ეზუგბაია: კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია

© Sputnik / Alex Shlamovმარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ხუთ ახალ შემთხვევაზე საუბრობს.
ეზუგბაია: კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია
„გუშინ ქვეყანაში იყო 1336 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ხუთი ახალი შემთხვევა და ამჟამად არის 1341 დადასტურებული შემთხვევა. ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ერთი – შემოტანილი, „იმპორტირებულია“, ხოლო ორ შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების მოძიება წყაროს დადგენის თვალსაზრისით. გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაგვეზარდა მხოლოდ ოთხით და ამჟამად რაოდენობა 1092-ს შეადგენს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, 1 აგვისტოდან დღემდე ჯამში 17-ია იმ პაციენტების რიცხვი, რომელთა ინფიცირების წყაროც უცნობი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0