Директор тбилисской инфекционной больницы Марина Эзугбая

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტულად მძიმეა

66
(განახლებულია 19:46 07.09.2020)
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე ისაუბრა.
მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტულად მძიმეა
„გუშინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1650 დადასტურებული შემთხვევა იყო, დაგვემატა 34 პაციენტი და გვყავს 1684 პაციენტი. ინფიცირებულთა განაწილება ასეთია: ექვსი არის „დონას“ კლასტერი, 15 პაციენტის წყაროა დადასტურებულთან კონტაქტი, რვა პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, ერთი არის სამედიცინო პერსონალი, ორი კი შემოტანილი შემთხვევაა, ასევე ორ პირზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტულად მძიმეა.

66
ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: „ქართულ ოცნებას“ თუ ჩემი ხმა დასჭირდა, არ ვაპირებ, ეს ხმა მივცე

22
(განახლებულია 14:30 23.09.2020)
პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველანაირ კოალიციაში შესვლას არ აპირებს.
ბურჯანაძე: „ქართულ ოცნებას“ თუ ჩემი ხმა დასჭირდა, არ ვაპირებ, ეს ხმა მივცე
„მე არ ვაპირებ ყველანაირ კოალიციაში შესვლას, თუნდაც ვინმე ძალიან შემეხვეწოს. თუ ბიძინა ივანიშვილი აპირებს, ამ ტიპის მმართველობა გააგრძელოს, რასაც ალბათ, აპირებს, რადგან ეს მისი მმართველობის სტილია და სხვაგვარად ვერ შეძლებს, მე არ ვაპირებ ფეოდალური მმართველობის გაგრძელებას ხელი შევუწყო. თუ „ქართულ ოცნებას“ კოალიციაში პირობითად, ჩემი ხმები დასჭირდება, მე არ ვაპირებ, მათ ეს ხმა მივცე. იმიტომ, რომ მმართველობის სტილი, რაც მათ აქვთ, ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ მეორე მხარეს იქნებიან ოპოზიციური პარტიები და ისინი კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს დააყენებენ, ის მას ხმას არ მისცემს, რადგან არ თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისთვის მისაღები პრემიერ-მინისტრი იქნება. 

 

22
ალექსანდრე სუდაძე

„ადამიანი ფრთებით“ საქართველოში კრიპტობიზნესზე კრიმინალურ დრამას იღებენ

70
(განახლებულია 16:51 22.09.2020)
საქართველოში ტექნო-კრიმინალური სერიალის გადაღება მიმდინარეობს, რომელიც კრიპტობიზნესის სპეციფიკასა და კრიპტოსამყაროში განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს, თქვა ფილმის გენერალურმა პროდიუსერმა ალექსანდრე სუდაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.
“ადამიანი ფრთებით“- საქართველოში კრიპტობიზნესზე კრიმინალურ დრამას იღებენ
„ამ ფილმში ჩვენ მიზნად დავისახეთ გვეჩვენებინა ქართული ყოფითი პრობლემებიდან წამოსული ადამიანები, თავიანთი იდეებით, მისწრაფებებით, სურვილებით, ამბიციებით და, ზოგ შემთხვევაში, შეცდომებითაც კი, რომლებიც ხვდებიან მაღალი ტექნოლოგიების, რობოტების და ხელოვნური ინტელექტის სამყაროში, სადაც ასე ძნელია ჰუმანურ-მორალური პრინციპების შენარჩუნება“, – აღნიშნა ალექსანდრე სუდაძემ.

ფილმის პირველი სერია უკვე გადაღებულია, ახლა მეორე სერის გადაღება მიმდინარეობს. ფილმი ქართულ ენაზეა, თუმცა იგეგმება მისი თარგმნა (ENG/RUSS) და გაშვება საერთაშორისო online-პლატფორმებზე.

70
როუვენ რივლინი

უჩვეულო ინიციატივა: ისრაელის პრეზიდენტმა თავისი ხელფასის შემცირება მოითხოვა

0
(განახლებულია 14:26 23.09.2020)
ისრაელის პრეზიდენტის ხელფასი ერთ თვეში დაახლობით 18 ათას აშშ დოლარს უტოლდება, ხოლო დეპუტატებისა - 12 ათას დოლარს

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ისრაელის პრეზიდენტმა როუვენ (რუბი) რივლინმა ქვეყნის მთავრობას მისთვის ხელფასის 10%-ით შემცირების თხოვნით მიმართა, ამის შესახებ პრეზიდენტმა საკუთარ Twitter–აკაუნტზე დაწერა.

​მანამდე, 21 სექტემბერს, ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მინისტრებისა და ქნესეთის (პარლამენტის) დეპუტატებისთვის დროებით ჯამაგირის 10%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ინიციატივა ქვეყნის ფინანსთა მინისტრ ისრაელ კაცს ეკუთვნოდა.

აღნიშნული წინადადების განხილვისას საგარეო საქმეთა მინისტრმა არიე დერიმ ყველა მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოხელისთვის ხელფასების 20%-ით შემცირება მოითხოვა, თუმცა მის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს.

ისრაელის პრეზიდენტის ხელფასი დაახლოებით 64 ათას შეკელს (18 ათასი 479 აშშ დოლარი) შეადგენს ერთ თვეში, ხოლო ქნესეთის დეპუტატის ხელფასი თვეში დაახლოებით 44 ათას შეკელს (12 768 აშშ დოლარი) უტოლდება.

0
თემები:
მსოფლიო დღეს