Микрофон в мультимедийном пресс-центре Sputnik Грузия

მარინა კაჭარავა: თუ ეს მოთხოვნა ვერ დავიკმაყოფილე, მაშინ ხან ზვიადის ვყვირი, ხან მიშას

54
(განახლებულია 10:58 13.09.2020)
მარინა კაჭარავა საუბრობს საკუთარი თავის შეცნობისა და ადამიანის თვითშეფასების ჩამოყალიბების საკითხებზე.
მარინა კაჭარავა: თუ ეს მოთხოვნა ვერ დავიკმაყოფილე, მაშინ ხან ზვიადის ვყვირი, ხან მიშას
„საიდან ვიცი მე ვინ ვარ და როგორი ვარ?- უცნაური კითხვაა. მე ვარ არსებითი სახელი და მეორე- როგორი ვარ. მე ვარ არსებითი სახელი, ანუ მაქვს სახელი, გვარი, პროფესია და ასე შემდეგ,  ყველა ეს ჩემი სოციალური როლია. თქვენ როგორ ფიქრობთ ჩემზე, ამაზე მე ჩემი თვითშეფასებიდან გამომდინარე შემიძლია ვიმსჯელო. საკუთარ თავზე რასაც ვფიქრობ, იმას ვიჭერ, რასაც არა იმას ვატარებ“- ამბობს მარინა კაჭარავა სატელევიზიო გამოსვლაში.

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა ამბობს: „მე რასაც ვფიქრობ სხვებზე, ესეც ჩემი „მეს“ ნაწილია და თქვენ რასაც ფიქრობთ ჩემზე ესეც ჩემი წარმოდგენაა საკუთარ თავზე. ადამიანს უჩნდება საკუთარ თავზე წარმოდგენა და ამის ჩამოყალიბება ბავშვობაში ხდება. სარკის წინ მდგარი კითხულობ: ვინ არის ყველაზე ლამაზი? რა თქმა უნდა მე!- ამგვარ თვითშეფასებას მხოლოდ მშობლები გიყალიბებენ“.

54
ირაკლი კობახიძე

კობახიძე: როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება...

31
(განახლებულია 18:39 23.09.2020)
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციურ სპექტრზე საუბრობს.
კობახიძე: როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება...
„როდესაც ხარ სუსტი, ასეთ დროს იწყება რღვევა და ამის შედეგია მუდმივი კინკლაობა და დაპირისპირება არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ განშტოებებს შორის, არამედ თვითონ პარტიების შიგნითაც. „ნაცმოძრაობის“ შიგნით არის სამი განშტოება, რომლებიც ერთმანეთს იმაზე მეტად ვერ იტანენ, ვიდრე შეიძლება სხვა ვერ იტანდეს მათ. შიგნით მიდის მძიმე პროცესები და ეს იმის შედეგია, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან საარჩევნო კუთხით“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

„ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, არსებობს გარკვეული ტიპის დანაშაულები, რომლებიც პოლიტიკოსს არა მხოლოდ იმიტომ არ უნდა ეპატიოს, რომ მას პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ ჰქონდეს, არამედ ეს დანაშაულები მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანები ასეთ დანაშაულებს აუცილებლად გაიმეორებენ.

 

31
ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: „ქართულ ოცნებას“ თუ ჩემი ხმა დასჭირდა, არ ვაპირებ ეს ხმა მივცე

35
(განახლებულია 17:41 23.09.2020)
პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველანაირ კოალიციაში შესვლას არ აპირებს.
ბურჯანაძე: „ქართულ ოცნებას“ თუ ჩემი ხმა დასჭირდა, არ ვაპირებ, ეს ხმა მივცე
„მე არ ვაპირებ ყველანაირ კოალიციაში შესვლას, თუნდაც ვინმე „ძალიან შემეხვეწოს“. თუ ბიძინა ივანიშვილი აპირებს ამ ტიპის მმართველობა გააგრძელოს, რასაც, ალბათ, აპირებს, რადგან ეს მისი მმართველობის სტილია და სხვაგვარად ვერ შეძლებს, მე არ ვაპირებ ფეოდალური მმართველობის გაგრძელებას ხელი შევუწყო. თუ „ქართულ ოცნებას“ კოალიციაში, პირობითად, ჩემი ხმები დასჭირდება, მე არ ვაპირებ მათ ეს ხმა მივცე. იმიტომ რომ მმართველობის სტილი, რაც მათ აქვთ, ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ მეორე მხარეს იქნებიან ოპოზიციური პარტიები და ისინი კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს დააყენებენ, ის მას ხმას აგრეთვე არ მისცემს, რადგან არ თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისთვის მისაღები პრემიერ-მინისტრი იქნება. 

 

35
საარჩევნო პლაკატები აღმაშენებლის გამზირზე

შეადარე პარტიები და გააკეთე არჩევანი: ამომრჩევლებისთვის აპლიკაცია ამუშავდა

0
(განახლებულია 19:54 23.09.2020)
სოციალური გამოკითხვებით, საქართველოში ამომრჩევლების დიდ ნაწილს ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ პარტიას მისცეს ხმა

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ამუშავდა აპლიკაცია სახელწოდებით „საარჩევნო კომპასი - საქართველო“, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველს დაეხმარება პარტიების პოზიციები სხვადასხვა საკითხზე შეადაროს.

„წავალ, მაგრამ არ ვიცი, ვის მივცემ ხმას...“: დავუჯეროთ თუ არა გამოკითხვებს არჩევნების წინ >>

აპლიკაციის და ვებგვერდ Partiebi.Ge-ს პრეზენტაცია ოთხშაბათს გაიმართა. ღონისძიებაზე მიწვეული იყო პოლიტიკური პარტიების ლიდერები და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ახალი აპლიკაცია - ეს არის უპარტიო, ელექტრონული ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებლებს აწვდის ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების პოზიციების შესახებ და ეხმარება ამომრჩეველს გაერკვეს, რომელიც პოლიტიკური პარტიის შეხედულებები არის მისთვის მისაღები.

აპლიკაცია ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია. პროექტი განახორციელეს CRRC Georgia-ს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) და თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მკვლევარებმა აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID), გერმანული პოლიტიკური ფონდების და ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით.

რაც შეეხება ვებგვერდ www.partiebi.ge-ს, ეს პროექტი განახორციელა აღმოსავლეთ ევროპული მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა (EECMD), რომელიც 2012 წლიდან აქვეყნებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე საქართველოს პოლიტიკური პარტიების შეხედულებებს. პროექტს აფინანსებს ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.

საქართველოში საპარლამენტო პარტიები 31 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისათვის არჩევნებისთვის დარეგისტრირებულია 58 პარტია და ორი ბლოკი.

0
თემები:
თანამედროვე ტექნოლოგიები