ქეთი დუმბაძე დაჯილდოების ცერემონიაზე

ქეთი დუმბაძე: ნანულიმ თქვა, მზად ვიყავი ყველაფერი მეპატიებინაო

93
(განახლებულია 20:51 10.09.2020)
ცნობილი ქართველი მწერლის ქალიშვილი ქეთი დუმბაძე იხსენებს ამბავს, თუ როგორ გაიცნეს ერთმანეთი დედამ და ნოდარ დუმბაძემ.
ქეთი დუმბაძე: ნანულიმ თქვა მზად ვიყავი ყველაფერი მეპატიებინაო
„მამა სწავლობს ეკონომიკის ფაკულტეტზე, 21 წლისაა, დედა სწავლობს ისტორიულზე, ისიც 21 წლისაა. ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ და შეხვდნენ უნივერსიტეტში, რომლის დარბაზშიც ლიტერატურული საღამო იმართებოდა“, – იხსენებს ქეთი დუმბაძე სატელევიზიო გადაცემაში.

„დედა თურმე დერეფანში დგას თავის მეგობართან ერთად, ამ დროს ჩამოიარა ვიღაც ბიჭმა, მამას მაშინ ხუჭუჭა ქოჩორი ჰქონდა, დააკვირდა ნანულის და თქვა: როგორი მინიატურული გოგოა! ნანულიმ მიიღო ეს კომპლიმენტი, მაგრამ ცოტა გაბრაზდა კიდეც, როგორ გაუბედეს ეს კომპლიმენტი. როცა ნოდარი სცენაზე გამოვიდა, დარბაზში დიდი ტაში ყოფილა“.

93
ალექსანდრე სუდაძე

„ადამიანი ფრთებით“ საქართველოში კრიპტობიზნესზე კრიმინალურ დრამას იღებენ

55
(განახლებულია 16:51 22.09.2020)
საქართველოში ტექნო-კრიმინალური სერიალის გადაღება მიმდინარეობს, რომელიც კრიპტობიზნესის სპეციფიკასა და კრიპტოსამყაროში განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს, თქვა ფილმის გენერალურმა პროდიუსერმა ალექსანდრე სუდაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.
“ადამიანი ფრთებით“- საქართველოში კრიპტობიზნესზე კრიმინალურ დრამას იღებენ
„ამ ფილმში ჩვენ მიზნად დავისახეთ გვეჩვენებინა ქართული ყოფითი პრობლემებიდან წამოსული ადამიანები, თავიანთი იდეებით, მისწრაფებებით, სურვილებით, ამბიციებით და, ზოგ შემთხვევაში, შეცდომებითაც კი, რომლებიც ხვდებიან მაღალი ტექნოლოგიების, რობოტების და ხელოვნური ინტელექტის სამყაროში, სადაც ასე ძნელია ჰუმანურ-მორალური პრინციპების შენარჩუნება“, – აღნიშნა ალექსანდრე სუდაძემ.

ფილმის პირველი სერია უკვე გადაღებულია, ახლა მეორე სერის გადაღება მიმდინარეობს. ფილმი ქართულ ენაზეა, თუმცა იგეგმება მისი თარგმნა (ENG/RUSS) და გაშვება საერთაშორისო online-პლატფორმებზე.

55
მიკროფონი

ნიჟარაძე: მოქალაქეები ვალდებული არიან ტესტის პასუხებამდე თვითიზოლაციაში იყვნენ

55
(განახლებულია 20:28 21.09.2020)
აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აჭარის რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრობს.
ნიჟარაძე: მოქალაქეები ვალდებული არიან, ტესტის პასუხებამდე თვითიზოლაციაში იყვნენ
„სხვა უწყებებთან ერთად სამუშაო ჯგუფი 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, განვიხილავთ კონკრეტულ შემთხვევას და მყისიერი რეაგირება გვაქვს. კლასტერები რამდენიმეა, კონკრეტულ ჩამონათვალს ვერ გავაკეთებ. სხვადასხვა კლასტერთან მიბმული შემთხვევები გვაქვს, ძირითადი შემთხვევების რაოდენობა გვაქვს უკვე დადასტირებულთან კონტაქტში მყოფი პირები. ჩვენი სამუშაო და სამიზნე არის კონტაქტირებული პირები, ტესტირების არეალი გავშალეთ, ამით უკვე ისარგებლა ძალიან ბევრმა მოქალაქემ. ბევრი ნიმუში გაეშვა კვლევაში, რამაც შექმნა ერთგვარი გადატვირთვა, თბილისის დონეზე ლაბორატორიული ქსელი ჩართულია აჭარის ნიმუშებზე და ეს პრობლემა მყისიერად არის აღმოფხვრილი“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ტესტის პასუხებამდე მოქალაქეები ვალდებული არიან იზოლაციის წესები დაიცვან.

55
რთველი

რთველი 2020: ჩაბარებული ყურძნის ღირებულება უკვე 133 მილიონ ლარს აჭარბებს

0
(განახლებულია 20:48 22.09.2020)
სუბსიდიას იღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა „რქაწითელის“ ან „კახურის მწვანის“ ჯიშის ყურძენს.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. 22 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში „რთველი-2020“-ის ფარგლებში უკვე გადამუშავებულია 134,8 ათასი ტონა ყურძენი, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

რთველი კახეთში წელს 22 აგვისტოს დაიწყო. გადამუშავების პროცესში 60-ზე მეტი ღვინის ქარხანაა ჩართული. ჩაბარებული ყურძნის ღირებულება ამ დროისათვის 133,7 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას იღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

სააგენტოს ცნობით, „რქაწითელი“ უკვე ჩაბარებულია 100,7 ათასი ტონა (81,3 მილიონი ლარის ღირებულების), „კახური მწვანე“ – 2,2 ათასი ტონა (2,1 მლნ ლარი), „საფერავი“ – 27,9 ათასი ტონა (44,9 მლნ ლარი), „ალექსანდროულ-მუჯურეთული“ – 125,12 ათასი ტონა (216 ათასი ლარი) და სხვა ჯიშების ყურძენი - 3,8 ათასი ტონა (5,1 მლნ ლარი).

იქიდან გამომდინარე, რომ ექსპორტის ძირითადი ნაწილი წითელ ღვინოზე მოდის, ხელისუფლებამ უარი თქვა „საფერავის“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირებაზე. ყურძნის იშვიათ ჯიშებზე, რომლებიც მეტ-ნაკლებადაა პოპულარული და ნაკლებად მოთხოვნადია, ასევე არ არის გათვალისწინებული სუბსიდია.

„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და აქტიურ კოორდინირებას უწევს სახელმწიფო ორგანოების, მეწარმეებისა და მევენახეების ურთიერთობებს.

0
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა