მარი მალაზონია

მალაზონია: დღეს კაცობრიობას ნიღბის ტარების და სუფთა ხელების  გარდა სხვა გამოსავალი არ აქვს

145
(განახლებულია 19:49 20.09.2020)
ექიმი-ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია საუბრობს, დღევანდელ სიტუაციაში რა არის გამოსავალი და როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან.
მალაზონია: დღეს კაცობრიობას ნიღბის ტარების და სუფთა ხელების გარდა სხვა გამოსავალი არ აქვს

„დოიჩე ველე“ ავრცელებს ინტერვიუს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ვირუსოლოგთან, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს. ეს გახლავთ კრისტიან დროსტენი. სწორედ მისი მოსაზრებით, დღეს კაცობრიობას ნიღბის ტარების, სუფთა ხელების გარდა სხვა არჩევანი არ აქვს. უფრო მეტიც, მან ძალიან სერიოზული პროგნოზები გააკეთა. ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს ტაქტიკა დაგვჭირდეს მომავალი წლის ბოლომდე. მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ის კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ დღეს კაცობრიობას სჭირდება ნიღბის სწორი ტარება, ჰიგიენის წესების დაცვა, რაც არის ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი არჩევანი“, - ამბობს მალაზონია.

მალაზონია ადამიანებს ურჩევს დედანში მოისმინონ ეს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ და რჩევები გაითვალისწინონ.

 

 

145
დავით ტურაშვილი

დათო ტურაშვილი: მენშევიკებად და ბოლშევიკებად რომ დაიყო პარტია, ეს კამოს ბრალი იყო

28
(განახლებულია 14:43 22.10.2020)
დათო ტურაშვილი საქართველოში დაბადებულ სომეხ რევოლუციონერთან დაკავშირებულ ამბებს და ეპიზოდებს ყვება.
დათო ტურაშვილი: მენშევიკებად და ბოლშევიკებად რომ დაიყო პარტია, ეს კამოს ბრალი იყო
„დარწმუნებული ვარ, რომ რესპუბლიკის მოედანზე დადგმული ველოსიპედის ავტორმა, რომელიც ფრანგია, შეიძლება არ იცის, რომ იმ ადგილას, სადაც ეს ძეგლის დადგეს, ქვემოთ, ელბაქიძის დაღმართზე, 1922 წელს ტრაგიკულად დაიღუპა კამო, რომელიც ველოსიპედით იყო და მანქანა დაეჯახა. კამოსთან ბევრი საინტერესო ეპიზოდია დაკავშირებული. კამო, იგივე სიმონ პეტროსიანი, საქართველოში, გორში დაბადებული სომეხი იყო. ძალიან კარგად იცოდა ქართული და თავის ანკეტაში მშობლიური ენის გრაფაში მითითებული აქვს ქართული ენა“,- ამბობს დათო ტურაშვილი.

მწერალი დათო ტურაშვილი ყვება: „კამომ ნახევარ დედამიწას რომ მოიცავდა ისეთი პარტიის სიმყარეში შეიტანა განხეთქილება. ეს 1903 წელს მოხდა. მან მოახდინა ტერორისტული აქტი, სხვებთან ერთად, მაგრამ მისი სულისჩადგმელი კამო იყო. რევოლუციონერებს „ნასედკა“ ჰყავდათ და შეატყობინეს, რომ რკინიგზის სადგურიდან ბანკში ფული გადმოჰქონდათ. ისინი თავს დაესხნენ გზაში და ამ ამბავს სრულიად უდანაშაულო 40 ადამიანი შეეწირა. მოხდა ისე, რომ ამ ტერაქტის შემდეგ მოხდა განხეთქილება, იმიტომ, რომ პარტიის ნაწილმა ჩათვალა, ამდენი ადამიანი თუ კვდება, ეს ბინძური ფული იყო და მისი გამოყენება არ შეიძლებოდა.“

 

28
კახა კუკავა

კუკავა: ჩვენ არა ვართ ნორმალური ერი, აფრიკელი კანიბალების ტომს დავემსგავსეთ

36
(განახლებულია 16:59 22.10.2020)
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მომხდარ ინციდენტზე საუბრობს.
კუკავა: ჩვენ არა ვართ ნორმალური ერი, აფრიკელი კანიბალების ტომს დავემსგავსეთ
„როდესაც მომხდარზე პირველი ინფორმაცია გავიდა, შინაგანად არ გამჩენია იმის სურვილი, რომ წავიდე და ბრიფინგი და აქცია ჩავატარო, როდესაც მიდის ოპერაცია. როგორ შეიძლება ამ სიტუაციში, როცა ტერორისტს ბანკის შენობა აქვს აღებული და იქ ჩვენი მოქალაქები იმყოფებიან, ან ხელისუფლებამ ილაპარაკოს იმაზე, მძევალი ნაცია თუ ქოცია, ან ოპოზიციიდან რა უნდათ იქ მაჟორიტარებს, რომ მიდიან და ბრიფინგს ატარებენ?!“ – ამბობს კახა კუკავა.

მისი თქმით, როგორც მმართველ გუნდს, ასევე ოპოზოციურ პარტიებს არ აქვთ უნარი, რთულ ვითარებაში რამდენიმე საათით მაინც დაივიწყონ ქიშპი და გაერთიანდნენ.

36
სპეცოპერაცია ზუგდიდში

კვარაცხელია: თავდამსხმელი იყო აგრესიული, საუბრობდა ქართულად და მეგრულად

0
(განახლებულია 17:53 22.10.2020)
გუშინ  შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ზუგდიდში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალზე.  შეიარაღებულმა პირმა 40–ზე მეტი ადამიანი მძევლაად აიყვანა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. მამაკაცი, რომელიც ხელყუმბარითა და იარაღით ბანკში შეიჭრა, დაახლოებით 35-40 წლამდეა, განაცხადა ჟურნალისტებთან ყოფილმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ.

კვარაცხელია ერთ-ერთი მათგანია, რომელიც შეიარაღებულმა პირმა ოთხშაბათს ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისას მძევლად აიყვანა. 

მისი თქმით, შეიარაღებულ პირს მთელი ამ ხნის მანძილზე ნიღაბი არ მოუხსნია, ამიტომაც მისი სახე არავის დაუნახავს, თუმცა ხმით მისი ამოცნობა შეიძლება შეძლოს.

„მისი ხმა შეიძლება მივამსგავსო, მაგრამ ამოცნობა ნამდვილად არ შემიძლია. ძირითადად ქართულად საუბრობდა, ვეცადეთ, რომ კომუნიკაცია გვქონოდა და რამდენჯერმე მეგრულადაც გვიპასუხა", – განაცხადა კვარაცხელიამ.

მან ჟურნალისტებთან დეტალურად ისაუბრა ბანკში განვითარებული მოვლენების შესახებ.

„ბანკში ახალი პლასტიკური ბარათის ასაღებად მივედი, ავიღე ნომერი და რიგში ჩავდექი. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. თავდამსხმელისგან საფრთხე რეალური იყო. ჩვენი მიზანი ის იყო, რომ გარეთ ცოცხალი გამოვსულიყავით“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

„იყვნენ სამნი, აქედან ორნი - „ფეიკ მძევალი“ - ნიკა გვარამია თავდასხმის დეტალებს ასაჯაროებს>>>

მისი თქმით, თავიდან გასროლა ქუჩიდან გაიგონა, შემდეგ კი ბანკში შეიარაღებული პირი შევარდა, რომელმაც ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა.

„ჩემი თვალით დავინახე ეს ყველაფერი და მივხვდი რაც გვემუქრებოდა. შემდეგ ამ ადამიანმა ორჯერ გაისროლა იმ პირის მიმართულებით, ვინც გარედან ვიდეოს გვიღებდა. შემდეგ მან დაგვავალა დაგვერეკა 112-ში, ერთს კი „ტვ პირველში და გვაიძულებდა მხოლოდ ის ვეთქვა, რასაც თავად გვეუბნებოდა“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

როგორც ყოფილი მძევალი იხსენებს, გამტაცებელი თავიდან აგრესიული იყო და ეტყობოდა, რომ იარაღთან ურთიერთობის საკმაო გამოცდილება ჰქონდა.

„თავიდან აგრესიული იყო იმდენად,  რაც ხალხის შესაშინებლად და მათზე შთაბეჭდილების მოსახდენად იყო აუცილებელი. მაგრამ იმ 7 საათის განმავლობაში, რაც ჩვენ იქ გავატარეთ, იგი დამშვიდდა. ზოგიერთმა ხუმრობაც დაიწყო. ჩვენ ვცდილობდით მასთან ურთიერთობის დამყარებას... მას შემდეგ, რაც მან ფული აიღო, ორმა მძევალმა თავად გამოთქვა მზადყოფნა მასთან ერთად წასვლაზე იმ შემთხვევაში, თუ იგი მძევლებად ქალების წაყვანას დააპირებდა, მესამე კი მან თავად აირჩია“, – განაცხადა კვარაცხელიამ. 

მისი თქმით,  ჩანთა, რომელიც თავდამსხმელს მიუტანეს, მან მძევლების თვალწინ გახსნა, სადაც ხუთი შეკვრა იყო. თუმცა, რა იყო ჩანთაში, დაზუსტებით ამის თქმა არ შეუძლია.

ირაკლი კვარაცხელიას განცხადებით,  თავდამსხმელს სამართალდამცველებთან მძევლის ტელეფონით ჰქონდა კომუნიკაცია. მან სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ავთანდილ გალდავას მძევლების გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა.

გუშინ  შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ზუგდიდში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალზე.  შეიარაღებულმა პირმა 40–ზე მეტი ადამიანი მძევლაად აიყვანა.  ბოროტმოქმედი  ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ან მანქანას, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. 

 

მძევლების აყვანის გახმაურებული შემთხვევები საქართველოში>>>

მძევლები გათავისუფლების სპეცოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, მძევლების გათავისუფლება სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ავთანდილ გალდავას დამსახურებით მოხდა, რომელიც ბოლო ეტაპზე მძევლებს ჩაენაცვლა. მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ამ დროისთვის ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ბოროტმოქმედზე კი ძებნაა გამოცხადებული.

ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს.

0
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა