თალაკვაძე: ისინი ახალ იდეებს, ახალ ენერგიას და მოტივაციას შემოიტანენ პოლიტიკაში

© photo: Archil Talakvadze / FBПредседатель парламента Грузии Арчил Талаквадзе
Председатель парламента Грузии Арчил Талаквадзе - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ოცეულის წარდგენის შესახებ საუბრობს.
თალაკვაძე: ისინი ახალ იდეებს, ახალ ენერგიას და მოტივაციას შემოიტანენ პოლიტიკაში
„ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი პროპორციული სიის პირველი ოცეული. აქვე მინდა გითხრათ, რომ სიის დანარჩენ ნაწილშიც იქნებიან ძალიან ღირსეული ადამიანები წარმოდგენილი. მე ვერ ვნახე ვერც ერთი საქმიანი და ობიექტური შეფასება ჩვენი ოპონენტების მხრიდან. მათი კომენტარები უბრალოდ არის საფუძველს მოკლებული, ძალიან სუსტი“, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ პარტიამ წარადგინა ნამდვილად კარგი გუნდი, სადაც გამოცდილი ადამიანები და ასევე ახალი სახეები, ახალი ადამიანები, ახალი კადრები არიან წარმოდგენილი. თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ ისინი ახალ იდეებს, ახალ ენერგიას და მოტივაციას შემოიტანენ პოლიტიკაში.

ყველა ახალი ამბავი
0