მიკროფონი

ნონა ეფაძე ქობულეთში „ჰავანას“ კლასტერი შესაძლოა გაიზარდოს

248
(განახლებულია 18:03 17.08.2020)
აჭარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე ქობულეთში, კაფე „ჰავანას“ კორონავირუსით ინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტების შესახებ საუბრობს.
ნონა ეფაძე - ქობულეთში შესაძლოა „ჰავანას“ კლასტერი გაიზარდოს
„54 პირია სულ გადაყვანილი საკარანტინო სივრცეში. ამაში შედის პირველ დღეს გადაყვანილიც და დანარჩენი იქნა გუშინ გადაყვანილი. მეთვალყურეობა გრძელდება. ამასთან, დამატებით 25 ნიმუში იყო აღებული და ველოდებით ლაბორატორიული კვლევის შედეგებს. კარანტინში მყოფი პირების უმრავლესობა გახლავთ კაფეს თანამშრომლები, რომელთაც მცირედი სარისკო კონტაქტი ჰქონდათ ერთმანეთთან“, – განაცხადა ნონა ეფაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილის განმარტებით, ძალაში რჩება რეკომენდაცია და მოწოდება – მსურველებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჰქონდათ ამ კაფესთან ან აღნიშნულ პირებთან რაღაც სახის კონტაქტი, შეუძლიათ PCR–კვლევა ჩაიტარონ ქობულეთშივე.

248
ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძე: სიყვარული ზოგჯერ თავის თავში განადგურებასაც მოიცავს

101
(განახლებულია 09:37 27.09.2020)
ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საუბრობს ადამიანებს შორის სიყვარულზე და სექსუალურ მოტივაციაზე.

 

ნათია ფანჯიკიძე: სიყვარული ზოგჯერ თავის თავში განადგურებასაც მოიცავს
„სექსუალური მოტივაცია ძალიან ბევრ რამეს მოიცავს ერთად. ეს არ არის მხოლოდ ბიოლოგიური მოტივაცია, რომელიც გამრავლებისა და გადარჩენისკენაა მისწრაფული. ეს არ გახლავთ მხოლოდ კავშირი და მიჯაჭვულობა, ყველაფერი ეს თითქოს ერთადაა. საბოლოო ჯამში, სექსუალური ენერგია, რომელიც სიყვარულს პირდაპირი გზით განასახიერებს, ძალიან ბევრი რამის მამოტივირებელი ხდება ადამიანის ცხოვრებაში.“- ამბობს ნათია ფანჯიკიძე სატელევიზიო გადაცემაში.

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ამბობს: „სიყვარული ესთეტიკური კრიტერიუმების ჩამოყალიბების მოტივაციასაც იძლევა. ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ სიყვარული მოიპოვოს, ყოველთვის ცდილობს ფორმაში იყოს, რომ გალამაზდეს და უკეთ, დამაჯერებლად გამოიყურებოდეს. პირდაპირი გაგებით, სიყვარულს დიდი ძალა აქვს იმისთვის, რომ ადამიანი წინ ატაროს.“

101
ნანა ჩაჩუა

ნანა ჩაჩუა: ტყუილის გარეშე ჩვენი ცხოვრება არ არსებობს

54
(განახლებულია 09:17 27.09.2020)
ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ადამიანის ცხოვრებაში ტყუილის გავლენასა და მის სხვადასხვა სახეობაზე საუბრობს.
ნანა ჩაჩუა: ტყუილის გარეშე ჩვენი ცხოვრება არ არსებობს
„ადამიანები ნებსით თუ უნებლიედ იტყუებიან. არის ტყუილი, რომელიც ფართო მასშტაბისაა და დამაზიანებელია. არის ტყუილი, რომელიც შესაძლებელია, რომ მწვავე შედეგებით არ გამოვლინდეს, მაგრამ ტყუილი მაინც არის ის, რომელსაც გარკვეულ მომენტში შეუძლია დესტრუქციულობა შექმნას, თუმცა არა ყოველთვის“, - ამბობს ნანა ჩაჩუა სატელევიზიო გამოსვლაში.

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ამბობს: „განასხვავებენ ტყუილის სახეებს: არსებობს ტყუილი, რომელსაც მიუნჰაუზენის ტყუილს ვუწოდებთ. ესაა ტყუილი-ტყუილისათვის. ამ ტყუილში ადამიანი საკუთარი თავის მნიშვნელობას ქმნის. რა თქმა ეს ვერ მიიყვანს მას პიროვნულ ზრდამდე. ბავშვებისთვის დამახასიათებელ ტყუილს გარკვეულ ეტაპამდე პოზიტიური მნიშვნელობა ენიჭება. მაგალითად მათ შეუძლიათ  წარმოსახვითი მეგობრის შექმნა.“

54
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 30 სექტემბერს

0
(განახლებულია 10:27 28.09.2020)
დედაქალაქში ოთხშაბათს უპირატესად მოღრუბლული ამინდი იქნება, შესაძლებელია წვიმა. ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით ოთხშაბათს, 30 სექტემბერს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი და ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

მინიმალური ტემპერატურა ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:57 საათზე ამოვა და 18:43 საათზე ჩავა.

0
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში