იმედა კახიანი

იმედა კახიანი: ვეკითხები - რა ქვია სახელი თქვენს ჯორს მეთქი და უცებ ატყდა სიცილი

116
(განახლებულია 19:25 05.09.2020)
მსახიობი იმედა კახიანი იხსენეს ფილმის „სამანიშვილის დედინაცვალი“ გადაღების დროს მომხდარ სახალისო ამბავს.

 

 

„მაშინ ვმუშაობდით „სამანიშვილის დედინაცვლის“ გადაღებაზე. მთელი ფილმი იმერეთშია გადაღებული, ყოველ საღამოს იმერელი კაცი, ვის ოჯახშიც გავივლით გვეპატიჟება მის სახლში და მზად აქვს დოქით ღვინო და ცხელი ხაჭაპური. მე ვერც ხაჭაპურს ვჭამდი და ვერც ღვინოს ვსვამ, მაგრამ ცხენი უფრო მეცოდებოდა, რადგან მასაც ჩემსავით აშიმშილებდნენ“, - იხსენებს იმედა კახიანი სატელევიზიო გადაცემაში.

მსახიობი იმედა კახიანი იხსენებს: „ერთხელ გადაღება გვაქვს, დაღლილი ვარ და ჯორის პოვნას იმერეთში საშველი არ დაადგა. ერთხელაც როგორც იქნა, გვითხრეს, რომ ხვალ მოვიყვანთ ჯორს, ვიპოვეთო. მოიყვანეს ეს ჯორი და ვხედავ ჯგუფის წევრებმა უცებ სიცილი დაიწყეს. ელდარი შენგელაია მოვიდა ჩემთან გახარებული და მეუბნება: კიდევ კარგი, რომ მოიყვანესო, წამოდი, მინდა, რომ შენი თვალით ნახოო“.

116
ირაკლი კობახიძე

კობახიძე: როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება...

23
(განახლებულია 14:37 23.09.2020)
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე  ოპოზიციურ სპექტრზე საუბრობს.
კობახიძე: როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება...
„როდესაც ხარ სუსტი, ასეთ დროს იწყება რღვევა და ამის შედეგია მუდმივი კინკლაობა და დაპირისპირება არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ განშტოებებს შორის, არამედ თვითონ პარტიების შიგნითაც. „ნაცმოძრაობის“ შიგნით არის სამი განშტოება, რომლებიც ერთმანეთს იმაზე მეტად ვერ იტანენ, ვიდრე შეიძლებ სხვა ვერ იტანდეს მათ. შიგნით მიდის მძიმე პროცესები და ეს იმის შედეგია, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან საარჩევნო კუთხით“, -ამბობს კობახიძე.

მისი თქმით,  არსებობს გარკვეული ტიპის დანაშაულები, რომლებიც პოლიტიკოსს არა მხოლოდ იმიტომ არ უნდა ეპატიოს, რომ მას პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ ჰქონდეს, არამედ ეს დანაშაულები მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანები ასეთ დანაშაულებს აუცილებლად გაიმეორებენ.

 

23
ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: „ქართულ ოცნებას“ თუ ჩემი ხმა დასჭირდა, არ ვაპირებ, ეს ხმა მივცე

26
(განახლებულია 14:30 23.09.2020)
პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველანაირ კოალიციაში შესვლას არ აპირებს.
ბურჯანაძე: „ქართულ ოცნებას“ თუ ჩემი ხმა დასჭირდა, არ ვაპირებ, ეს ხმა მივცე
„მე არ ვაპირებ ყველანაირ კოალიციაში შესვლას, თუნდაც ვინმე ძალიან შემეხვეწოს. თუ ბიძინა ივანიშვილი აპირებს, ამ ტიპის მმართველობა გააგრძელოს, რასაც ალბათ, აპირებს, რადგან ეს მისი მმართველობის სტილია და სხვაგვარად ვერ შეძლებს, მე არ ვაპირებ ფეოდალური მმართველობის გაგრძელებას ხელი შევუწყო. თუ „ქართულ ოცნებას“ კოალიციაში პირობითად, ჩემი ხმები დასჭირდება, მე არ ვაპირებ, მათ ეს ხმა მივცე. იმიტომ, რომ მმართველობის სტილი, რაც მათ აქვთ, ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ მეორე მხარეს იქნებიან ოპოზიციური პარტიები და ისინი კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს დააყენებენ, ის მას ხმას არ მისცემს, რადგან არ თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისთვის მისაღები პრემიერ-მინისტრი იქნება. 

 

26
მშენებლობა თბილისში

„ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობა ოქტომბრის დასაწყისში განახლდება

0
(განახლებულია 15:23 23.09.2020)
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, უკვე დასრულების ფაზაშია „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი ობიექტების საკითხიც.

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. თბილისის მუნიციპალიტეტსა და სამშენებლო კომპანია „m2 ჯგუფს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც აღნიშნული კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაუმთავრებელ მშენებლობებს დაასრულებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კალაძემ დედაქალაქის მასშტაბით დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საკითხის  მოგვარების მიზნით, სპეციალური კომისია აქტიურად მუშაობს.

მისი თქმით, აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება.

„ამ მიმართულებით უკვე მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში ვართ და ოქტომბრის დასაწყისში შესაძლებელი იქნება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დაწყება. 400 ადამიანი ელოდება ამ მშენებლობის დასრულებას და სამი წლის განმავლობაში ადამიანები საკუთარ ფართებს მიიღებენ“, -განაცხადა კალაძემ.

საცხოვრებელი კომპლექსი „ოლიმპიური ვარსკვლავი“ თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარეობს, მისი მშენებლობა 2006-2008 წლებში დაიწყო, თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო  პროექტი ვერ დასრულდა.

2012 წელს „ოლიმპიური ვარსკვლავი“ 27 მლნ ლარით დაჯარიმდა, თუმცა შემოსავლების სამსახურთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჯარიმა 450 ათას ლარამდე შეუმცირდა. აღნიშნულ კომპლექსში საცხოვრებელ ბინებს 350-ზე მეტი ოჯახი 15 წლის განმავლობაში ელოდება.

როგორც მერმა აღნიშნა, უკვე დასრულების ფაზაშია „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი ობიექტების საკითხიც.

„დაახლოებით 6 ათასამდე ოჯახზეა საუბარი. მუშაობა ერთი დღით არ შეგვიჩერებია. ჩემი მოადგილე ილია ელოშვილი ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას და ვფიქრობ, ძალიან მალე შევძლებთ, ამ მრავალწლიან პრობლემას წერტილი დავუსვათ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისის მერის ინფორმაციით, თბილისში დაახლოებით 180 ობიექტია, რომლებსაც დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი აქვს.

2019 წელს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისია“ შეიქმნა, რომელიც დედაქალაქში არსებულ ყველა პრობლემურ მშენებლობას განიხილავს.

0
თემები:
თბილისი დღეს