ლელა წურწუმია

ლელა წურწუმია: ჩემს პროფესიას საკუთარი შვილი შევწირე, რომელიც..“

2202
(განახლებულია 14:37 30.08.2020)
ცნობილი ქართველი მომღერალი ლელა წურწუმია თავის ქალიშვილზე - მარიკოზე და მისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს.
ლელა წურწუმია: „ ჩემს პროფესიას საკუთარი შვილი შევწირე, რომელიც..“
„ფეხმძიმე რომ ვიყავი, ოთხ თვემდე მეუბნებოდნენ, რომ ბიჭი შემეძინებოდა, მერე გოგო მითხრეს და მარიკო რომ დაიბადა ძალიან გამიხარდა იმიტომ, რომ გოგო მინდოდა. მარიკო საოცრად მგავს მე, ჩემს მსგავსად ძალიან ემოციური ადამიანია და ყველაფერი ახლოს მიაქვს გულთან“, - ამბობს ლელა წურწუმია სატელევიზიო გადაცემაში.

მომღერალი ლელა წურწუმია ამბობს: „როცა ვკითხე თუ ვინ უნდოდა გამოსულიყო, თავიდან ამბობდა, რომ ექიმობა სურდა. მე კი ვეწინააღმდეგებოდი, რადგან ასეთი ემოციური ადამიანს გაუჭირდებოდა ამ პროფესიაში საქმიანობა.“

2202
მარინა ეზუგბაია

ეზუგბაია: ინფიცირებული პაციენტებიდან 80-ზე მეტის მდგომარეობა მძიმე, 16-ის კი კრიტიკულია

56
(განახლებულია 12:45 21.09.2020)
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინი დირექტორი, მარინა ეზუგბაია საუბრობს კორონავირუსის ახალ შემთხვევებსა და გარდაცვლილ პაციენტზე

 

ეზუგბაია: ინფიცირებული პაციენტებიდან 80-ზე მეტის მდგომარეობა მძიმე, 16-ის კი კრიტიკულია
„დაგვემატა 193 შემთხვევა და გახდა 3695. 193 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა – 92, იმერეთი -53,  თბილისი -31, სამეგრელო-ზემო სვანეთი – რვა, გურია – შვიდი, რაჭა ლეჩხუმი – ერთი, მცხეთა მთიანეთი – ერთი. 2 ათას 133 პაციენტიდან ნახევარზე ოდნავ ნაკლები კოვიდ სტაციონარშია. კოვიდ-ცენტრბში არსებული პაციენტებიდან ამ ეტაპზე 16 გვყავს კრიტიკულად მძიმე პაციენტი, მძიმე პაციენტების რაოდენობა 80-ზე მეტია. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. სამწუხაროდ, 60 წლის ქალბატონის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და გარდაიცვალა 20 სექტემბერს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში ამ ეტაპზე 2 ათას 133 პაციენტი გადის მკურნალობა-მეთვალყურეობას.

56
მარი მალაზონია

მალაზონია: დღეს კაცობრიობას ნიღბის ტარების და სუფთა ხელების  გარდა სხვა გამოსავალი არ აქვს

124
(განახლებულია 19:49 20.09.2020)
ექიმი-ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია საუბრობს, დღევანდელ სიტუაციაში რა არის გამოსავალი და როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან.
მალაზონია: დღეს კაცობრიობას ნიღბის ტარების და სუფთა ხელების გარდა სხვა გამოსავალი არ აქვს

„დოიჩე ველე“ ავრცელებს ინტერვიუს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ვირუსოლოგთან, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს. ეს გახლავთ კრისტიან დროსტენი. სწორედ მისი მოსაზრებით, დღეს კაცობრიობას ნიღბის ტარების, სუფთა ხელების გარდა სხვა არჩევანი არ აქვს. უფრო მეტიც, მან ძალიან სერიოზული პროგნოზები გააკეთა. ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს ტაქტიკა დაგვჭირდეს მომავალი წლის ბოლომდე. მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ის კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ დღეს კაცობრიობას სჭირდება ნიღბის სწორი ტარება, ჰიგიენის წესების დაცვა, რაც არის ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი არჩევანი“, - ამბობს მალაზონია.

მალაზონია ადამიანებს ურჩევს დედანში მოისმინონ ეს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ და რჩევები გაითვალისწინონ.

 

 

124
ქათამი

ორჯერ იაფი და ბევრხორციანი: გამოყვანილია ქათმის ახალი ჰიბრიდი

0
(განახლებულია 12:49 21.09.2020)
რუსმა სელექციონერებმა სახორცე ქათმის ახალი სახეობა გამოიყვანეს, რომელიც უცხოურ ანალოგებზე ორჯერ იაფი იქნება

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. რუსმა სელექციონერებმა სახორცე ქათმის ახალი სამრეწველო ჰიბრიდი გამოიყვანეს, რომელიც ნაყოფიერების მხრივ მსოფლიო კონკურენტებს ჯაბნის, იუწყება მედია.

ამასთან, „სმენა 9“ – ასე ეწოდა ახალ ჰიბრიდს — მინიმუმ ორჯერ იაფი იქნება უცხოურ ანალოგებზე.

ჰიბრიდის (კროსის) გენოფონდი 70 სამეურნეო–სასარგებლო ნიშანს შეიცავს. ახალი ბროილერი იყენებს ნაკლებ საკვებს და იძლევა ბევრ ხორცს. ამასთან, იზრდება სწრაფად: დღე–ღამეში დაახლოებით 66 გრამს იმატებს და 5–6 კვირაში 42 გრამიანი წიწილა დაახლოებით 2,3–2,8 კგ ხდება.

სპეციალისტების თქმით, ახალი  ჰიბრიდი მეფრინველეობის ფაბრიკებისთვის მაღალ ეკონომიკურ ეფექტურობას უზრუნველყოფს.

„სმენა 9–ის“ სახელმწიფო რეგსტრაცია 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

 

0
თემები:
რუსეთი დღეს