მიკროფონი

მესტიის მერი: მესტიასა და ლენჯერში ეპიდემიოლოგების ექვსი ჯგუფი მუშაობს

80
(განახლებულია 19:54 21.08.2020)
მესტიის მუნიციპალიტეტის 15 თემში გადაადგილება შეუზღუდავად ხდება, დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერის გარდა, განაცხადა მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
მესტიის მერი: მესტიასა და ლენჯერში ეპიდემიოლოგების ექვსი ჯგუფი მუშაობს
„მესტია და ლენჯერი ჩაკეტილი რჩება. აქ უკვე შემოვიდა ეპიდემიოლოგთა ექვსი ჯგუფი, რომლებიც ტესტებისთვის ნიმუშებს იღებენ. მათ უკვე აუღეს ტესტები სამაშველო სამსახურს. ამჟამად ოთხი ჯგუფი მუშაობს მესტიის საკარანტინო სივრცეებში, ხოლო დანარჩენი ორი უკვე სოფელ ლენჯერშია“, – თქვა კაპიტონ ჟორჟოლიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში.

მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდვები 10 აგვისტოდან დაიწყო, გატარდა მრავალი ეფექტური ღონისძიება, რამაც ეპიდემიის შეჩერებას შეუწყო ხელი. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა, 21 აგვისტოდან გაიხსნა.

80
Микрофон в мультимедийном пресс-центре Sputnik Грузия

ანდრო დგებუაძე: როცა მიზანს მიაღწევ, ხვდები, რომ ამის მიღმა რჩება ის, რაც ხარ

20
(განახლებულია 15:23 26.09.2020)
ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი ანდრო დგებუაძე საუბრობს ადამიანის მოტივაციისა და თვითმოტივაციის თემაზე.
ანდრო დგებუაძე: როცა ადამიანი თავის მიზანს მიაღწევს, ხვდება, რომ ამის მიღმა არის ის, რაც ხარ
„მე მახსოვს როცა მენეჯმენტს ვსწავლობდი მაშინ მოტივაციის მთელი იერარქია აგვიხსნეს. არის ასეთი კაცი, გვარად მასლო, რომელმაც ადამიანის მოტივაციის სქემა გემრიელად დაალაგა. მისი სქემის ძირში ადამიანის ფიზიოლოგიური მოთხოვნებია, შემდეგ გადარჩენის მოთხოვნა, შემდეგ არის სიყვარულის მოთხოვნა, რომ ადამიანს ვიღაც უყვარდეს. ამის შედეგ მიზნის მიღწევის მოთხოვნილება. თავისი პირამიდის მწვერვალში მან დააყენა ასეთი, ცოტა ბურუსით მოცული თემა, როგორიცაა, მოტივაცია.“- ამბობს ანდრო დგებუაძე სატელევიზიო გამოსვლაში.

ფილოსოფოსი ანდრო დგებუაძე ამბობს: „მე მახსოვს, როცა თვითმოტივაციაზე დავფიქრდი, მეგონა, რომ აქ რაღაც აფერისტობას ჰქონდა ადგილი. თითქოსდა, ადამიანი მოტივრებული რომ გყავდეს, ამისთვის რაღაც უნდა გაიღო“.

20
ალექსანდრე ჯეჯელავა

ალექსანდრე ჯეჯელავა: ვინც თავის საქმეს კარგად აკეთებს, ის სხვების სამსახურშია

32
(განახლებულია 14:49 26.09.2020)
განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობს ისეთ თემაზე, როგორიცაა, ადამიანის სხვების სამსახურში ყოფნა
ალექსანდრე ჯეჯელავა: ვინც თავის საქმეს კარგად აკეთებს, ის სხვების სამსახურშია
„ალბათ გაგიგიათ, როდესაც ამბობენ-მხოლოდ სხვებისთვის მიძღვნილი ცხოვრება არის ღირებულიო. ერთი შეხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ აქ საკუთარი თავის სრული უარყოფის მოწოდებაა, რომ შენი თავი და ინტერესები უნდა დაივიწყო და სხვების ინტერესებში გადაეშვა. მე მგონია, რომ ამას შეიძლება სხვაგვარადაც შევხედოთ და არა ისე, როგორც გმირობას“, - ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა.

პედაგოგი ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს: „მე ვფიქრობ ვინც სხვების სამსახურშია, ამით შეუძლია ბედნიერება განიცადოს. ასეთი ყოფა გაბედნიერებს და ცხოვრებას ღირებულს ხდის. მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ქველმოქდებას არ ეხება.“

32
პრემია „ლიტერა“

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

0
(განახლებულია 21:06 26.09.2020)
ლიტერატურულმა პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდა. გამარჯვებულებს პრიზებთან ერთად ფულადი ჯილდო გადაეცათ.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. მწერალთა სახლის და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების რიგით მეხუთე ცერემონია გაიმართა, პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდნენ, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს Facebook-გვერდზე.

126 საკონკურსო განაცხადიდან მოკლე სიაში 38 წიგნი მოხვდა, „ლიტერა 2020-ის“ გამარჯვებულები გახდნენ:

წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი:

თინათინ ჩხიკვიშვილი, ჯანა ამირეჯიბის წიგნისთვის „მე - ნამდვილი კოკოშა“, გამომცემლობა „არტანუჯი“;

წლის საუკეთესო დებიუტი:

ნინი ელიაშვილი - „წერტილის შემდეგ“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

საუკეთესო დოკუმენტური პროზა:

გიორგი მაისურაძე - „სხვა ენა“, გამომცემლობა „ინდიგო“;

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

შოთა იათაშვილი - „XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

ეკა ქევანიშვილი - „არაფერი დედაჩემის შესახებ“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;

წლის საუკეთესო რომანი:

ირაკლი სამსონაძე - „ქელეხი - ქორწილი“, გამომცემლობა „ინტელექტი“.

„ლიტერა“ წელს 2019 წელს გამოცემულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს აფასებდა. კონკურსის შედეგებს აფასებდა მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგებოდა. გამარჯვებულს გამოავლინეს ფარული კენჭისყრით. ლიტერატურული პრემიის საპრიზო ფონდი 30 000 ლარია. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს 5 000 ლარი გადაეცა.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2016 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა დააარსეს. მას შემდეგ ის ყოველ წელს იმართება. სხვადასხვა წელს „ლიტერას“ გამარჯვებული გახდნენ მწერლები და პოეტები: ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ზურაბ ქარუმიძე, ნანა ექვთიმიშვილი, არჩილ ქიქოძე და სხვები.

პროექტის მიზანია თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარება და ახალგაზრდა ავტორების წახალისება.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონიას მხოლოდ ფინალისტები და მონაწილე გამომცემლები ესწრებოდნენ.

 

 

0
თემები:
საქართველო და კულტურა