ია ფარულავა

ია ფარულავა: ახლა, ყოველდღე სკანდალები უნდა მოვაწყო და ჩემი გავიტანო!

147
(განახლებულია 12:07 22.08.2020)
მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა საკუთარ თავზე საუბრობს და ამბობს, რომ კარგი თვითირონიის გრძნობა აქვს.

 

ია ფარულავა: ახლა, ყოველდღე სკანდალები უნდა მოვაწყო და ჩემი გავიტანო!
„ადრე სულ მქონდა იმის განცდა, რომ ვინმემ ზედმეტი არაფერი მითხრას, არაფერი მინდა. არ ვიცი მერამდენე მასაჟი გავიკეთე: თითის მასაჟი, ცხვირის, ყურის... მოკლედ ყველაფრის მასაჟს ვიკეთებ, რომ დავწყნარდე და აქ ვიღაც მემონტაჟე ჯაბანა ნერვებს მითხრის. ახლა შევიმოწმე ჯანმრთელობა, გულზე ვნერვიულობდი და გული თურმე ხარივით მქონია“, -ამბობს ია ფარულავა სატელევიზიო გადაცემაში.

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა ამბობს: „სიმართლე გითხრათ, მე რომ შემიძლია საკუთარ თავს დავცინო, ისე ვერავის შეუძლია, იმიტომ, რომ ჩემი თავი კარგად მაქვს შესწავლილი და საკმაოდ კარგი იუმორის გრძნობა მაქვს. მე თუ ვიგინები მხოლოდ რეკლამის დროს გადაცემის დროს ხომ არ ვიგინები?! წინა წელს შემიგროვეს ჩემი ასეთი მარგალიტები.“

 

 

147
მარინა ეზუგბაია

ეზუგბაია: ინფიცირებული პაციენტებიდან 80-ზე მეტის მდგომარეობა მძიმე, 16-ის კი კრიტიკულია

56
(განახლებულია 16:21 21.09.2020)
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინი დირექტორი მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებსა და გარდაცვლილ პაციენტზე საუბრობს.
ეზუგბაია: ინფიცირებული პაციენტებიდან 80-ზე მეტის მდგომარეობა მძიმე, 16-ის კი კრიტიკულია
„დაგვემატა 193 შემთხვევა და გახდა 3695. 193 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა – 92, იმერეთი – 53, თბილისი – 31, სამეგრელო–ზემო სვანეთი – რვა, გურია – შვიდი, რაჭა-ლეჩხუმი – ერთი, მცხეთა-მთიანეთი – ერთი. 2 133 პაციენტიდან ნახევარზე ოდნავ ნაკლები კოვიდ–სტაციონარშია. კოვიდ-ცენტრებში არსებული პაციენტებიდან ამ ეტაპზე 16 გვყავს კრიტიკულად მძიმე პაციენტი, მძიმე პაციენტების რაოდენობა 80-ზე მეტია. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. სამწუხაროდ, 60 წლის ქალბატონის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და გარდაიცვალა 20 სექტემბერს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო–ჰოსპიტლებში ამ ეტაპზე 2 133 პაციენტი გადის მკურნალობა–მეთვალყურეობას.

56
მარი მალაზონია

მალაზონია: დღეს კაცობრიობას ნიღბის ტარების და სუფთა ხელების  გარდა სხვა გამოსავალი არ აქვს

125
(განახლებულია 19:49 20.09.2020)
ექიმი-ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია საუბრობს, დღევანდელ სიტუაციაში რა არის გამოსავალი და როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან.
მალაზონია: დღეს კაცობრიობას ნიღბის ტარების და სუფთა ხელების გარდა სხვა გამოსავალი არ აქვს

„დოიჩე ველე“ ავრცელებს ინტერვიუს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ვირუსოლოგთან, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს. ეს გახლავთ კრისტიან დროსტენი. სწორედ მისი მოსაზრებით, დღეს კაცობრიობას ნიღბის ტარების, სუფთა ხელების გარდა სხვა არჩევანი არ აქვს. უფრო მეტიც, მან ძალიან სერიოზული პროგნოზები გააკეთა. ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს ტაქტიკა დაგვჭირდეს მომავალი წლის ბოლომდე. მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ის კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ დღეს კაცობრიობას სჭირდება ნიღბის სწორი ტარება, ჰიგიენის წესების დაცვა, რაც არის ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი არჩევანი“, - ამბობს მალაზონია.

მალაზონია ადამიანებს ურჩევს დედანში მოისმინონ ეს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ და რჩევები გაითვალისწინონ.

 

 

125
ცესკოს შენობა

როგორ ჩატარდება არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში ცესკომ წესები დაადგინა

0
(განახლებულია 16:20 21.09.2020)
ცესკოს დადგენილებით რეგულირდება კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენებისა და სხვა წესები.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ცესკომ (ცენტრალური საარჩევნო კომისია) საპარლამენტო არჩევნების დღისთვის, მსოფლიოსა და ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიიდან გამომდინარე, ეპიდემიური პროტოკოლი შეიმუშავა, რომელიც განსაზღვრავს ამომრჩევლებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ჩართული მხარეების სანიტარიულ–ჰიგიენურ წესებს კენჭისყრის პერიოდში.

ეთიკა პოლიტიკოსებისთვის - ცესკომ პარტიებს სპეციალური კოდექსი შეუდგინა>>

ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლითაც რეგულირდება კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები.

თერმოსკრინინგის გავლა კენჭისყრის შენობაში შესვლამდე სავალდებულოა როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის. თუ პირს დაუფიქსირდება 37°С, ან უფრო მეტი ტემპერატურა, ის საარჩევნო უბანზე არ დაიშვება. თუ მაღალი ტემპერატურის გამო კენჭისყრის შენობაში არ იქნა დაშვებული ან კენჭისყრის შენობა დატოვა პარტიის მიერ დანიშნულმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა, პარტიას აქვს უფლება, მის ნაცვლად დაუყონებლივ დანიშნოს საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრი.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები შენობაში შესვლამდე ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.

ხელის ჩამორთმევისა და გადაკოცნის გარეშე: დეპუტატებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ>>

კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან განთავსებული იქნება დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. ასევე საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ზედაპირებს, რომლებზეც ხშირად ხდება შეხება, სათანადო წესით ჩაუტარდეს დეზინფექცია (სამ საათში ერთხელ ან დაბინძურების მიხედვით), ხოლო საარჩევნო უბნები შეძლებისდაგვარად განიავდეს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ფარული კენჭისყრის კაბინები ისე მოეწყობა, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი. 

რაც შეეხება ამომრჩეველს, მათთვის შემდეგი წესები იმოქმედებს:

ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე.

ამომრჩეველს კენჭისყრის პერიოდში პირბადის მოხსნა ორჯერ მოუწევს – იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. პირბადის გამოყენებაზე გამონაკლისი დაშვებული იქნება იმ პირებისთვის ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, ამ შემთხვევაში აღნიშნულმა პირმა სამედიცინო ცნობა უნდა წარადგინოს.

საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე კონკურსანტებს COVID-19 დაუდასტურდა>>

ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური კალმისტრით, რომელიც ხმის მიცემის შემდეგ უნდა განათავსოს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად დატოვოს საარჩევნო უბანი.

სანიტარიულ–ჰიგიენურ წესები საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების, საარჩევნო კომისიების წევრებისა და ჩართული მხარეებისთვის შეიმუშავა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

საარჩევნო ადმინისტრაცია იზრუნებს, რომ ამომრჩევლებს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დადგენილებით განსაზღვრული სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების შესახებ. ამისთვის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიაა დაგეგმილი.

„ცესკო აგრძელებს საქმიანობას პანდემიის პირობებში არჩევნების პროფესიულ დონეზე ორგანიზებისთვის და კენჭისყრის დღეს ყველასათვის უზრუნველყოფს თავისუფალ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს“, – აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020