საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური: არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა

67
(განახლებულია 15:57 25.09.2020)
წინა ხელისუფლების პერიოდში სამჯერ მეტი დანაშაული ხდებოდა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ვახტანგ გომელაური: არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა
„წინა ხელისუფლების პერიოდში ციხეებში იჯდა 24-25 ათასი ადამიანი, დღეს 9 ათასამდეც არ არის, როგორც ვიცი, ციხეში და როცა ხდებოდა, პირობითად ვამბობ, 300 ერთეული დანაშაული, დღეს ხდება 100 ერთეული, ანუ სამჯერ მეტი ხდებოდა მაშინ, როდესაც სამჯერ მეტი ადამიანი იჯდა ციხეში... არის საიტზე ციფრები, რომელიც ყველას შეგიძლიათ ნახოთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მასმედიასთან ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ მდგომარეობაზე კომენტარი სასტუმრო „სტამბაში“ გააკეთა, სადაც საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი მიმდინარეობს.

 

67
გიორგი გახარია

გახარია: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყურძნის რეკორდული მოსავალი მოვიდა

10
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საუბრობს რთველის შესახებ და ამბობს, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო რთველი.
გახარია: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყურძნის რეკორდული მოსავალი მოვიდა
„30 წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს იყო რეკორდული მოსავალი - 277 ათასი ტონა ყურძენი ჩაიბარეს ჩვენმა მეღვინეებმა მთავრობასთან და სახელმწიფოსთან ერთად. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო რთველი, ასევე გამოწვევებით სავსე რთველი პანდემიის პირობებში, როცა ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენს მევენახეებს, ჩვენს გლეხებს დავდგომოდით გვერდით“, -ამბობს გახარია.

პრემიერის თქმით, ეფექტურად ჩაიარა რთველმა რაჭა-ლეჩხუმშიც, სადაც ასევე რეკორდული მოსავალი - 1400 ტონამდე  სხვადასხვა ჯიშის ყურძენი ჩააბარეს.

 

10
ყარაჯაანთ ეკლესია სოფელ გავაზში

საეკლესიო კალენდარი: 29 ოქტომბერი

69
(განახლებულია 19:33 28.10.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 ოქტომბერს ღირსი ზენონ იყალთოელის და მოწამე ლონგინოზ ასისთავისა ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

ღირსი ზენონ იყალთოელი

ზენონ იყალთოელი, ერთ-ერთი ასურელი მამა იყო ,  რომელიც VI საუკუნის შუა წლებში ჩამოვიდა ქ. ანტიოქიიდან საქართველოში თავის მასწავლებელ იოანე ზედაზნელთან ერთად.

ზენონ იყალთოელი ცხოვრობდა ჯერ ზედაზნის, შემდეგ კი თავისსავე დაარსებულ იყალთოს მონასტერში.

დასაფლავებულია იქვე. ზენონ იყალთოელის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო კახეთში ქრისტიანული ეკლესიის განმტკიცებას. მისი ცხოვრების აღმწერელი თხზულება შემონახული არ არის.

მოწამე ლონგინოზ ასისთავი

წმინდა ლონგინოზ ასისთავი წარმოშობით კაპადოკიიდან, დაბა არდალესიდან გახლდათ. პროკურატორ პილატე პონტოელის დროს იგი იუდეაში მსახურობდა რომაულ ჯარში. ლონგინოზი იყო უმცროსი ოფიცერი, ცენტურიონი. მისი ასეული იდგა გოლგოთის დასაცავად მაცხოვრის ჯვარცმის დროს. თავად ლონგინოზი, როგორც რაზმის მეთაური, მოქმედების ცენტრში იყო, ჯვარცმას ესწრებოდა. ლონგინოზმა და მისმა ჯარისკაცებმა იხილეს მაცხოვრის ჯვარცმა და წამება. გადმოცემის მიხედვით, ლონგინოზია სწორედ ის ჯარისკაცი, რომელმაც ხელშუბი (შუბი) უგმირა იესუს. 

ლონგინოზ ასისთავს თვალები სტკიოდა, მაცხოვრის მკერდიდან გადმოსულმა სისხლმა და წყალმა მისი სნეულება განკურნა.
წმინდა ლონგინოზმა და მისმა ჯარისკაცებმა იხილეს მაცხოვრის გარდაცვალების შემდეგ აღსრულებული სასწაულები, როცა იძრა მიწა და გასკდა კლდეები. ლონგინოზი დარწმუნდა, რომ ჯვარცმული მართლაც ღმერთი იყო.
შემდეგ ლონგინოზი და მისი რაზმი უფლის საფლავს იცავდნენ. ისინი მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის მოწმეებად იქცნენ. იუდეველებმა ვერ შეძლეს ლონგინოზისა და მისი ორი ჯარისკაცის მოსყიდვა, სხვები კი მოისყიდეს და ათქმევინეს, ქრისტეს ცხედარი მისმა მოწაფეებმა მოიპარესო.
ლონგინოზი და მისი ორი ჯარისკაცი ქრისტეს მოწაფეთა მიერ მოინათლნენ. მათ მიატოვეს სამხედრო სამსახური და სახარების ქადაგება დაიწყეს. წმინდა ლონგინოზი მეგობრებთან ერთად თავის მშობლიურ კაპადოკიაში გაემგზავრა. მათ უამრავი ადამიანი აზიარეს ჭეშმარიტებას.
იუდეველების რჩევით პილატემ დამსჯელი რაზმი გაგზავნა წმინდა ლონგინოზისა და მისი მეგობრების დასახოცად. წმინდა ლონგინოზი და მისი მეგობრები არც ცდილან წინააღმდეგობა გაეწიათ, ან დამალულიყვნენ. პილატეს წარგზავნილებს არ უნდოდათ მათი სიკვდილი, სურდათ გაეთავისუფლებინათ ლონგინოზი და მისი მეგობრები, მაგრამ ქრისტესთვის სიკვდილი წმინდანთათვის სასურველი იყო. მათ სთხოვეს სამხედროებს შეესრულებინათ ბრძანება...
წმინდა ლონგინოზისა და მისი ორი მეგობრის სხეულები კაპადოკიაში დაკრძალეს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრფნობით

69
გაზქურა

მთავრობა ზამთრის პერიოდში მოსახლეობის კომუნალურ ხარჯებს დაფარავს

0
(განახლებულია 11:54 29.10.2020)
საქართველოსმთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი, რომელიც მოიცავს, როგორც ბიზნესის დახმარებას, ისე სოციალურ მხარდაჭერას, 1 ნოემბრიდან იწყება

 

თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის კომუნალურ ხარჯებს ოთხი თვის მანძილზე დაუფარავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე. 

გახარიას თქმით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპზე, სახელმწიფო მოსახლეობის კომუნალურ ხარჯებს ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში სრულად დაფარავს.

„ჩვენ უკვე დავაანონსეთ მთავრობის ანტიკრიზიული გეგმის მესამე ტალღა დავაანონსეთ, რომელიც მოიცავს, როგორც ბიზნესის დახმარებას, ისე სოციალურ მხარდაჭერას. 1 ნოემბრიდან იწყება ჩვენი მოქალაქეებისთვის ზამთრის პერიოდში კომუნალური მომსახურების ანაზღაურება. ეს დახმარება შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელიც მოიხმარს 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას და ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზს. რა თქმა უნდა, აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე წყლის გადასახადიც“, – განაცხადა გახარიამ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მსგავს დახმარებას არ საჭიროებენ, საკუთარი განცხადების საფუძველზე შეუძლიათ უარი განაცხადონ მასზე.

იმ აბონენტების რაოდენობა, ვინც ყოველთვიურად 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, 1,2 მილიონს შეადგენს და სახელმწიფო დაახლოებით 17 მლნ ლარს გამოყოფს ამ მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების დასაფარად.

ასევე საქართველოში 670 ათასი აბონენტია, რომელიც თვეში 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირს მოიხმარს – სახელმწიფო ამ გადასახადების დასაფარად 27 მლნ ლარს გამოყოფს.

0
თემები:
საქართველოს მთავრობა