღეს ძალიან ბევრი მეცნიერი ლაპარაკობს იმაზე, რომ ფანტაზია, ანუ როგორც ასეთი, აბსტრაქტული აზროვნება, ძალიან დიდ წილად უკავშირდება სიყვარულის ენერგიას. ადამიანი მაშინ არის ყველაზე შემოქმედებითი, როდესაც მას აქვს აქტიური სექსუალური ფანტაზიის ასაკი„- ამბობს ნათია ფანჯიკიძე.

ფსიქოლოგი ნათია ფაბჯიკიძე აღნიშნავს: „მოზარდობის დროს ჩვენს სხეულს ჩვენგან დამოუკიდებელი ცხოვრება აქვს, მიუხედავად იმისა, გვყავს თუ არა სიყვარულის ობიექტი. ასეთ შემთხვევაში, თინეიჯერები ხშირად შეყვარებულები არიან ხოლმე მათგან სრულიად დაშორებულ ობიექტზე. მე მაგალითად, მაიკლ ჯეკსონი მიყვარდა მხურვალე სიყვარულით. ეს იყო უსაფრთხო ობიექტი, იმიტომ, რომ მისი პლაკატის გაკვრა არანაირ საფრთხეს არ მიქმნიდა.“

126
თეა წულუკიანი

წულუკიანი: ოპოზიციას აწყობს რაც უფრო მეტი ქაოსი და დაპირისპირება იქნება

41
(განახლებულია 17:08 21.10.2020)
მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
წულუკიანი: ოპოზიციას აწყობს რაც უფრო მეტი ქაოსი და დაპირისპირება იქნება
„შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ოპოზიციას აწყობს რაც უფრო მეტი ქაოსი, მეტი დაპირისპირება, ტყუილზე დაფუძნებული განცხადებები და სპეკულაციები იქნება. მე მინდა, პირველ რიგში, როგორც კანდიდატმა, ჩვენს ამომრჩეველს მივმართო, რომ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს“, – ამბობს თეა წულუკიანი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებს 48 პარტია და ორი ბლოკი. მოსახლეობა აირჩევს 150 დეპუტატს – 120-ს პროპორციული და 30-ს – მაჟორიტარული სისტემით. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ პროპორციული სისტემით შეძლებენ ხმის მიცემას.

41
ივანე ჩხაიძე

ჩხაიძე: ამ ეტაპზე ქვეყანაში არც ერთი ტიპის ვირუსი არ ცირკულირებს

37
(განახლებულია 16:10 21.10.2020)
თსსუ-ის პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე სეზონურ გრიპებზე საუბრობს.
ჩხაიძე: ამ ეტაპზე ქვეყანაში არცერთი ტიპის ვირუსი არ ცირკულირებს
„ამ ეტაპზე ქვეყანაში არც ერთი ტიპის ვირუსი არ ცირკულირებს. გრიპის ვირუსს ველოდებით, სავარაუდოდ, ნოემბრის მეორე ნახევარში. იაშვილის კლინიკა გახლავთ დაავადებათა კონტროლის საყრდენი ბაზა. ყველა ბავშვი, ვისთანაც კეთდება ტესტირება გრიპზე, ეს არის იაშვილის პაციენტი. შესაბამისად, როცა ჩვენ დავიწყებთ ტესტირებას ლუგარის ლაბორატორიასთან ერთად, ჩვენ უკვე ზუსტად გვეცოდინება, გამოჩნდა თუ არა გრიპის ვირუსი ბავშვებში“, – ამბობს ივანე ჩხაიძე.

საქართველოში ყველაზე ხშირად B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3, H1 ვირუსები და რინოვირუსები.

37
რაგბი. საქართველო–შოტლანდიის დაპირისპირება

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - ბორჯღალოსნები შოტლანდიას დანაკლისით ხვდებიან

9
გუნდის თავკაცის, ლევან მაისაშვილის თქმით, თუ უთამაშებლობამ თავი არ იჩინა, კარგი და საინტერესო თამაში გამოგვივა

თბილისი, 22 ოქტომბერი Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების შემადგენლობა 23 ოქტომბერს „მარიფილდზე“ შოტლანდიის ნაკრებთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის ცნობილია. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

23–კაციან განაცხადში მოხვდა დებიუტანტი ლექსო ყაულაშვილი. ასევე დაბრუნდა ჯაბა ბრეგვაძე, რომელსაც 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ეროვნული ნაკრების მაისურით არ უთამაშია.

ბორჯღალოსნებს ტრავმების გამო რამდენიმე მორაგბე დააკლდებათ - ბექა გიგაშვილი, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ცუცქირიძე, ვანო კარგაძე და ლაშა ხმალაძე.

დანაკლისსა და შემადგენლობაზე ბორჯღალოსანთა თავკაცმა, ლევან მაისაშვილმა ისაუბრა.

„თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ მოთამაშეებს, ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიეთ. არ ვაპირებ ჩემი მორაგბეების რისკის ქვეშ დაყენებას“, - განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

მაისაშვილმა ნაკრების დებიუტანტ ლექსო ყაულაშვილზეც ისაუბრა. მისი თქმით, ლექსო კარგ ფორმაშია და გუნდის მზადების პროცესშიც კარგად ჩაერთო.

„გვყავს მობილური და სწრაფი მესამე ხაზი, თუ უთამაშებლობამ თავი არ იჩინა, კარგი და საინტერესო თამაში გამოგვივა“, - აღნიშნა მაისაშვილმა.

ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა კომენტარი რუსეთთან გადადებულ შეხვედრაზეც გააკეთა. მისი თქმით, ნაკრები მხოლოდ შოტლანდიასთან მატჩზეა კონცენტრირებული და რუსეთთან შეხვედრის გადადებას შემადგენლობის შერჩევაზე გავლენა არ ჰქონია.

შეგახსენებთ, 23 ოქტომბერს თბილისის დროით 22:30 საათზე ბორჯღალოსნები შოტლანდიის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.

ქართველ მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ>>

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მიზეზების გამო 2020 წელს დაგეგმილი რაგბის სანაკრებო მატჩები, მათ შორის საქართველო-რუსეთის შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

9
თემები:
სპორტის ამბები