ლელა მებურიშვილი

ლელა მებურიშვილი: „მეღიმება როცა პირველი სიყვარული მახსენდება“

130
(განახლებულია 11:08 15.08.2020)
ლელა მებურიშვილის პირველ სიყვარულს იხსენებს და იმას თუ რა შეიცვალა მის ცხოვრებაში გათხოვების შემდეგ.
ლელა მებურიშვილი: „მეღიმება როცა პირველი სიყვარული მახსენდება“

„პირველი სიყვარული ყველას რატომღაც ისე ახსენდებათ რომ სისულელე იყო და გავერთე. მე განსხვავებული შეგრძნება მაქვს-ის დიდი გრძნობა იყო. მიხარია, რომ ეს განვიცადე“, - ამბობს ლელა მებურიშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

მსახიობი ლელა მებურიშვილი ამბობს: „ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მეუღლე შემხვდა და ასე გამიმართლა. პირველად ვერ ვხვდებოდი და მერე მივხდი. ჯვრისწერის დროს მინდოდა, რომ სიმშვიდე ყოფილიყო, მარტო ჩვენ ვყოფილიყავით ეკლესიაში, რათა ეს კარგად შეგვეგრძნო.“

130
ირაკლი კობახიძე

კობახიძე: როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება...

29
(განახლებულია 18:39 23.09.2020)
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციურ სპექტრზე საუბრობს.
კობახიძე: როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება...
„როდესაც ხარ სუსტი, ასეთ დროს იწყება რღვევა და ამის შედეგია მუდმივი კინკლაობა და დაპირისპირება არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ განშტოებებს შორის, არამედ თვითონ პარტიების შიგნითაც. „ნაცმოძრაობის“ შიგნით არის სამი განშტოება, რომლებიც ერთმანეთს იმაზე მეტად ვერ იტანენ, ვიდრე შეიძლება სხვა ვერ იტანდეს მათ. შიგნით მიდის მძიმე პროცესები და ეს იმის შედეგია, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან საარჩევნო კუთხით“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

„ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, არსებობს გარკვეული ტიპის დანაშაულები, რომლებიც პოლიტიკოსს არა მხოლოდ იმიტომ არ უნდა ეპატიოს, რომ მას პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ ჰქონდეს, არამედ ეს დანაშაულები მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანები ასეთ დანაშაულებს აუცილებლად გაიმეორებენ.

 

29
ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: „ქართულ ოცნებას“ თუ ჩემი ხმა დასჭირდა, არ ვაპირებ ეს ხმა მივცე

34
(განახლებულია 17:41 23.09.2020)
პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველანაირ კოალიციაში შესვლას არ აპირებს.
ბურჯანაძე: „ქართულ ოცნებას“ თუ ჩემი ხმა დასჭირდა, არ ვაპირებ, ეს ხმა მივცე
„მე არ ვაპირებ ყველანაირ კოალიციაში შესვლას, თუნდაც ვინმე „ძალიან შემეხვეწოს“. თუ ბიძინა ივანიშვილი აპირებს ამ ტიპის მმართველობა გააგრძელოს, რასაც, ალბათ, აპირებს, რადგან ეს მისი მმართველობის სტილია და სხვაგვარად ვერ შეძლებს, მე არ ვაპირებ ფეოდალური მმართველობის გაგრძელებას ხელი შევუწყო. თუ „ქართულ ოცნებას“ კოალიციაში, პირობითად, ჩემი ხმები დასჭირდება, მე არ ვაპირებ მათ ეს ხმა მივცე. იმიტომ რომ მმართველობის სტილი, რაც მათ აქვთ, ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ მეორე მხარეს იქნებიან ოპოზიციური პარტიები და ისინი კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს დააყენებენ, ის მას ხმას აგრეთვე არ მისცემს, რადგან არ თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისთვის მისაღები პრემიერ-მინისტრი იქნება. 

 

34
ადამიანები პირბადეებით

შეიძლება თუ არა ორ წლამდე ბავშვებისთვის პირბადის ტარება? პედიატრის პასუხი

0
(განახლებულია 17:42 23.09.2020)
პატარა ბავშვებისთვის პირბადეების ტარება რეკომენდებული არ არის, რადგან მათ არ შეუძლიათ მათი დამოუკიდებლად გაკეთება და მოხსნა

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. ამჟამად სამედიცინო ნიღბის ტარება კორონავირუსისგან თავდასაცავად საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ ორ წლამდე ბავშვებისთვის მათი გამოყენება რეკომენდებული არაა, აღნიშნა პედიატრმა მაია ხერხეულიძემ.

ცერცვაძე: შესაძლოა სასწავლო პროცესის კიდევ ორი კვირით გადადების საკითხზე მსჯელობა დაიწყოს>>

პირბადე, დისტანცია და დეზინფექცია – ეს ეპიდემიოლოგების მთავარი რეკომენდაციებია, რომლებსაც COVID-19–ის გავრცელების შეჩერება შეუძლია.

„ჩვენ უნდა დავიცვათ არა მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, არამედ გარშემომყოფებისაც... მოზარდებმა და სასკოლო ასაკის ბავშვებმა პირბადე აუცილებლად უნდა გამოიყენონ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორ წლამდე ბავშვებში პირბადე რეკომენდებული არ არის“, – განაცხადა ხერხეულიძემ პირველი არხის ეთერში.

ეპიდემიური ვითარების გამწვავების გამო ქვეყანაში სასწავლო პროცესი სრულფასოვნად ყველგან ვერ დაიწყო. დიდ ქალაქებსა და ზოგიერთ სოფელში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, იმისთვის, რომ ბავშვებმა სკოლაში სიარული შეძლონ, ყველამ უნდა დაიცვას წესები: ატაროს პირბადე, დაიცვას ორმეტრიანი დისტანცია.

საქართველოში ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. დღეს 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 4 140 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 643, გარდაიცვალა – 25.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში