მიკროფონი

გიორგი ზვიადაძე: მარიამობა სხვა დღესასწაულებზე ყველაზე მეტად აღმატებულია

77
(განახლებულია 16:41 28.08.2020)
მარიამობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სხვა დღესასწაულებს შორის, როგორიცაა ღვთისმშობლის შობა, ტაძრად მიყვანება თუ ხარება, ყველაზე მეტად აღმატებულია, განაცხადა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა გიორგი ზვიადაძემ.
გიორგი ზვიადაძე: მარიამობა სხვა დღესასწაულებზე ყველაზე მეტად აღმატებულია
„რასაც პატრიარქი უსურვებს მთელ საქართველოს, ბუნებრივია, ყველა სასულიერო პირი და მთელი ჩვენი მოსახლეობა ამ დალოცვას უერთდება. ეს არის საქართველოს სიკეთე, გამთლიანება და ის სულიერი მდგომარეობა, რაც ცალკეულ ადამიანსაც და მთელ საზოგადოებასაც ღვთის განსაკუთრებული წყალობის ქვეშ აყენებს“, – განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

დღეს მართლმადიდებელი სამყარო მარიამობას აღნიშნავს, სიონის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს.

 

77
მიკროფონი

მარინა ენდელაძე: კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა

30
(განახლებულია 14:04 28.09.2020)
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე საუბრობს საქართველოში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ შემთხვევებსა და ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
მარინა ენდელაძე: კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა
„აჭარაში გამოვლინდა შემთხვევების 72 პროცენტი, რაც არის 175 შემთხვევა, იმერეთში -9 პროცენტი - 38 ახალი შემთხვევა, თბილისში 7 პროცენტი - 32 შემთხვევა, გურიაში – 16 შემთხვევა, სამეგრელო ზემო-სვანეთში -14, სამცხე ჯავახეშთი – 11, ქვემო ქართლში – შვიდი, კახეთში – ოთხი. გარდაიცვალა სამი პაციენტი, აქედან ორი აჭარაში 65 წლის და 70 წლის მამაკაცები, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები, ერთს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, მეორეს ინსულტი, ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ა.შ. მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. თბილისში გარდაიცვალა ერთი ქალბატონი 57 წლის, რომელსაც ჰქონდა ასევე თანმხლები დაავადებები და განვითარდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძის განმარტებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 3 ათას 500-მდე პაციენტიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 22 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

30
ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძე: სიყვარული ზოგჯერ თავის თავში განადგურებასაც მოიცავს

105
(განახლებულია 09:37 27.09.2020)
ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საუბრობს ადამიანებს შორის სიყვარულზე და სექსუალურ მოტივაციაზე.

 

ნათია ფანჯიკიძე: სიყვარული ზოგჯერ თავის თავში განადგურებასაც მოიცავს
„სექსუალური მოტივაცია ძალიან ბევრ რამეს მოიცავს ერთად. ეს არ არის მხოლოდ ბიოლოგიური მოტივაცია, რომელიც გამრავლებისა და გადარჩენისკენაა მისწრაფული. ეს არ გახლავთ მხოლოდ კავშირი და მიჯაჭვულობა, ყველაფერი ეს თითქოს ერთადაა. საბოლოო ჯამში, სექსუალური ენერგია, რომელიც სიყვარულს პირდაპირი გზით განასახიერებს, ძალიან ბევრი რამის მამოტივირებელი ხდება ადამიანის ცხოვრებაში.“- ამბობს ნათია ფანჯიკიძე სატელევიზიო გადაცემაში.

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ამბობს: „სიყვარული ესთეტიკური კრიტერიუმების ჩამოყალიბების მოტივაციასაც იძლევა. ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ სიყვარული მოიპოვოს, ყოველთვის ცდილობს ფორმაში იყოს, რომ გალამაზდეს და უკეთ, დამაჯერებლად გამოიყურებოდეს. პირდაპირი გაგებით, სიყვარულს დიდი ძალა აქვს იმისთვის, რომ ადამიანი წინ ატაროს.“

105
დისტანციური სწავლება

ოზურგეთში სწავლის პროცესი დისტანციურად გაგრძელდება

0
(განახლებულია 14:20 28.09.2020)
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ განაცხადა, რომ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. გართულებული ეპიდვითარების გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სწავლის პროცესი ონლაინრეჟიმში გაგრძელდება, ამის შესახებ გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ ისაუბრა, იუწყება პირველი არხი.

ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო რვა ქალაქის – თბილისი, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები იძულებული არიან, ჯერჯერობით დისტანციურად ისწავლონ. სხვა ქალაქებსა და სოფლებში სასწავლო დაწესებულებები გაიხსნა.

სასწავლო პროცესის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 21 სექტემბერს კორონავირუსი დაფიქსირდა სამ სკოლაში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში, შრომაში და სენაკში. იქ COVID-19 რამდენიმე პედაგოგსა და მოსწავლეს დაუდგინდა. აღნიშნული სკოლები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

ზურაბ ნასარაიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების მომატებულმა რისკმა განაპირობა.

„ოზურგეთის ყველა სკოლა, მომატებული რისკის გამო, სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავიდა. ჩოხატაურსა და ლანჩხუთში კი სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, თუ რაიმე ახალი გამოვლინება იქნა, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

„სწავლა მინდა!“ – ქართველმა სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს>>

დღეს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საბავშვო ბაღები ქვეყნის მასშტაბით, გარდა აჭარისა, 12 ოქტომბერს განაახლებენ მუშაობას, ხოლო უმაღლესი სასწავლებლები მეცადინეობებს აუდიტორიებში, ასევე აჭარის გარდა – 19 ოქტომბერს.

ასევე პირველი ოქტომბრიდან პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას. გამონაკლისია აჭარის რეგიონი.

ამასთან, თუ მოსწავლეების მშობლები გადაწყვეტენ, რომ ბავშვებმა სასწავლო პროცესი გააგრძელონ დისტანციური ფორმით, ეს უზრუნველყოფილი იქნება, აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1906 ადამიანი, გარდაიცვალა – 28, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5637, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება.

0
თემები:
განათლება საქართველოში