ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძე: თუ ადამიანი უსიყვარულობას განიცდის, მაშინ მას შეიძლება დაემართოს...

166
(განახლებულია 19:19 27.08.2020)
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე უსიყვარულობის ტრავმაზე და იმაზე საუბრობს, რა შედეგები შეიძლება ამას მოჰყვეს.
ნათია ფანჯიკიძე: თუკი ადამიანი უსიყვარულობას განიცდის, მაშინ მას შეიძლება დაემართოს...

„მიჯაჭვულობის თეორიის ავტორმა, ფსიქოანალიტიკოსმა ბოუბმა, როცა ახალგაზრდა კრიმინალებს იკვლევდა, აღმოაჩინა, რომ ამ კატეგორიის ადამიანებს ჰქონდათ დიდი საერთო რამ, რაც მშობლებთან ემოციური დეფიციტით გამოიხატებოდა და უსიყვარულობის ტრავმა იყო“, – ამბობს ნათია ფანჯიკიძე სატელევიზიო გადაცემაში.

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ამბობს: „უსიყვარულობის ტრავმა ეს გახლავთ ერთ-ერთი მთავარი ტრავმა, რომელიც კაცობრიობას ცუდად უბრუნდება. ერთადერთი მკურნალი სიყვარულია და როცა ვიღაცას მზრუნველობას ვჩუქნით, გვგონია, რომ ამ ინერციამ ის კარგ ადამიანად უნდა აქციოს, მაგრამ ხანდახან ეს ულუფა საკმარისი არ აღმოჩნდება ხოლმე“.

166
ირაკლი კობახიძე

კობახიძე: როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება...

41
(განახლებულია 18:39 23.09.2020)
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციურ სპექტრზე საუბრობს.
კობახიძე: როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება...
„როდესაც ხარ სუსტი, ასეთ დროს იწყება რღვევა და ამის შედეგია მუდმივი კინკლაობა და დაპირისპირება არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ განშტოებებს შორის, არამედ თვითონ პარტიების შიგნითაც. „ნაცმოძრაობის“ შიგნით არის სამი განშტოება, რომლებიც ერთმანეთს იმაზე მეტად ვერ იტანენ, ვიდრე შეიძლება სხვა ვერ იტანდეს მათ. შიგნით მიდის მძიმე პროცესები და ეს იმის შედეგია, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან საარჩევნო კუთხით“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

„ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, არსებობს გარკვეული ტიპის დანაშაულები, რომლებიც პოლიტიკოსს არა მხოლოდ იმიტომ არ უნდა ეპატიოს, რომ მას პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ ჰქონდეს, არამედ ეს დანაშაულები მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანები ასეთ დანაშაულებს აუცილებლად გაიმეორებენ.

 

41
ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: „ქართულ ოცნებას“ თუ ჩემი ხმა დასჭირდა, არ ვაპირებ ეს ხმა მივცე

43
(განახლებულია 17:41 23.09.2020)
პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველანაირ კოალიციაში შესვლას არ აპირებს.
ბურჯანაძე: „ქართულ ოცნებას“ თუ ჩემი ხმა დასჭირდა, არ ვაპირებ, ეს ხმა მივცე
„მე არ ვაპირებ ყველანაირ კოალიციაში შესვლას, თუნდაც ვინმე „ძალიან შემეხვეწოს“. თუ ბიძინა ივანიშვილი აპირებს ამ ტიპის მმართველობა გააგრძელოს, რასაც, ალბათ, აპირებს, რადგან ეს მისი მმართველობის სტილია და სხვაგვარად ვერ შეძლებს, მე არ ვაპირებ ფეოდალური მმართველობის გაგრძელებას ხელი შევუწყო. თუ „ქართულ ოცნებას“ კოალიციაში, პირობითად, ჩემი ხმები დასჭირდება, მე არ ვაპირებ მათ ეს ხმა მივცე. იმიტომ რომ მმართველობის სტილი, რაც მათ აქვთ, ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ მეორე მხარეს იქნებიან ოპოზიციური პარტიები და ისინი კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს დააყენებენ, ის მას ხმას აგრეთვე არ მისცემს, რადგან არ თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისთვის მისაღები პრემიერ-მინისტრი იქნება. 

 

43
ცესკო

როგორ უნდა მოხდეს საკარანტინე სივრცეებში არჩევნების ორგანიზება? შეხვედრა ცესკოში

0
(განახლებულია 23:33 23.09.2020)
 საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლებისა და კომისიების წევრებისთვის  სანიტარიულ–ჰიგიენური წესები  სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა, რომელშიც ცესკოს, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

თბილისი, 24 სექტემბერი  — Sputnik.  ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ სავალდებული წესებისა და რეკომენდაციების შემუშავების საკითხებზე მუშაობს, რომელიც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში კენჭისყრის ორგანიზებისას უნდა იყოს გათვალისწინებული, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გუშინ, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ  ჯანდაცვის  მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურთან და  დაავადებათა კონტროლისა  და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძესთან  სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მონაწილეებმა  ის შესაძლებლობები და რისკები განიხილეს, რაც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში არჩევნების ორგანიზებას უკავშირდება.

„ამ საკითხებზე მსჯელობა ხელს შეუწყობს საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიციის ჩამოყალიბებას, რომელიც შემდგომ  სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან განიხილება. ცესკომ სწორედ ამ სამუშაო ჯგუფთან ერთად უკვე შეიმუშავა კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი“, – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების, საარჩევნო კომისიების წევრებისა და ჩართული მხარეებისთვის  სანიტარიულ–ჰიგიენური წესები  სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. დღეს არსებული ეპიდდემიოლოგიური მდგომარეობის პირობებში აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რათა, ერთი მხრივ, დაცული იყოს არჩევნებზე ხმის მიცემასთან დაკავშირებული ადამიანის ფუნდამენტური უფლება, ხოლო მეორე მხრივ – ქვეყანაში ინფექციის შემდგომი გავრცელების პრევენცია მოხდეს.

ცესკომ უკვე მიიღო დადგენილება, რომლითაც რეგულირდება კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები.
კენჭისყრის დღეს  საარჩევნო უბნებზე კომისიის ყველა წევრი და ამომრჩევლები პირბადეებით უნდა გამოცხადდნენ.

კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან განთავსებული იქნება დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ.  


კომისიის წევრებმა, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ბიულეტენებთან, კონვერტებთან, სიებთან, უნდა გამოიყენონ ხელთათმანები.

ამომრჩეველს კენჭისყრის პერიოდში პირბადის მოხსნა ორჯერ მოუწევს – კენჭისყრის ოთახში შესვლისას და რეგისტრატორის მაგიდასთან იდენტიფიცირებისას. პირბადის გამოყენებაზე გამონაკლისი დაშვებული იქნება იმ პირებისთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება. ამ შემთხვევაში აღნიშნულმა პირმა სამედიცინო ცნობა უნდა წარადგინოს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში არჩევნებში მონაწილეობისთვის 58 პარტია და ორი ბლოკია დარეგისტრირებული. პარლამენტში სულ 150 ადგილია, აქედან 120 ადგილს დაიკავებენ პარტიებიდან და ბლოკებიდან პროპორციული სისტემით არჩეული კანდიდატები, 30-ს კი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში გამარჯვებული კანდიდატები.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020