ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია: კლინიკებს შორის კორონავირუსის მართვის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია

50
(განახლებულია 20:53 02.10.2020)
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების მდგომარეობას თბილისიდან ჩასული ექიმები ეცნობიან, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნია: კლინიკებს შორის კორონავირუსის მართვის ნაწილში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია
„ჩვენთვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის გამოცდილება, რაც დაგროვდა ეპიდემიის დაწყების პირველი დღეებიდან კლინიკური მართვის ნაწილში, იქნეს გაზიარებული მეტად გამოცდილ და ახალ კლინიკებს შორის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კლინიკური ექსპერტების ვიზიტი დღეს ბათუმში. მსგავსი ინიციატივები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში.

დღეს თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექსპერტების ჯგუფი კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ხელმძღვანელობით ბათუმში ჩავიდა.

50
მიკროფონი

ფსიქოლოგი: იგნორი რთულია ბავშვისთვის, ამიტომ ნებისმიერი ფორმით ცდილობს ყურადღება დაიბრუნოს

22
(განახლებულია 19:26 29.10.2020)
ნინო ბუაძე ბავშვების რთულ ქცევაზე და მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს, განიხილავს ცალკეულ შემთხვევაში ამგვარი ქცევის შედეგებს.
ნინო ბუაძე: იგნორი რთულია ბავშვისთვის, ამიტომ ნებისმიერი ფორმით ცდილობს ყურადღება დაიბრუნოს
„ბავშვების რთული ქცევა, რა თქმა უნდა, მის აღზრდასთან პირდაპირ კავშირშია. როდესაც ის გარკვეულ მარწუხებშია მოქცეული, უნდა რომ სადღაც გამოუშვას დაგროვილი ენერგია. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ისეთ შემთხვევებში, როდესაც ოთხი წელი ერთი მკაცრი პედაგოგი ჰყავს და როცა მეხუთე კლასში გადადის, მასთან სხვადასხვა პედაგოგები შემოდიან. მათგან ზოგი მკაცრია, ზოგი ნაკლებად მკაცრი. აი, იქ უკვე გამოუშვებენ ხოლმე ბავშვები თავის დაგროვილ ენერგიას, რომელიც იმ მკაცრ პედაგოგს კარგად ეჭირა, რის ფასად, ეს უკვე სხვა საკითხია“, – ამბობს ნინო ბუაძე.

ფსიქოლოგის აზრით: „ხშირ შემთხვევაში ბავშვების ამგვარი დაგრვილი ენერგია აგრესიული და დესტრუქციულია. ამას ასაკობრივი კრიზისებიც მოჰყვება ხოლმე. საიდან მოდის ე.წ. რთული ქცევა? - ჯერ ერთი, დაგროვილი ენერგიიდან, მეორე, დასწავლა–მიბაძვიდან, ანუ ვიღაცეები იქცევიან ასე და მეც უნდა მოვიქცე. მომწონს ის ბავშვი, რომელიც ჩემთვის ავტორიტეტია“.

22
გიორგი გახარია

გახარია: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყურძნის რეკორდული მოსავალი მოვიდა

25
(განახლებულია 14:48 29.10.2020)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საუბრობს რთველის შესახებ და ამბობს, რომ ეს იყო ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო რთველი.
გახარია: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყურძნის რეკორდული მოსავალი მოვიდა
„30 წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს იყო რეკორდული მოსავალი – 277 ათასი ტონა ყურძენი ჩაიბარეს ჩვენმა მეღვინეებმა მთავრობასთან და სახელმწიფოსთან ერთად. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო რთველი, ასევე გამოწვევებით სავსე რთველი პანდემიის პირობებში, როცა ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენს მევენახეებს, ჩვენს გლეხებს დავდგომოდით გვერდით“, – ამბობს გიორგი გახარია.

პრემიერის თქმით, ეფექტურად ჩაიარა რთველმა რაჭა-ლეჩხუმშიც, სადაც ასევე რეკორდული მოსავალი – 1400 ტონამდე  სხვადასხვა ჯიშის ყურძენი ჩააბარეს.

 

25
ვლადიმირ პუტინი დამცავ კომბინეზონში

პუტინმა რუსეთში კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაციის დაწყების ვადა დაასახელა

0
რუსეთი მზადაა უზრუნველყოს რუსულ ვაქცინებთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების გაყიდვა ან აწარმოოს ისინი უცხოელი პარტნიორების პლატფორმებზე

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ორივე რუსული ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

„რუსული ვაქცინის გამოცდები ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს, იმედი მაქვს, რომ მასობრივ ვაქცინაციაზე წლის ბოლოსთვის გადავალთ“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

მისი თქმით, პირველ რიგში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას რუსეთის მოქალაქეები მიიღებენ. თუმცა რუსეთი მზადაა უზრუნველყოს რუსულ ვაქცინებთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების გაყიდვა ან აწარმოოს ისინი უცხოელი პარტნიორების პლატფორმებზე.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნა მოწმობს, რომ ქვეყანაში მეცნიერება ვითარდება, საბჭოური სკოლა ცოცხალია.

ადრე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მოქალაქეების მასობრივი ვაქცინაზე რუსული ვაქცინით „სპუტნიკ V" ნოემბრის ბოლოს შეიძლება დაიწყოს.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აგვისტოში დაარეგისტრირა მსოფლიოში პირველი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკV",  რომელიც გამალეს ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ცენტრში შეიქმნა. ვაქცინა სამკვირიანი შუალედით პრეპარატის ორი კომპონენტის შეყვანას ითვალისწინებს. აგვისტოში იუწყებოდნენ, რომ „სპუტნიკ V“ მალე დამზადდება ასევე „რ-ფარმას“, „ბინოფარმისა“ და „ბიოკადის“ საწარმოებში.

რუსულ სამეცნიერო ცენტრ „ვექტორში“ დასრულდა SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ცდები. როგორც „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ განაცხადა, „ვექტორის“ ვაქცინა სახელწოდებით „ეპივაკკორონა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე რუსული ვაქცინა გახდება.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში