მარინა ეზუგბაია კორონავირუსზე: აჭარა უკვე „წითელი ზონაა“

© Sputnik / Vladimir Umikashviliმარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ავადობის მაჩვენებელი შეიცვალა და 100 ათას მოსახლეზე ინციდენტობა უკვე რვას გაუტოლდა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაია კორონავირუსზე: აჭარა უკვე წითელი ზონაა
„ჯერჯერობით ქვეყანა რჩება „მწვანე ზონაში“, რადგან ათზე ნაკლებია ინციდენტობა, მაგრამ ახალი 45 შემთხვევა ქვეყანაში ეპიდემიის პერიოდში პირველად დადასტურდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დაავადებამ მიიღო უფრო ინტენსიური გავრცელება და ჩვენი ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება. აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა, იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ აჭარა „წითელი ზონაა“, ამიტომ იქ, ალბათ, დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, აჭარის ჩაკეტვა ჯერჯერობით არ იგეგმება, ხოლო რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელ დამარტებით ღონისძიებებს, ეს არის რეკომენდაციების შესრულება, აღსრულება, მათზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების მეტად გაფართოება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 45-ით გაიზარდა და 1729-ს მიაღწია, ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 1321 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0