მიკროფონი

მიხეილ ხიდურელი: წელს მაქსიმალურად ბევრი კვალიფიციური ბიზნეს-იდეის დაფინანსებას შევძლებთ

57
(განახლებულია 19:10 29.09.2020)
მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამით გათვალისწინებული მიკროგრანტების ზღვარი 20 000 ლარიდან 30 000 ლარამდე გაიზარდა, განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
მიხეილ ხიდურელი: წელსმაქსიმალურად ბევრი კვალიფიციური ბიზნეს იდეის დაფინანსებას შევძლებთ
„წელს სხვა ანტიკრიზისული პროგრამების ფარგლებში მიკროგრანტების პროგრამასაც ექნება უპრეცედენტო ბიუჯეტი – 40 მილიონი ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ, სხვა წლებისგან განსხვავებით, წელს შევძლებთ მაქსიმალურად ბევრი კვალიფიციური ბიზნეს-იდეის დაფინანსებას და წარმატებული მეწარმის დახმარებას. რაც შეეხება უშუალოდ პროგრამის თანამონაწილეობას, ანუ იმ თანხას, რაც მეწარმემ თავის მხრივ უნდა დახარჯოს გრანტის მისაღებად, აქაც 20%-ის  ნაცვლად 10%-ის დადება მოუწევს“, – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენაა მიმართული. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში მეწარმეთა დახმარების მიზნით გადაწყდა პროგრამის გაფართოება.

57
ზურაბ მხეიძე

მხეიძე: ბავშვისთვის ფილმი კარგია, მაგრამ მას შეზღუდვა აქვს, წიგნი კი ფანტაზიას ავითარებს

23
(განახლებულია 09:50 25.10.2020)
ზურაბ მხეიძე საუბრობს ადრეული ასაკიდან ბავშვის აღზრდისა და აზროვნების ჩამოყალიბებისთვის გარე სამყაროსთან ცოცხალი ურთიერთობების მნიშვნელობაზე.
ზურაბ მხეიძე: „ბავშვისთვის ფილმი კარგია, მაგრამ მას შეზღუდვა აქვს, წიგნი კი ფანტაზიას ავითარებს“
„დღეს ძალიან მოდაშია სიტყვა აუტისტური  ბავშვი. ამბობენ, რომ ჩემს ბავშვს აუტიზმი აქვს, აუტისტური სპექტრი და ა. შ. პირველი, რაც მინდა ვთქვა, რომ ასეთი ტიპის განვითარების სტადიას ყველა ბავშვი ავტომატურ რეჟიმში გადის. ანუ როცა ის თავის თავს ეთამაშება, ელაპარაკება და გარე სამყაროსთან ნაკლები კონტაქტი აქვს, ეს ბუნებრივია და ამაში საპანიკო არაფერია“, - ამბობს ზურაბ მხეიძე.

ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე აღნიშნავს: „ექვსი თვის ბავშვს ხელში აძლევენ მობილურს და სადღაც, ერთი წლის ასაკში ის უკვე იწყებს მისით სარგებლობას: შედის იუთუბიზე, რაღაცეებს ნახულობს. მშობლებისა და ძიძებისთვის ეს მოსახერხებელია- ოღონდ თავი დაგვანებოს და ითამაშოს. ის ჩვევები, რაც მას სჭირდება, რომ გამოიმუშაოს ურთიერთობებისაგან და შეიმეცნოს გარესამყარო, ჩვენ მიმართული გვაქვს რაღაც ტექნიკურ მოწყობილიბებზე. შესაბამისად ხელს ვუწყობთ, რომ ის გარეთა, ცოცხალი ურთიერთობებით ნაკლებად დაინტერესდეს. როცა ბავშვი რაღაცას სწავლობს მას არა ცოდნითი კომპონენტი, არამედ ქცევითი მოდელი ესაჭიროება.“

 

23
დავით ტურაშვილი

დათო ტურაშვილი: ჩვენთან მოშიმშილეები ორი დღე შიმშლობდნენ, მერე წავიდოდა ქაბაბი და ჩალაღაჯი

55
(განახლებულია 10:15 24.10.2020)
დათო ტურაშვილი ვილნიუსში მომხდარ ამბავს იხსენებს, როდესაც იქაურ სტუდენტებთან აზრების გასაცვლელად ჩავიდა და ერთ კარავში მოულოდნელად ზურაბ ჟვანიას გადააწყდა.
დათო ტურაშვილი: ჩვენთან მოშიმშილეები ორი დღე შიმშლობდნენ, მერე წავიდოდა ქაბაბი და ჩალაღაჯი
„რადგან წინასაარჩევნო პერიოდია, ერთ წინაასაარჩევნო ამბავს მოვყვები. სტუდენტობის დროს აქ რომ იყო დიდი მოძრაობა, ლიტვაშიც იყო და დაგვპატიჟეს იქაურმა სტუდენტებმა და წავედით აზრების გასაცვლელად. წავედით მიტნგზე, საღამოობით ბარებში დავყავდით. ერთი დღე იყო ვილნიუსის მოედანზე დაგვათვალიერებინეს. აქ მთავარი პროცესები ხდებოდა“,- იხსენებს დათო ტურაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

მწერალი დათო ტურაშვილი: იმ დროს ამ მოედანზე შიმშილობდა ერთი ლიტველი პატრიოტი კაცი, რომელიც დამოუკიდებლობას ითხოვდა. ოღონდ ჩვენგან განსხვავებით ის მართლა შიმშილობდა. აქ პერმანენტულ შიმშილს ეძახდნენ, ორ დღეს ერთი შიმშილობდა, მერე მეორე ცვლიდა. ის კაცი მართლა შიმშილობდა, როცა ვნახეთ, 59-ე დღე იყო, კაცი, ფაქტობრივად მართლა წირავდა თავს. მე მინდოდა ნამდვილი მოშიმშილე მენახა და მის მნახველთა რიგში ჩავდექი.

55
თურქეთის დროშა

კორონავირუსუს გამო საქართველოში თურქეთის საკონსულო მუშაობას აჩერებს

0
დიპლომატიური მისია თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში საკონსულოს ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ.

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო თურქეთის საკონსულო მუშაობას აჩერებს, აღნიშნულია თურქეთის საელჩოს Facebook-გვერდზე. 

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დღე-ღამური მაჩვენებელი ორი ათასს უახლოვდება. ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, ნოემბერში ახალი შემთხვევების რაოდენობა სამ-ოთხ და ხუთი ათასსაც კი მიაღწევს დღე-ღამეში.

თურქეთის დიპლომატიური მისია აცხადებს, რომ საკონსულოში ოპერაციები აღარ განხორციელდება მანამ, სანამ ამის შესახებ ხელალხალი განცხადება არ გაკეთდება. საელჩო მიმართავს თავის მოქალაწქეებს, შესაძლო გადაუდებელი საკონსულო ოპერაციების განხორციელების მიზნით დაუკავშირდნენ საკონსულოს ცხელ ხაზს. 

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 28431-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10767 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3766 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2268 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში