Микрофон в мультимедийном пресс-центре Sputnik Грузия

მარინა ენდელაძე კორონავირუსით ინფიცირებულებზე: არიან მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტები

33
(განახლებულია 20:31 25.09.2020)
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განმარტა, რა შემთხვევაში აფასებენ ექიმები კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას მძიმედ ან კრიტიკულად მძიმედ.
მარინა ენდელაძე კორონავირუსით ინფიცირებულებზე: არიან მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტები
„არიან მძიმე პაციენტები, მაგრამ მძიმესა და კრიტიკულად მძიმე პაციენტს შორის არის განსხვავება, მძიმე პაციენტი გულისხმობს ძირითადად იმას, რომ პაციენტმა უნდა იმკურნალოს აუცილებლად სტაციონარში, კრიტიკულად მძიმეს კი უკვე პროგნოზულად ვერ ვსაზღვრავთ, სანამ არ გამოჯანმრთელდება, ამიტომ ისინი ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებებში მკურნალობენ“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 265-ით გაიზარდა და 4664-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1759 ადამიანი, გარდაიცვალა 27 პაციენტი. დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტებიდან 17-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

33
ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე: ინფექციას დავძლევთ და გამოვალთ ამ ეპიდემიიდან შედარებით ნაკლები დაზიანებებით

8
(განახლებულია 15:42 28.10.2020)
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია შეაფასა.
გამყრელიძე: ინფექციას დავძლევთ და გამოვალთ ამ ეპიდემიიდან შედარებით ნაკლები დაზიანებებით
„გვაქვს შემთხვევათა ზრდა. მგომარეობა ძალზედ საყურადღებოა, მაგრამ თუ ჩვენ ვიქნებით ერთად, დავიცავთ რეკომენდაციებს და მივყვებით იმ პრინციპებს, რასაც მუდამ ვღაღადებთ, დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ამ ინფექციას დავძლევთ და გამოვალთ ამ ეპიდემიიდან შედარებით ნაკლები დაზიანებებით“, - ამბობს გამყრელიძე.

მისი განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა მართავს სიტუაციას და პანიკის საფუძველი არ არის.

8
ნათია თურნავა

ნათია თურნავა: ჩვენ შეზღუდვები დავაწესეთ, როდესაც საჭირო იყო

47
(განახლებულია 20:28 27.10.2020)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, თუ რატომ არ აწესებს საქართველოს მთავრობა  შეზღუდვებს COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი ზრდის მიუხედავად.
ნათია თურნავა: ჩვენ შეზღუდვები დავაწესეთ, როდესაც საჭირო იყო
„ჩვენ დავაწესეთ შეზღუდვები აბსოლუტურად სწორ დროს, ეს იყო პანდემიის დასაწყისი, როდესაც არც არავინ საქართველოში და მსოფლიოში არ ვიცოდით სწორი რეაგირება პანდემიაზე, არ იყო ჯერ კიდევ ტესტირება იმ დონეზე, არ იყო კარგად ცნობილი მკურნალობის მეთოდილოგია და ის, თუ როგორ უნდა ემართა მსოფლიოს. იმ დროს თითოეული შემთხვევა იყო გაცილებით დიდი შოკი და დიდი საფრთხე, ვიდრე დღეს 10 შემთხვევაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეზღუდვები დავაწესეთ, როდესაც საჭირო იყო, რომ მოვმზადებულიყავით“, – განაცხადა თურნავამ.

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. 31 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით 110 ადამიანი იყო ინფიცირებული. იმ პერიოდში საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, გაჩერდა ტრანსპორტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ მკვეთრი ზრდა სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა უკვე 32127-ს მიაღწია.

47
როგორ იცავენ თავს კორონავირუსისგან

„ნივრის მძივი მიკეთია, ჩანთაში მაქვს არყის ბოთლი“ - ვიდეო, რომელსაც სოცქსელში განიხილავენ

0
(განახლებულია 14:14 28.10.2020)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც ქუჩაში გამოკითხვისას, ჟურნალისტის კითხვაზე - როგორ იცავს თავს კორონავირუსისგან, მოხუცი ქალი არაორდინალურ პასუხს იძლევა

ქალი ამობს, რომ კისერზე ნივრის მძივი უკეთია, ნიღაბს არ იხსნის, ჩანთით დააქვს არყის ბოთლი, რომლითაც დეზინფექციას იტარებს ხელებზე და „სათოფეზე არ ეკარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს“.

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევიდან 636  თბილისს უკავშირდება, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, შემდეგ კი იმერეთის რეგიონი.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 18 750 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ–კლინიკებში 4022 ადამიანია მოთავსებული, მათ შორის, თბილისში – 2012, აჭარაში – 673.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 33858-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 12632 ადამიანი, გარდაიცვალა – 238, კარანტინის რეჟიმშია 3757, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3847 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2249 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები