ნათია თურნავა

თურნავა: ნოემბერ-დეკემბერში საბერძნეთთან ავიამიმოსვლა აღდგება

92
(განახლებულია 18:59 19.09.2020)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  ნათია თურნავა  საბერძნეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე საუბრობს.
თურნავა: ნოემბერ-დეკემბერში საბერძნეთთან ავიამიმოსვლა აღდგება

„ჩვენ ამ დღეებში ვმასპინძლობთ უნიკალურ, მაღალი დონის ფორუმს. ჩვენთან იმყოფება 15 ქვეყნის ლიდერი ტურისტული ინდუსტრიის ანუ, ტურისტული დარგის ხელმძღვანელი. ისინი არიან  15 ქვეყნის მინისტრები და მოადგილეები, ვინც პირველად, პანდემიის პირობებში, ფიზიკურად შეიკრიბა და ამისთვის სწორედ საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა შეარჩიეს და აქ იმსჯელეს და მიიღეს ე.წ. თბილისის დეკლარაცია გლობალური ტურიზმის მომავალთან დაკავშირებით“,- ამბობს თურნავა.

მინისტრის თქმით,  სავარაუდოდ, ნოემბერ-დეკემბერში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ფარგლებში, საბრძნეთთან აღდგება ავიამიმოსვლა.

 

92
ნათია თურნავა

ნათია თურნავა: ჩვენ შეზღუდვები დავაწესეთ, როდესაც საჭირო იყო

39
(განახლებულია 20:28 27.10.2020)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, თუ რატომ არ აწესებს საქართველოს მთავრობა  შეზღუდვებს COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი ზრდის მიუხედავად.
ნათია თურნავა: ჩვენ შეზღუდვები დავაწესეთ, როდესაც საჭირო იყო
„ჩვენ დავაწესეთ შეზღუდვები აბსოლუტურად სწორ დროს, ეს იყო პანდემიის დასაწყისი, როდესაც არც არავინ საქართველოში და მსოფლიოში არ ვიცოდით სწორი რეაგირება პანდემიაზე, არ იყო ჯერ კიდევ ტესტირება იმ დონეზე, არ იყო კარგად ცნობილი მკურნალობის მეთოდილოგია და ის, თუ როგორ უნდა ემართა მსოფლიოს. იმ დროს თითოეული შემთხვევა იყო გაცილებით დიდი შოკი და დიდი საფრთხე, ვიდრე დღეს 10 შემთხვევაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეზღუდვები დავაწესეთ, როდესაც საჭირო იყო, რომ მოვმზადებულიყავით“, – განაცხადა თურნავამ.

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. 31 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით 110 ადამიანი იყო ინფიცირებული. იმ პერიოდში საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, გაჩერდა ტრანსპორტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ მკვეთრი ზრდა სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა უკვე 32127-ს მიაღწია.

39
თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი: ოპოზიცია არჩევნების დღეს ცრუ ინფორმაციების შექმნას შეეცდება

24
(განახლებულია 19:17 27.10.2020)
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე რეგისტრირებული 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 ან პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, ან მათთან აფილირებულია, განაცხადა „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე.
თეა წულუკიანი: ოპოზიცია არჩევნების დღეს ცრუ ინფორმაციების შექმნას შეეცდება
„არსებობს გარკვეული სქემა, რომლის თანახმად, ოპოზიციური სპექტრი და მათი ზოგიერთი ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან, რომ შექმნან ცრუ ინფორმაციები არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში იმასთან დაკავშირებით, თითქოს იყო საარჩევნო დარღვევები და სხვადასხვა ინსტიტუტებმა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას ვერ გაართვეს თავი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანმა, რომელიც მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია, ამომრჩეველს შეახსენა რამდენიმე დღის წინ „ეუთო/ოდირის“ მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიში, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ „საქართველოში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ პარტიებთან არის აფილირებული".

 

24
კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V

კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა ჯანმოში გადაკვალიფიცირებას გაივლის

12
კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გადაკვალიფიცირებაზე გადაამისამართეს.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. პირდაპირი ინვესტირების რუსულმა ფონდმა განაცხადები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V"-ის რეგისტრაციისა და გადაკვალიფიცირების დაჩქარებული პროცედურისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში შეიტანა, იუწყება РИА Новости.

როგორც ფონდის განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ჯანმოს კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინის გადაკვალიფიცირებისთვის მიმართა.

ვაქცინა ეპივაკკორონა
photo : press-service of Russian Federal Service for Surveillance on Consumer Rights Protection and Human Wellbeing (Rospotrebnadzor)

„რუსეთმა პირველმა მსოფლიოში დაარეგისტრირა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V", რომელიც ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების უსაფრთხო, ეფექტურ და კარგად შესწავლილ პლატფორმაზე შეიქმნა... მადლობას ვუხდით ჯანმოს აქტიური თანამშრომლობისთვის და გადაკვალიფიცირების პროცესის ყველა ძირითადი ეტაპის წარმატებული გავლის იმედს ვიტოვებთ“, - განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა.

გადაკვალიფიცირების პროგრამა - სამკურნალო საშუალებათა ხარისხის უზრუნველყოფის ერთადერთი გლობალური პროგრამაა. მის კოორდინირებას ახდენს ჯანმო, რომელიც ახორციელებს სამკურნალო პრეპარატების ხარისხის, უსაფრთხოების და ეფექტურობის შეფასებას. თუ სამედიცინო პრეპარატი შეესაბამება ჯანმოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს, ის გადაკვალიფიცირება გავლილ პრეპარატების ჩამონათვალში შეაქვთ.

პანდემიის გათვალისწინებით, რუსული ვაქცინის რეგისტრაციის დაჩქარებული პროცედურა (Emergency Use Listing, EUL) გახდის მას ხელმისაწვდომს მთელი მსოფლიოსთვის გაცილებით უფრო მოკლე ვადებში, ვიდრე ამას ჩვეულებრივი პროცედურები ითვალისწინებს, და ხელს შეუწყობს გლობალურ ძალისხმევას კორონავირუსის ინფექციის პრევენციისათვის, აღნიშნავს სააგენტო.

თუ ვაქცინა წარმატებით გაივლის გადაკვალიფიცირებას, ის შევა სამკურნალო პრეპარატების ჩამონათვალში, რომელსაც საერთაშორისო შემსყიდველი ორგანიზაციები და ქვეყნები სამკურნალო საშუალებების მასობრივი შესყიდვების მართვის პროცესში იყენებენ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი რუსული ვაქცინა გახდა პრეპარატი სახელწოდებით „სპუტნიკ-V“, რომელიც გამალეს ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ცენტრში შეიქმნა. სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ეპივაკკორონას“ წარმოება, რომელიც სამეცნიერო ცენტრ „ვექტორში“ შემუშავდა. ასევე გრძელდება მუშაობა ჩუმაკოვის იმუნობიოლოგიური პრეპარატების შექმნისა და კვლევების ცენტრში ცოცხალი ვაქცინის შემუშავებაზე.

12
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში