მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია: საქართველოში კორონავირუსისგან 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა

66
(განახლებულია 15:12 27.08.2020)
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებსა და გამოჯანმრთელებულ პაციენტებზე საუბრობს.
მარინა ეზუგბაია: საქართველოში კორონავირუსისგან 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა
„კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა ასეთი განაწილების გახლავთ: ერთის წყარო (სვანეთის სოფელ) ლენჯერის კლასტერია, ექვსი – დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტს განეკუთვნება, ოთხი შემოტანილია, მათგან ერთი კვლავ სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. გამოჯანმრთელებულების რიცხვი სოლიდურად გაიზარდა. იყო 1150, გამოჯანმრთელდა 40 და ეს მაჩვენებელი არის 1190“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ამჟამად გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 82%-ია.

66
ირაკლი კობახიძე

კობახიძე: როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება...

31
(განახლებულია 18:39 23.09.2020)
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციურ სპექტრზე საუბრობს.
კობახიძე: როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება...
„როდესაც ხარ სუსტი, ასეთ დროს იწყება რღვევა და ამის შედეგია მუდმივი კინკლაობა და დაპირისპირება არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ განშტოებებს შორის, არამედ თვითონ პარტიების შიგნითაც. „ნაცმოძრაობის“ შიგნით არის სამი განშტოება, რომლებიც ერთმანეთს იმაზე მეტად ვერ იტანენ, ვიდრე შეიძლება სხვა ვერ იტანდეს მათ. შიგნით მიდის მძიმე პროცესები და ეს იმის შედეგია, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან საარჩევნო კუთხით“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

„ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, არსებობს გარკვეული ტიპის დანაშაულები, რომლებიც პოლიტიკოსს არა მხოლოდ იმიტომ არ უნდა ეპატიოს, რომ მას პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ ჰქონდეს, არამედ ეს დანაშაულები მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანები ასეთ დანაშაულებს აუცილებლად გაიმეორებენ.

 

31
ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: „ქართულ ოცნებას“ თუ ჩემი ხმა დასჭირდა, არ ვაპირებ ეს ხმა მივცე

38
(განახლებულია 17:41 23.09.2020)
პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველანაირ კოალიციაში შესვლას არ აპირებს.
ბურჯანაძე: „ქართულ ოცნებას“ თუ ჩემი ხმა დასჭირდა, არ ვაპირებ, ეს ხმა მივცე
„მე არ ვაპირებ ყველანაირ კოალიციაში შესვლას, თუნდაც ვინმე „ძალიან შემეხვეწოს“. თუ ბიძინა ივანიშვილი აპირებს ამ ტიპის მმართველობა გააგრძელოს, რასაც, ალბათ, აპირებს, რადგან ეს მისი მმართველობის სტილია და სხვაგვარად ვერ შეძლებს, მე არ ვაპირებ ფეოდალური მმართველობის გაგრძელებას ხელი შევუწყო. თუ „ქართულ ოცნებას“ კოალიციაში, პირობითად, ჩემი ხმები დასჭირდება, მე არ ვაპირებ მათ ეს ხმა მივცე. იმიტომ რომ მმართველობის სტილი, რაც მათ აქვთ, ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ მეორე მხარეს იქნებიან ოპოზიციური პარტიები და ისინი კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს დააყენებენ, ის მას ხმას აგრეთვე არ მისცემს, რადგან არ თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისთვის მისაღები პრემიერ-მინისტრი იქნება. 

 

38
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 9 პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

0
აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების იმავე რაოდენობით მატებას ელოდებიან, რამდენიმე დღეში კი, სპეციალისტების გათვლებით, მოსალოდნელია კლება

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 80 პაციენტის მდგომარეობა მძიმე, ცხრის კი განსაკუთრებით მძიმეა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები გადაეცემა >>

ბოლო 24 საათში დარეგისტრირებული კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში გამოვლინდა. რეგიონში სულ ინფიცირების ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა.

კლინიკაში მართვა კვალიფიციურად ხდება და ამ ეტაპისთვის მედპერსონალის რაოდენობაც საკმარისია.

„პერსონალი არის აბსოლუტურად მზად, მათ დამატებით ჩაუტარდათ ტრენინგები, მთავარია, დროულად მოხდეს დიფერენცირება ავადმყოფების, რომ მსუბუქ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები დროულად გადავიდნენ კლინიკებიდან კოვიდსასტუმროებში და იქაც გაგრძელდეს ეფექტური მართვა, კლინიკებში კი გამოთავისუფლდეს ადგილები მძიმე პაციენტებისთვის“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია მეორე დღეა, ბათუმში იმყოფება და ვითარებას ეცნობა.

აჭარაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა ასევე რეგიონის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, რომლის განცხადებით, იმის იმედი, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება, არ უნდა გვქონდეს.

როგორც მან აღნიშნა, შემდგომი დინამიკა მთლიანად მოსახლეობაზეა დამოკიდებული. თუ ადამიანები არ დაიცავენ დადგენილ წესებს, შემთხვევების რაოდენობა არ შემცირდება.

„აჭარაში ეპიდსიტუაცია არის რთული და მომდევნო დღეებში შემთხვევების იმავე რაოდენობით მატებას ველოდებით, რამდენიმე დღის შემდეგ კი კლებას. ამ ყველაფერში მოსახლეობაც უნდა დაგვიდგეს გვერდით და დაიცვას რეკომენდაციები. ამ დროისთვის აჭარაში 600 საწოლია მობილიზებული, ხდება ავადმყოფების დიფერენციაცია, მიმდინარეობს პაციენტის მდგომარეობის შეფასება, ამის მიხედვით ნაწილდებიან ისინი კლინიკებსა და სასტუმროებში. მუდმივად ხდება გადაადგილებები კლინიკებიდან სასტუმროებში. ნაწილი პაციენტებისა გამოჯანმრთელდა, ამიტომ არსებული საწოლფონდი სრულიად ადეკვატური რაოდენობაა იმ საჭიროებისთვის, რაც დღეს აჭარაში არსებობს“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

კრიზისი, დისტანცია და ნიღბები: როგორ შეცვალა კორონავირუსმა მსოფლიო – ფოტო >>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 227-ით გაიზარდა და 4140-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1643 ადამიანი, გარდაიცვალა 24 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში