მიკროფონი

ციციშვილი: პირველ რიგში სიახლე შეეხება პირველკლასელებს

78
(განახლებულია 18:02 16.09.2020)
„ტელესკოლის“ გენერალური პროდიუსერი თამარ ციციშვილი კორონავირუსის პირობებში დაწყებულ სასწავლო პროცესზე და „ტელესკოლის“ მიზანზე საუბრობს.
ციციშვილი: პირველ რიგში სიახლე შეეხება პირველ კლასელებს
„ამისთვის მთელი ზაფხული ვემზადებოდით. პირველ რიგში სიახლე შეეხება პირველკლასელებს, გამომდინარე იქიდან, რომ თუ დისტანციურად სწავლა პირველ კლასში იქნებოდა, ყველაზე მეტად ეს იქნებოდა რთული პროცესი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ პირველი კლასის გაკვეთილები პირველკლასელებთან ერთად ჩაგვეწერა და ამით ცოტა მაინც გაგვეადვილებინა ტელევიზორიდან ინფორმაციის მიღება ბავშვებისთვის“, – ამბობს ციციშვილი.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მეორე სატელევიზიო სეზონზე განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით სკოლის მოსწავლეებს თავისი რესურსი შესთავაზა. „ტელესკოლა“ მოსწავლეების საგაკვეთილო ბადით შეივსო, დაემატა პროგრამები და განახლებული ეთერის სახით მოსწავლეებს სწავლის დამატებითი რესურსი გაუჩნდათ.

78
ირაკლი კობახიძე

კობახიძე: როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება...

28
(განახლებულია 14:37 23.09.2020)
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე  ოპოზიციურ სპექტრზე საუბრობს.
კობახიძე: როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება...
„როდესაც ხარ სუსტი, ასეთ დროს იწყება რღვევა და ამის შედეგია მუდმივი კინკლაობა და დაპირისპირება არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ განშტოებებს შორის, არამედ თვითონ პარტიების შიგნითაც. „ნაცმოძრაობის“ შიგნით არის სამი განშტოება, რომლებიც ერთმანეთს იმაზე მეტად ვერ იტანენ, ვიდრე შეიძლებ სხვა ვერ იტანდეს მათ. შიგნით მიდის მძიმე პროცესები და ეს იმის შედეგია, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან საარჩევნო კუთხით“, -ამბობს კობახიძე.

მისი თქმით,  არსებობს გარკვეული ტიპის დანაშაულები, რომლებიც პოლიტიკოსს არა მხოლოდ იმიტომ არ უნდა ეპატიოს, რომ მას პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ ჰქონდეს, არამედ ეს დანაშაულები მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანები ასეთ დანაშაულებს აუცილებლად გაიმეორებენ.

 

28
ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: „ქართულ ოცნებას“ თუ ჩემი ხმა დასჭირდა, არ ვაპირებ, ეს ხმა მივცე

31
(განახლებულია 14:30 23.09.2020)
პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველანაირ კოალიციაში შესვლას არ აპირებს.
ბურჯანაძე: „ქართულ ოცნებას“ თუ ჩემი ხმა დასჭირდა, არ ვაპირებ, ეს ხმა მივცე
„მე არ ვაპირებ ყველანაირ კოალიციაში შესვლას, თუნდაც ვინმე ძალიან შემეხვეწოს. თუ ბიძინა ივანიშვილი აპირებს, ამ ტიპის მმართველობა გააგრძელოს, რასაც ალბათ, აპირებს, რადგან ეს მისი მმართველობის სტილია და სხვაგვარად ვერ შეძლებს, მე არ ვაპირებ ფეოდალური მმართველობის გაგრძელებას ხელი შევუწყო. თუ „ქართულ ოცნებას“ კოალიციაში პირობითად, ჩემი ხმები დასჭირდება, მე არ ვაპირებ, მათ ეს ხმა მივცე. იმიტომ, რომ მმართველობის სტილი, რაც მათ აქვთ, ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ მეორე მხარეს იქნებიან ოპოზიციური პარტიები და ისინი კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს დააყენებენ, ის მას ხმას არ მისცემს, რადგან არ თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისთვის მისაღები პრემიერ-მინისტრი იქნება. 

 

31
გაეროს შტაბბინა

მოსაზრება: აშშ მზადაა, დაშალოს გაერო

0
(განახლებულია 15:57 23.09.2020)
გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე დღეს ყველაზე მეტი ინტერესი კანონზომიერად გამოიწვია პლანეტის სამი ყველაზე გავლენიანი ადამიანის მოხსენებებმა

ირინა ალქსნინი

დისტანციური ვიდეოფორმატი, რომლის მეშვეობითაც იღებენ მსოფლიო ლიდერები მონაწილეობას გაეროს გენასამბლეის საიუბულეო, 75–ე სესიაში, უნებურად უფრო მეტ ინფორმაციასა და საფიქრალს იძლევა, ვიდრე მათი ტრადიციული გამოსვლები ორგანიზაციის ნიუ–იორკის შტაბბინაში. ანტურაჟიც კი, რომელშიც იმყოფებიან სახელმწიფოთა ლიდერები, მეტად სიმბოლურია.

ყველაზე მეტი ინტერესი დღეს კანონზომიერად გამოიწვია პლანეტის სამი ყველაზე გავლენიანი ადამიანის მოხსენებებმა. დონალდ ტრამპის სიტყვა კიდევ ერთ წინასაარჩევნო ღონისძიებად იქცა, რომელშიც ხაზგასმული იყო არა მარტო მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი —  ანტიჩინური მიმართულება, არამედ ამერიკის ლიდერის გაეროსადმი ქედმაღლურ–დამამცირებელი დამოკიდებულებაც.  

ტრამპმა სიტყვა თეთრი სახლის ჩვეულ პრეს–ვითარებაში წარმოთქვა, სახელმწიფო დროშისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის დროში ფონზე — ყოველგვარი იმაზე მინიშნების გარეშე, რომ მისი სიტყვის ადრესატი არათუ გაერო, არამედ თუნდაც საერთაშორისო აუდიტორია იყო.

ამერიკის ლიდერი მანამდე არარერთგზის აცხადებდა, რომ, ვინაიდან მისი ქვეყანა გაერთიაებული ერების ორგანიზაციის ფინანსირების ყველაზე მსხვილი წყაროა, ამიტომ ის ვაშინგტონის ქვეშევრდომია და ვალდებულია, შეასრულოს მისი განკარგულებები.

ეჭვგარეშეა, მისი წინამორბედებიც ანალოგიურად ფიქრობდნენ, მაგრამ ტრამპი პირველი აღმოჩნდა, ვინც თავს უფლება მისცა, ამგვარი პოზიცია ღიად დაეფიქისირებინდა და თანაც დასჯით დამუქრებოდა ურჩობის შემთხვევაში. ასე რომ, მის მიერ დღევანდელი გამოსვლის გამოყენება საარჩევნო კამპანიის ამოცანების გადასაჭრელად, სრულად ჯდება ამგვარი მიდგომის  ჩარჩოში.

რუსულმა მედიასაშუალებებმა შენიშნეს, რომ ამერიკის პრეზიდენტს არცერთხელ არ უხსენებია რუსეთი. სამაგიეროდ ჩინეთი დასახელდა თორმეტჯერ (სხვათა შორის, აშშ–მა მხოლოდ ათჯერ გაიჟღერა). სწორედ ეს გამომწვევი, პირდაპირ სკანდალური ანტიჩინური სული იყო ტრამპის სიტყვის არსი. მარტო პეკინის დასჯის მოწოდება რად ღირდა, კორონავირუსის გავრცელების გამო, ან სიტყვაში „ჩინური ვირუსის“ გამოყენება.  

ამერიკული მოხსენების ხაზგასმით კონფრონტაციული ხასიათი ეწინააღმდეგება გაეროს ტრადიციებსა და დაუწერელ კანონებს. მაგრამ პეკინი აშკარად ელოდებოდა მსგავს დემარშს. და საქმე მარტო ის არაა, რომ ამერიკის პრეზიდენტის გამოხდომებს ელვისებურად მოჰყვა ჩინეთის წარმომადგენლის პასუხი.

სი ძინ პინის სიტყვა მიმდინარე მომენტის ყველაზე მწვავე პრობლემებს ეძღვნებოდა (უპირველესად, რაღა თქმა უნდა, COVID-19–თან მსოფლიო ბრძოლას) და ჩვეულ აწონილ–დაწონილ ტონში იყო „გამოყვანილი“.

თუმცა ეს კია, ქვეყნის ლიდერი ჩინეთის დიდი კედლისა და ჩინური მკაცრი ბუნების მასშტაბური გამოსახულების ფონზე იჯდა. ძნელი იყო, არ გაგეგოთ კომპოზიციაში ჩადებული გამჭვირვალე სიმბოლური ქვეტექსტი: ზი ძინპინის ზურგს უკან დგას უზარმაზარი უძველესი ქვეყანა, რომელიც მზადაა, გაუძლოს ნებისმიერ გარე საფრთხეს.

ამერიკული და ჩინელი კოლეგების კონტრასტის ფონზე რუსეთის პრეზიდენტის სიტყვა ყველაზე ტრადიციული ჩანდა: დაწყებული პუტინის მიერ წამოწეული, თანამედროვეობის ფუნდამენტური პრობლემების ფართო სპექტრიდან, დასრულებული ხაზგასმული „გაეროული“ ანტურაჟით, რომლის ფონზეც ის საუბრობდა. დაცული იყო რუსეთის ლიდერის საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის ისეთი თავისებურებაც, როგორიცაა ტექსტის ფურცლიდან კითხვა და არა ტელესუფლიორის გამოყენება.

პუტინი საუბრობდა გაეროს როლის მნიშვნელობაზე პლანეტაზე სტრატეგიული სტაბილურიბის მხარდაჭერაში, ისტორიის დამახინჯების დაუშვებლობაზე, შეიარაღებაზე კონტროლის შენარჩუნების აუცილებლობასა და, რაღა თქმა უნდა, კოლექტიური საერთაშორისო ძალისხმევების მნიშვნელობაზე კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში და მის სოციალურ–ეკონომიკურ შედეგებზე.

არსობრივადაც და ფორმითაც ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის სიტყვა, რომლის ქვეყანაც უბრალოდ თვალს ადევნებს მსოფლიოს მორიგ ქაოსის ეპოქაში ჩაძირვას და ამასთან, ყველაფერს აკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული, რომ არ დაუშვას ყველაზე საშინელი შედეგი.

პუტინმა კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომ 75 წლის განმავლობაში არსებული საერთაშორისო თანამშრომლობის, დიალოგისა და ურთიერთგაგების სისტემას გასულ ჯერზე საშინელი ფასი გადაეხადა. და რუსეთი, რომელმაც მაშინ მასში დიდი წვლილი შეიტანა, ბოლომდე იქნება ნორმალურობისა და ჯანსაღი აზრის პატარა კუნძული, რომლის იმედიც პლანეტას ყოველთვის შეიძლება ჰქონდეს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

0