მიკროფონი

შეროზია: იმ პაციენტებმა, ვინც გადაიტანა COVID-19, სამ თვეში ერთხელ უნდა ჩაიტარონ...

140
(განახლებულია 13:45 11.09.2020)
ცნობილი პულმონოლოგი ელენე შეროზია რეკომენდაციებს აძლევს იმ ადამიანებს, ვინც უკვე გადაიტანა COVID-19.
შეროზია: იმ პაციენტებმა, ვინც გადაიტანეს COVID-19, სამ თვეში ერთხელ უნდა ჩაიტარონ...
„იმ პაციენტებმა, ვინც გადაიტანა COVID-19, სამ თვეში ერთხელ უნდა ჩაიტარონ ფილტვის ფუნქციის შეფასება, განსაკუთრებით, ფილტვის დიფუზიის უნარის შეფასება. არ არის საჭირო ყოველ ჯერზე კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება. ფუნქციის შეფასების დროს თუ იქნება მაჩვენებლები დაქვეითებული, პაციენტს ამ შემთხვევაში მიეცემა რადიოლოგიური კვლევის რეკომენდაცია“, – ამბობს შეროზია.

შეროზიას განცხადებით, ექსპერტების მიერ არის დადასურებული, რომ აღნიშნული მონიტორინგის გავლა აუცილებელია სამ თვეში ერთხელ.

140
მარი მალაზონია

მალაზონია: დღეს კაცობრიობას ნიღბის ტარების და სუფთა ხელების  გარდა სხვა გამოსავალი არ აქვს

70
(განახლებულია 19:49 20.09.2020)
ექიმი-ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია საუბრობს, დღევანდელ სიტუაციაში რა არის გამოსავალი და როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან.
მალაზონია: დღეს კაცობრიობას ნიღბის ტარების და სუფთა ხელების გარდა სხვა გამოსავალი არ აქვს

„დოიჩე ველე“ ავრცელებს ინტერვიუს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ვირუსოლოგთან, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს. ეს გახლავთ კრისტიან დროსტენი. სწორედ მისი მოსაზრებით, დღეს კაცობრიობას ნიღბის ტარების, სუფთა ხელების გარდა სხვა არჩევანი არ აქვს. უფრო მეტიც, მან ძალიან სერიოზული პროგნოზები გააკეთა. ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს ტაქტიკა დაგვჭირდეს მომავალი წლის ბოლომდე. მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ის კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ დღეს კაცობრიობას სჭირდება ნიღბის სწორი ტარება, ჰიგიენის წესების დაცვა, რაც არის ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი არჩევანი“, - ამბობს მალაზონია.

მალაზონია ადამიანებს ურჩევს დედანში მოისმინონ ეს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ და რჩევები გაითვალისწინონ.

 

 

70
გახარია: ყველა ახალგაზრდას უნდა შეეძლოს მიიღოს ერთნაირი განათლება, სამედიცინო დახმარება

გახარია: ყველა ახალგაზრდას უნდა შეეძლოს მიიღოს ერთნაირი განათლება, სამედიცინო დახმარება

66
(განახლებულია 20:04 20.09.2020)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, პარტიის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

 

გახარია: ყველა ახალგაზრდას უნდა შეეძლოს მიიღოს ერთნაირი განათლება, სამედიცინო დახმარება
„სამომავლოდ ჩვენი ძირითადი მიზანია თანაბარი პირობები შევქმნათ ყველასთვის. არ ქონდეს მნიშვნელობა ახალგაზრდა ვანში ცხოვრობს, თბილისში, ბათუმში თუ სხვაგან. ყველას უნდა შეეძლოს მიიღოს ერთნაირი განათლება. ქონდეს ერთნაირი შესაძლებლობები, ერთნაირი სამედიცინო დახმარება, სოციალური დახმარება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიზნის განსახორციელებლად ჩვენ გავიმარჯვებთ ერთად“, ამბობს გახარია.

პრემიერის თქმით, ეს გამარჯვება იქნება სამართლიანი და ერთობლივი, რომელიც იქნება არა მხოლოდ პარტიის, არამდე ქვეყნის გამარჯვება. 

66